ავტორი:

რამი მალეკს სასწრაფო დახმარება დასჭირდა - "ოსკარის" გამარჯვებული სცენიდან გადმოვარდა

რამი მალეკს სასწრაფო დახმარება დასჭირდა - "ოსკარის" გამარჯვებული სცენიდან გადმოვარდა

„ბოჰემური რაფსოდიის“ ვარსკვლავი ოსკარის ცერემონიალზე სცენიდან ჩამოვარდა, ამის შესახებ People წერს. რამი მალეკთან რამდენიმე წამში გაჩნდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები. ინციდენტისას გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მსახიობი დარბაზში პირველ რიგში ზის, ხელში ძვირფასი ჯილდო უჭირავს, მასთან ერთად კი ექიმები იმყოფებიან.

დასავლური მედია წერს, რომ მომხდარის გამო მალეკი ოდნავ დაგვიანებით შეუერთდა ფოტოგადაღებას „ოსკარის“ სხვა გამარჯვებულებთან ერთად.

როგორც ჩანს, ვარსკვლავს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა დღეს პირველი ოსკარი მიიღო, მან ფილმში „ბოჰემური რაფსოდია“ ჯგუფის Queen ლეგენდარული სოლისტი, ფრედი მერკური განასახიერა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება