სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ჩემი სამშობლოა და მზად ვარ მის დასაცავად..." - ექსკლუზიური ინტერვიუ საშიშ ტერორისტთა სიაში შესულ მუსლიმ ალ შიშანთან
"საქართველო ჩემი სამშობლოა და მზად ვარ მის დასაცავად..." - ექსკლუზიური ინტერვიუ საშიშ ტერორისტთა სიაში შესულ მუსლიმ ალ შიშანთან

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძემ ოთხწ­ლი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვიუ მუს­ლიმ ალ ში­შან­თან, იგი­ვე მუ­რად მარ­გოშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და გა­ე­რო-მ 2014 წელს სა­შიშ ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

დუ­ის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მუს­ლიმ ალ ში­შა­ნი სი­რი­ა­ში ასა­დის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ჯუ­ნუდ აშ შა­მის" ("სი­რი­ის მებ­რძო­ლე­ბი") მე­თა­უ­რია. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და ჩეჩ­ნეთ­ში იჩ­ქე­რი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, იყო "კავ­კა­სი­ის ემი­რა­ტის" გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­თა­უ­რი და დოკუ უმა­რო­ვის გა­რე­მოც­ვის უახ­ლო­ე­სი წევ­რი. ამ­ჟა­მად სი­რი­ა­ში, ლა­ტა­კი­ა­ში იბ­რძვის.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს "კვი­რის პა­ლიტ­რის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­დან, სა­დაც მუს­ლიმ ალ ში­შა­ნი სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­თან ერ­თად, აგ­ვის­ტოს ომზე, ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­სა და "ჩა­ტა­ე­ვის საქ­მე­ზეც" სა­უბ­რობს.

იხი­ლეთ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ვი­დეო, რო­მელ­შიც მუს­ლიმ ალ ში­შა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­უბ­რობს

- პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და­დი­ო­და ხმა, რომ თქვენ სხვა ქის­ტებ­თან ერ­თად მზად იყა­ვით, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ცხინ­ვალ­ში გებ­რძო­ლათ.

- ეს მარ­თა­ლია, რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ რუ­სუ­ლი ჯარი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დი­ო­და, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ. თა­ვი­დან გვი­თხრეს, და­ი­ცა­დეთ და როცა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­გი­ძა­ხებ­თო. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ მარ­თლაც მო­ვი­და კაცი და გვი­თხრა, სი­ტუ­ა­ცია უმ­ძი­მე­სია და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­როო.

ამ დრო­ის­თვის ისე­დაც მზად ვი­ყა­ვით, რად­გან ვგრძნობ­დით სი­ტუ­ა­ცი­ის სიმ­ძი­მეს­. იმა­ვე სა­ღა­მოს შევ­კრი­ბეთ 200 კაც­ზე მეტი და პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი გავ­გზავ­ნეთ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი თბი­ლის­ში გა­თე­ნე­ბამ­დე უნდა ჩა­სუ­ლიყ­ვნენ. უკვე გვი­ა­ნი ღამე იყო, როცა დაგ­ვი­რე­კეს და გვი­თხრეს, მო­ი­ცა­დე­თო. იმ დროს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზიც ჩა­მოფ­რინ­და და მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ ომიც შე­წყდა. ჩვე­ნი გაგ­ზავ­ნი­ლი ჯგუ­ფი უკან და­ვაბ­რუ­ნეთ. აქ გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა, ეს იყო სა­ერ­თო გა­სა­ჭი­რი და არ შეგ­ვეძ­ლო ასეთ დროს გან­ზე გად­გო­მა.

- რა მოხ­და ლა­ფან­ყურ­ში და რა­ტომ გა­მოჩ­ნდა თქვე­ნი სა­ხე­ლი დღემ­დე გა­უხ­სნელ საქ­მე­ში? ერ­თგან თქვით კი­დეც, რომ სი­რი­ა­ში სწო­რედ ლა­ფან­ყუ­რის შემ­დეგ წახ­ვე­დით. რა­ტომ სი­რი­ა­ში და არა უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ასე­ვე შე­იძ­ლე­ბო­და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ­ ბრძო­ლა?

- მე სი­რი­ა­ში ლა­ფან­ყუ­რის შემ­დეგ კი არა, ლა­ფან­ყუ­რამ­დე წა­ვე­დი, ის ცნო­ბი­ლი­ მოვ­ლე­ნე­ბი ჩემი წას­ვლი­დან თვე-ნა­ხე­ვარ­ში­ მოხ­და. დი­დე­ბა უფალს, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა­ არ მქო­ნია ამ საქ­მეს­თან. არ მინ­და ჩავუ­ღრმავ­დე დე­ტა­ლებს, თუმ­ცა გე­ტყვით, რომ დიახ, მე ვცდი­ლობ­დი დავ­ხმა­რე­ბო­დი­ ჩემს ძმებს ჩეჩ­ნეთ­ში, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ამით სა­ქარ­თვე­ლოს არ ვა­ზა­რა­ლებ­დი... თა­ვი­დან ვა­ხერ­ხებ­დი მთე­ლი პრო­ცე­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბას, ბო­ლოს და­ვი­ნა­ხე, რომ "კავ­კა­სი­ის ემი­რა­ტის" ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცდი­ლობ­და ჩემ­თვის ხე­ლი­დან წა­ეღ­ლი­ტა ყვე­ლა­ფე­რი. ისიც ცხა­დი გახ­და, რომ კონ­ტროლს ვკარ­გავ­დი.

ამის შე­სა­ხებ წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში (ამ ინ­ტერ­ვი­უს ამო­ნა­რი­დი 2013 წელს "კვი­რის პა­ლიტ­რა­შიც" და­ი­ბეჭ­და. - ავტ.) დაწ­ვრი­ლე­ბით ვი­სა­უბ­რე. რად­გან არ ვენ­დო­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ეს პრო­ცე­სი ხელ­ში აი­ღეს და რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ვი­ცო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც მე დამ­ბრალ­დე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. მე მა­შინ წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, ასე შორს თუ შე­ტო­პავ­დნენ... სი­რი­ა­ში წა­ვე­დი იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც დახ­მა­რე­ბა მთხო­ვეს. უკ­რა­ი­ნას მა­შინ მთე­ლი ევ­რო­პა უჭერ­და მხარს, როცა ასა­დის­ რე­ჟი­მი ათა­სო­ბით თა­ვის მო­ქა­ლა­ქეს ხო­ცავ­და.

- დრო­დად­რო "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის­გან" სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მუ­ქა­რე­ბი ის­მო­და. ამა­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ?

- "ხა­ლი­ფატ­მა" ასე­თი მუ­ქა­რე­ბით მუს­ლი­მე­ბი­სა თუ არა­მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი მსოფ­ლიო აამ­ხედ­რა და დღეს ვხე­დავთ ამ პო­ლი­ტი­კის შე­დე­გებს. დღემ­დე­ სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან, ყველ­გან მტრო­ბას აჩა­ღე­ბენ, პირ­ველ რიგ­ში, მუს­ლი­მებს შო­რის, შემ­დეგ კი ერ­თმა­ნე­თის სის­ხლსაც ღვრი­ან. ამი­ტომ ჩვენ არ გავ­დგე­ბით გან­ზე­ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ მათ შე­სა­ჩე­რებ­ლად. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ ძა­ლი­ან ცოტა მუს­ლი­მი თუ გაჰ­ყვე­ბა.

თუ შე­ვა­და­რებთ იმ უსა­მარ­თლო­ბას, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხდე­ბა, და ბა­ლანსს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო კონ­ფე­სი­ებს შო­რის იცავს (რო­გორც წინა, ასე­ვე ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს), გარ­წმუ­ნებთ, რომ იმ ქვეყ­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მეტს გაჰ­ყვი­რი­ან დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, მა­გა­ლი­თი სა­ქარ­თვე­ლოს­გან უნდა აი­ღონ. სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი სა­ერ­თო სამ­შობლ­ოა­,­ ჩვენ იქ და­ვი­ბა­დეთ, ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი­ და ყვე­ლა ის ხალ­ხი, ვინც გვიყ­ვარს, იქ არი­ან, ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი ხანა - ბავ­შვო­ბა სწო­რედ სა­ქარ­თველ­ოში გა­ვა­ტა­რე და დღეს თუ რამე მსურს, იმ ად­გი­ლებ­ში გავ­ლა და ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის,­ მე­გობ­რე­ბი­სა და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბაა წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში"

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საქართველო ჩემი სამშობლოა და მზად ვარ მის დასაცავად..." - ექსკლუზიური ინტერვიუ საშიშ ტერორისტთა სიაში შესულ მუსლიმ ალ შიშანთან

"საქართველო ჩემი სამშობლოა და მზად ვარ მის დასაცავად..." - ექსკლუზიური ინტერვიუ საშიშ ტერორისტთა სიაში შესულ მუსლიმ ალ შიშანთან

გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ ოთხწლიანი მცდელობის შემდეგ ჩაწერა ინტერვიუ მუსლიმ ალ შიშანთან, იგივე მურად მარგოშვილთან, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერო-მ 2014 წელს საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

დუისში დაბადებული მუსლიმ ალ შიშანი სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დაჯგუფება "ჯუნუდ აშ შამის" ("სირიის მებრძოლები") მეთაურია. ის წლების განმავლობაში იბრძოდა ჩეჩნეთში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის, იყო "კავკასიის ემირატის" გავლენიანი მეთაური და დოკუ უმაროვის გარემოცვის უახლოესი წევრი. ამჟამად სირიაში, ლატაკიაში იბრძვის.

გთავაზობთ ნაწყვეტებს "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინტერვიუდან, სადაც მუსლიმ ალ შიშანი სხვა საინტერესო თემებთან ერთად, აგვისტოს ომზე, ლაფანყურის სპეცოპერაციასა და "ჩატაევის საქმეზეც" საუბრობს.

იხილეთ ექსკლუზიური ვიდეო, რომელშიც მუსლიმ ალ შიშანი საქართველოზე საუბრობს

- პანკისის ხეობაში დადიოდა ხმა, რომ თქვენ სხვა ქისტებთან ერთად მზად იყავით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ცხინვალში გებრძოლათ.

- ეს მართალია, როდესაც გავიგეთ, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოდიოდა, საქართველოს ხელისუფლებას დახმარება შევთავაზეთ. თავიდან გვითხრეს, დაიცადეთ და როცა თქვენი დახმარება დაგვჭირდება, აუცილებლად დაგიძახებთო. რამდენიმე ხნის შემდეგ მართლაც მოვიდა კაცი და გვითხრა, სიტუაცია უმძიმესია და თქვენი დახმარებაა საჭიროო.

ამ დროისთვის ისედაც მზად ვიყავით, რადგან ვგრძნობდით სიტუაციის სიმძიმეს. იმავე საღამოს შევკრიბეთ 200 კაცზე მეტი და პირველი ჯგუფი გავგზავნეთ, დანარჩენები თბილისში გათენებამდე უნდა ჩასულიყვნენ. უკვე გვიანი ღამე იყო, როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, მოიცადეთო. იმ დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც ჩამოფრინდა და მოლაპარაკების შემდეგ ომიც შეწყდა. ჩვენი გაგზავნილი ჯგუფი უკან დავაბრუნეთ. აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან საქართველო ჩვენი სამშობლოა, ეს იყო საერთო გასაჭირი და არ შეგვეძლო ასეთ დროს განზე გადგომა.

