ავტორი:

ბრედლი კუპერის და ლედი გაგას სიმღერამ სოციალური ქსელები "ააფეთქა" - რა ხდება მსახიობებს შორის?!

ბრედლი კუპერის და ლედი გაგას სიმღერამ სოციალური ქსელები "ააფეთქა" - რა ხდება მსახიობებს შორის?!

ოსკარის 91-ე ცერემონიალზე, რომელიც რამდენიმე საათის წინ დასრულდა, ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა სიმღერა Shallow შეასრულეს, ფილმიდან „ვარსკვლავის დაბადება“. ემოციურმა ბალადამ სოციალური ქსელები "ააფეთქა" - ლედი გაგა და ბრედლი კუპერი, რომლებიც ფილმში წყვილს თამაშობს, სცენაზეც შეყვარებულებს ჰგავდნენ. „ტვიტერის“ მომხმარებლების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათ შორის „ქიმია არსებობს“.

კულმინაციური კი აღმოჩნდა მომენტი, როდესაც კუპერი გაგასთან ერთად ჩამოჯდა როიალთან სკამზე და ერთი მიკროფონით გააგრძელეს სიმღერა.

VIDEO: ლედი გაგას და ბრედლი კუპერის ემოციური შესრულება: Shallow - სიმღერა, რომელმაც "ოსკარი" მიიღო

„ტვიტერის“ მომხმარებლები ამბობენ, რომ გაგასა და ბრედლის მზერამ ერთმანეთის მიმართ მათი გულები „გაადნო“. ამასთან, ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ ბოლო გამოსვლის ბოლო წამები იმდენად ინტიმური იყო, რომ კოცნით დასრულებას ელოდნენ.

ლედი გაგამ დღეს სიმღერისთვის Shallow ოსკარი მიიღო. ის საქმროს ცოტა ხნის წინ, ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ დაშორდა და წითელ ხალიჩაზე დღეს მარტო გამოჩნდა. ბრედლი კუპერი კი დაჯილდოებაზე შეყვარებულთან, ირინა შეიკთან და დედასთან ერთად მივიდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს