პოლიტიკა
სამართალი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩასვლას და დასაქმებას - რა რეგულაციები მიიღო გერმანიის პარლამენტმა
ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩასვლას და დასაქმებას - რა რეგულაციები მიიღო გერმანიის პარლამენტმა

გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის მიერ პარ­ლა­მენტს წა­რედ­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს, ყვე­ლა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ პრო­ფე­სი­ო­ნალს გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩას­ვლა და სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბა შე­ეძ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მარ­თლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, იან ბით­ნერ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მა­დაც, გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს, სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რო­მელ­თაც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, შე­უძ­ლი­ათ, გერ­მა­ნი­ის სა­მუ­შაო ბა­ზარ­ზე და­საქმდნენ და მათი რა­ო­დე­ნო­ბა კა­ნო­ნით შე­ზღუ­დუ­ლი არ არის.

იან ბით­ნე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბა მა­გა­ლი­თად, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მზა­რე­უ­ლებ­სა და სხვა პრო­ფე­სი­ე­ბის მქო­ნე წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის არი­ან.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნო, რომ ვინც გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბას მო­ინ­დო­მებს, მას თა­ვი­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­სა­ბუ­თე­ბა მო­უ­წევს. მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ, სა­მუ­შაო ფორ­მა­ლუ­რი დიპ­ლო­მის გა­რე­შე მო­ი­ძი­ონ. ახლა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით მი­ღე­ბუ­ლი არ არის, ამი­ტომ კონ­კრე­ტულ პრო­ცე­დუ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია. მა­გა­ლი­თად, მზა­რე­უ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­მუ­შაო უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ყვე­ლას არ ეხე­ბა, არა­მედ ეს არის მათ­თვის, ვინც ეროვ­ნუ­ლი კერ­ძე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია და მათ­ზე გერ­მა­ნი­ა­ში უნდა იყოს მო­თხოვ­ნა. მათ ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეთ კონ­კრე­ტუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ელ­ჩო­დან სა­მუ­შაო ვი­ზის მი­ღე­ბა იმი­ტომ, რომ უვი­ზო რე­ჟი­მი მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საა“, - გა­ნა­ცხა­და იან ბით­ნერ­მა.

გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, გარ­და სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტმა კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის­თვის გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც მი­ი­ღო.

„გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა ფე­დე­რა­ლურ მი­წა­ზე ქარ­თველ­თა კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­დე­ბი ნამ­დვი­ლად ქმნიდ­ნენ პრობ­ლე­მებს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ რე­გუ­ლა­ცი­ებს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვენ შე­ვამ­ცი­რეთ თავ­შე­საფ­რის გან­ხილ­ვის პრო­ცე­დუ­რის ვადა და უფრო სწრა­ფად ხდე­ბა ამ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე, გავ­ზარ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რე­ად­მი­სი­ის რა­ო­დე­ნო­ბა. 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში იძუ­ლე­ბით 1085 პირი და­ვაბ­რუ­ნეთ.

დე­პორ­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში პირს გერ­მა­ნი­ა­ში მი­ნი­მუმ 5 წლის ვა­დით შეს­ვლა ეკ­რძა­ლე­ბა. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში კი ეს ვადა 10 წლამ­დე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. გარ­და იმ 1085 პი­რი­სა, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ი­დან იძუ­ლე­ბით იყ­ვნენ დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, არი­ან პი­რე­ბი, რო­მელ­თაც გა­ნა­ცხად­ზე ეთ­ქვათ უარი და მათ გერ­მა­ნია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და იან ბით­ნერ­მა.

გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რი­ცხვმა ისევ იმა­ტა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, იან ბით­ნე­რის თქმით, შან­სი იმი­სა, რომ ვინ­მე ამ გა­ნა­ცხად­ზე თან­ხმო­ბას მი­ი­ღებს, თით­ქმის ნუ­ლის ტო­ლია.

„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ვი­ზე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია დიდი მიღ­წე­ვაა. ახლა ევ­რო­კავ­შირ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით იო­ლია და გა­სულ წელს გერ­მა­ნი­ა­ში ქარ­თველ ვი­ზი­ტორ­თა მკვეთ­რი ზრდა აღი­ნიშ­ნა.

ვი­ზე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით, გა­სუ­ლი წლის და­სა­წყის­ში ასე­თი გა­ნა­ცხა­დე­ბის რი­ცხვი გა­სამ­მაგ­და. ეს იყო მი­უ­ღე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც უვი­ზო რე­ჟიმს სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნი­და.

ამა­სო­ბა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში ასე­თი გა­ნა­ცხა­დე­ბის რი­ცხვმა საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო, მაგ­რამ ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაც ჯერ კი­დევ დი­დია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლებს ფაქ­ტობ­რი­ვად, არ აქვთ შან­სი, გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღონ. ყო­ვე­ლი ასე­თი საქ­მე იწ­ვევს უაზ­რო ხარ­ჯებს და ხში­რად უარ­ყო­ფით შე­დე­გებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

გა­სულ წელს, ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში, როცა თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი იყო, უვი­ზო რე­ჟი­მი საფრ­თხის ქვეშ დად­გა, რად­გან გერ­მა­ნი­ის­თვის უკვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, რომ ხალ­ხს უვი­ზო რე­ჟი­მი ამ მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. მა­შინ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ვი­წყეთ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან კარ­გად თა­ნამ­შრომ­ლობს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ ეს რი­ცხვი შემ­ცირ­და.

ამ წლის იან­ვარ­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რი­ცხვმა ისევ იმა­ტა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, შან­სი იმი­სა, რომ ვინ­მე ამ გა­ნა­ცხად­ზე თან­ხმო­ბას მი­ი­ღებს, თით­ქმის ნუ­ლის ტო­ლია. ვინც 2018 წელს ითხოვ­და თავ­შე­სა­ფარს, მათ­გან თან­ხმო­ბა მხო­ლოდ 0,2%-მა მი­ი­ღო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ცალ-ცალ­კე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მე მო­ვე­ლი, რომ წელ­საც თან­ხმო­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ისე­თი­ვე და­ბა­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც გა­სულ წელს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მარ­თლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა იან ბით­ნერ­მა.

2018 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 303, ხოლო იან­ვარ­ში 534 იყო. ამას­თან, გა­სულ წელს, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ის­გან თავ­შე­საფ­რის სტა­ტუ­სი სულ 4 265-მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა, სა­ი­და­ნაც და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მხო­ლოდ 0,2%-მა მი­ი­ღო.

ავტორი:

ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩასვლას და დასაქმებას - რა რეგულაციები მიიღო გერმანიის პარლამენტმა

ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩასვლას და დასაქმებას - რა რეგულაციები მიიღო გერმანიის პარლამენტმა

გერმანიის მთავრობის მიერ პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს, ყველა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა და სამუშაოს მოძიება შეეძლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა, იან ბითნერმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამადაც, გარკვეული პროფესიის ადამიანებს, სპეციალისტებს, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, შეუძლიათ, გერმანიის სამუშაო ბაზარზე დასაქმდნენ და მათი რაოდენობა კანონით შეზღუდული არ არის.

იან ბითნერის ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმება მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, მზარეულებსა და სხვა პროფესიების მქონე წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის არიან.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ვინც გერმანიაში სამუშაოს მოძიებას მოინდომებს, მას თავისი განათლებისა და კვალიფიკაციის დასაბუთება მოუწევს. მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს შეეძლებათ, სამუშაო ფორმალური დიპლომის გარეშე მოიძიონ. ახლა აღნიშნული კანონი ჯერჯერობით მიღებული არ არის, ამიტომ კონკრეტულ პროცედურებზე საუბარი არ შემიძლია. მაგალითად, მზარეულების შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო უფლების მინიჭება ყველას არ ეხება, არამედ ეს არის მათთვის, ვინც ეროვნული კერძების სპეციალისტია და მათზე გერმანიაში უნდა იყოს მოთხოვნა. მათ ასევე გაფორმებული უნდა ჰქონდეთ კონკრეტული შრომითი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ მათთვის აუცილებელია საელჩოდან სამუშაო ვიზის მიღება იმიტომ, რომ უვიზო რეჟიმი მხოლოდ ტურისტებისთვისაა“, - განაცხადა იან ბითნერმა.

გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, გარდა სამუშაოს მოძიებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, გერმანიის პარლამენტმა კრიმინალთან ბრძოლისთვის გარკვეული რეგულაციებიც მიიღო.

„გერმანიის სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე ქართველთა კრიმინალური ბანდები ნამდვილად ქმნიდნენ პრობლემებს. რაც შეეხება კონკრეტულ რეგულაციებს, საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ შევამცირეთ თავშესაფრის განხილვის პროცედურის ვადა და უფრო სწრაფად ხდება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. ასევე, გავზარდეთ საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის რაოდენობა. 2018 წელს საქართველოში იძულებით 1085 პირი დავაბრუნეთ.

დეპორტაციის შემთხვევაში პირს გერმანიაში მინიმუმ 5 წლის ვადით შესვლა ეკრძალება. ცალკეულ შემთხვევებში კი ეს ვადა 10 წლამდე განისაზღვრება. გარდა იმ 1085 პირისა, რომლებიც გერმანიიდან იძულებით იყვნენ დეპორტირებულები, არიან პირები, რომელთაც განაცხადზე ეთქვათ უარი და მათ გერმანია ნებაყოფლობით დატოვეს“, - განაცხადა იან ბითნერმა.

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა ისევ იმატა. ამის მიუხედავად, იან ბითნერის თქმით, შანსი იმისა, რომ ვინმე ამ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, თითქმის ნულის ტოლია.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ვიზების ლიბერალიზაცია დიდი მიღწევაა. ახლა ევროკავშირში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცილებით იოლია და გასულ წელს გერმანიაში ქართველ ვიზიტორთა მკვეთრი ზრდა აღინიშნა.

ვიზების ლიბერალიზაციის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით, გასული წლის დასაწყისში ასეთი განაცხადების რიცხვი გასამმაგდა. ეს იყო მიუღებელი მდგომარეობა, რომელიც უვიზო რეჟიმს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

ამასობაში, გერმანიაში ასეთი განაცხადების რიცხვმა საგრძნობლად დაიკლო, მაგრამ ამჟამად არსებული რაოდენობაც ჯერ კიდევ დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ფაქტობრივად, არ აქვთ შანსი, გერმანიაში თავშესაფარი მიიღონ. ყოველი ასეთი საქმე იწვევს უაზრო ხარჯებს და ხშირად უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული.

გასულ წელს, ზუსტად იმ პერიოდში, როცა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო, უვიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან გერმანიისთვის უკვე მიუღებელი იყო, რომ ხალხს უვიზო რეჟიმი ამ მიზნებისთვის გამოეყენებინა. მაშინ ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა დავიწყეთ. საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან კარგად თანამშრომლობს. თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ეს რიცხვი შემცირდა.

ამ წლის იანვარში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა ისევ იმატა. როგორც აღვნიშნე, შანსი იმისა, რომ ვინმე ამ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, თითქმის ნულის ტოლია. ვინც 2018 წელს ითხოვდა თავშესაფარს, მათგან თანხმობა მხოლოდ 0,2%-მა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევა ცალ-ცალკე განიხილებოდა. მე მოველი, რომ წელსაც თანხმობათა რაოდენობა ისეთივე დაბალი იქნება, როგორც გასულ წელს“, - განაცხადა საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა იან ბითნერმა.

2018 დეკემბრის მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 303, ხოლო იანვარში 534 იყო. ამასთან, გასულ წელს, გერმანიის ფედერაციისგან თავშესაფრის სტატუსი სულ 4 265-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც დადებითი პასუხი მხოლოდ 0,2%-მა მიიღო.

"მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის" - რას ამბობენ დასაქმების სააგენტოში გერმანიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე

"საგანგაშო და გაუსაძლისია მათი საცხოვრებელი პირობები, ვერ იღებენ დაპირებულ ხელფასს" - პროფკავშირები გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე

მეოთხედ ჩაშლილი აუქციონი - "რიყის დოქები"  50%-იანი ფასდაკლების მიუხედავად, ისევ ვერ გაიყიდა