- რა მოხდა ლაფანყურში და რატომ გამოჩნდა თქვენი სახელი დღემდე გაუხსნელ საქმეში? ერთგან თქვით კიდეც, რომ სირიაში სწორედ ლაფანყურის შემდეგ წახვედით. რატომ სირიაში და არა უკრაინაში, სადაც ასევე შეიძლებოდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა?

- მე სირიაში ლაფანყურის შემდეგ კი არა, ლაფანყურამდე წავედი, ის ცნობილი მოვლენები ჩემი წასვლიდან თვე-ნახევარში მოხდა. დიდება უფალს, არანაირი შეხება არ მქონია ამ საქმესთან. არ მინდა ჩავუღრმავდე დეტალებს, თუმცა გეტყვით, რომ დიახ, მე ვცდილობდი დავხმარებოდი ჩემს ძმებს ჩეჩნეთში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამით საქართველოს არ ვაზარალებდი... თავიდან ვახერხებდი მთელი პროცესის გაკონტროლებას, ბოლოს დავინახე, რომ "კავკასიის ემირატის" ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობდა ჩემთვის ხელიდან წაეღლიტა ყველაფერი. ისიც ცხადი გახდა, რომ კონტროლს ვკარგავდი.

ამის შესახებ წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში (ამ ინტერვიუს ამონარიდი 2013 წელს "კვირის პალიტრაშიც" დაიბეჭდა. - ავტ.) დაწვრილებით ვისაუბრე. რადგან არ ვენდობოდი ადამიანებს, რომლებმაც ეს პროცესი ხელში აიღეს და რაც უნდა მომხდარიყო, ვიცოდი, ყველაფერი მაინც მე დამბრალდებოდა, საქართველოდან წასვლა გადავწყვიტე. მე მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, ასე შორს თუ შეტოპავდნენ... სირიაში წავედი იმ ადამიანებთან, რომლებმაც დახმარება მთხოვეს. უკრაინას მაშინ მთელი ევროპა უჭერდა მხარს, როცა ასადის რეჟიმი ათასობით თავის მოქალაქეს ხოცავდა.

- დროდადრო "ისლამური ხალიფატისგან" საქართველოს მიმართ მუქარები ისმოდა. ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ?

- "ხალიფატმა" ასეთი მუქარებით მუსლიმებისა თუ არამუსლიმების წინააღმდეგ მთელი მსოფლიო აამხედრა და დღეს ვხედავთ ამ პოლიტიკის შედეგებს. დღემდე სადაც გამოჩნდებიან, ყველგან მტრობას აჩაღებენ, პირველ რიგში, მუსლიმებს შორის, შემდეგ კი ერთმანეთის სისხლსაც ღვრიან. ამიტომ ჩვენ არ გავდგებით განზე და ყველაფერს გავაკეთებთ მათ შესაჩერებლად. ვფიქრობ, საქართველოში მათ ძალიან ცოტა მუსლიმი თუ გაჰყვება.

თუ შევადარებთ იმ უსამართლობას, რომელიც მსოფლიოში მუსლიმების წინააღმდეგ ხდება, და ბალანსს, რომელსაც საქართველო კონფესიებს შორის იცავს (როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების დროს), გარწმუნებთ, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც ყველაზე მეტს გაჰყვირიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, მაგალითი საქართველოსგან უნდა აიღონ. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა, ჩვენ იქ დავიბადეთ, ჩვენი ნათესავები და ყველა ის ხალხი, ვინც გვიყვარს, იქ არიან, ჩემი ცხოვრების ყველაზე სანუკვარი ხანა - ბავშვობა სწორედ საქართველოში გავატარე და დღეს თუ რამე მსურს, იმ ადგილებში გავლა და ჩემი ნათესავების, მეგობრებისა და თანასოფლელების მონახულებაა წაიკითხეთ სრულად "კვირის პალიტრაში"

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს

როგორ სწავლობდნენ ებრაელი ჯაშუშები სმას და როგორი იყო ბანკეტის გამართვის "საიდუმლო პროცედურები" საბჭოთა კე-გე-ბეში?