მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შილა ნა გიგ - რა დატვირთვა ჰქონდა შიშველი ქალის ეროტიკულ გამოსახულებას დიდი ბრიტანეთის ტაძრებზე შუა საუკუნეებში
შილა ნა გიგ - რა დატვირთვა ჰქონდა შიშველი ქალის ეროტიკულ გამოსახულებას დიდი ბრიტანეთის ტაძრებზე შუა საუკუნეებში

უკვე რამ­დე­ნი­მე ას­წლე­უ­ლია, რაც ინ­გლი­სის ეკ­ლე­სი­ე­ბის მრევლს შიშ­ვე­ლი ქა­ლე­ბის გრო­ტეს­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა თრგუ­ნავს, მაგ­რამ ვის მიერ და, რაც მთა­ვა­რია, რა­ტომ შე­იქ­მნა აღ­ნიშ­ნუ­ლი სკულპ­ტუ­რე­ბი, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტაძ­რე­ბის კედ­ლებ­ზე, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, გა­უ­გე­ბა­რია. 1992 წელს ბრი­ტა­ნელ­მა მომ­ღე­რალ­მა პი ჯეი ჰარ­ვიმ გა­მო­უშ­ვა ალ­ბო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით Dry, რო­მელ­შიც ერთ-ერთი სიმ­ღე­რის სი­ტყვე­ბი დახ­ლო­ე­ბით ასე ჟღერ­და:

"შე­ხე­დე ჩემს გა­ნი­ერ თე­ძო­ებს, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია შვი­ლის გა­ჩე­ნის­თვის, შე­ხე­დე ჩემს ტუ­ჩებს, წი­თელს, რო­გორც ლა­ლი­ში­ლა ნა გიგ, შილა ნა გიგ, შენ უბ­რა­ლოდ ექსგი­ბი­ცი­ო­ნის­ტი ხარ!"

მაგ­რამ თუ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის როკ მუ­სი­კის მხურ­ვა­ლე ფანი არ ხართ და არც ნორ­მა­ნუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რის მცოდ­ნედ მი­იჩ­ნევთ თავს, მა­შინ თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შილა ნა გიგ-ის შე­სა­ხებ არც კი გსმე­ნი­ათ. ირ­ლან­დი­უ­რი "ენი­დან შილა ნა გიგ-ის" ზუს­ტი თარ­გმა­ნი ასე ჟღერს: "ის შილა, რო­მელ­საც მკერ­დი აქვს". იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ხე­ლი ში­ლას ინ­გლი­სუ­რი ვერ­სია ჯუ­ლია ან იუ­ლი­აა, მა­შინ უფრო თა­ვი­სუ­ფალ თარ­გმან­ში ამ სკულპ­ტუ­რე­ბის კრე­ბი­თი სა­ხე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს "ჯუ­ლია მკერ­დით".

ქა­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს ხე­ლით აფარ­თო­ვებს, უკვე ათას­წლე­ულ­ზე მე­ტია, რაც მნახ­ველ­ში კი­თხვებს აჩენს, ის სირ­ცხვილ­სა და, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, მრის­ხა­ნე­ბა­საც კი იწ­ვევს. მრევ­ლი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ან ნამ­დვი­ლად ვერ ამ­ჩნე­ვენ ამ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს, ან მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლო­ბენ მათ იგ­ნო­რი­რე­ბას.

20 წლის წინ, პირ­ვე­ლად შიშ­ვე­ლი ქა­ლის სკულპ­ტუ­რე­ბი თვალ­ში მოხ­ვდა უელ­სელ მკვლე­ვარს, ჯონ ჰარ­დინგს და მას შემ­დეგ ის ყო­ველ­დღი­უ­რად ეძებს გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი ნა­ტუ­რის სულ უფრო მეტ წარ­მო­მად­გე­ნელს. პირ­ვე­ლი შილა ნა გიგი მან 1998 წელს შროპ­ში­რის საგ­რა­ფოს ერთ-ერთ ეკ­ლე­სი­ა­ში ნახა. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მკვლე­ვარ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ინ­ტერ­ნე­ტის დახ­მა­რე­ბით სცა­და, თუმ­ცა მცდე­ლო­ბამ წა­რუ­მა­ტებ­ლად ჩა­ი­ა­რა, ამის შემ­დეგ მან გა­და­წყვი­ტა ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში თა­ვად გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შილა ნა გიგ­ზე და უკვე დღის ბო­ლოს­თვის მისი სა­ფოს­ტო ყუთი სავ­სე იყო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით იმის შე­სა­ხებ, თუ სად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი ქვის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ნახ­ვა.

"ეს სკულპ­ტუ­რე­ბი ისე­თი იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა არ არის, რო­გორც იეტი, მაგ­რამ არც იმის თქმა შე­იძ­ლე­ბა, რომ ისი­ნი ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გვხვდე­ბა. ისი­ნი ჯგუ­ფე­ბად არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. შროპ­შირ­ში მა­გა­ლი­თად ყვე­ლა შილა ნა გიგი ერ­თმა­ნე­თის­გან და­ახ­ლო­ე­ბით 16 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით არის გან­თავ­სე­ბუ­ლი, ამას­თა­ნა­ვე არც ერთი მათ­გა­ნი არ ჰგავს და­ნარ­ჩენს. ერ­თა­დერ­თი, რაც მათ აერ­თი­ა­ნებს, უხე­შად რომ ვთქვათ, არის ის, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი შიშ­ვე­ლი ქა­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა", - ამ­ბობს ჯონ ჰარ­დინ­გი.

ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შინა ნა გიგი ირ­ლან­დი­ა­ში შეგ­ხვდე­ბათ, ბრი­ტა­ნე­თის სხვა ნა­წილ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა 60-ს შე­ად­გენს, თუმ­ცა მკვლე­ვა­რის თქმით, ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის პოვ­ნა. კი­თხვა­ზე - რა­ტომ გახ­და ქვის ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მა­ინც და მა­ინც ეკ­ლე­სი­ის მორ­თუ­ლო­ბა - ბრი­ტა­ნეთ­ში, ირ­ლან­დი­ა­ში, საფ­რან­გეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს სკულპ­ტუ­რე­ბი, რო­მე­ლი­ღაც წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ, სხვა ვერ­სი­ით - ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის თა­ვი­სე­ბურ სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გე­ნენ, მე­სა­მე ვერ­სი­ით კი, ისი­ნი რო­გორც გარ­გუ­ლი­ე­ბი, მო­წო­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ ბო­რო­ტე­ბის გან­სა­დევ­ნად.

ბრა­ზი­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ბარ­ბა­რა ფრე­ი­ტა­გი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სკულპ­ტუ­რე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი ქვის მთლე­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა იყო, რომ­ლებ­საც სურ­დათ ამ გზით ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლე­ბის­თვის მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცე­სი გა­ე­მარ­ტი­ვე­ბი­ნათ.

"რო­გორც წესი, შილა ნა გიგი გა­მო­სა­ხუ­ლია, ასე რომ ვთქვათ, მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცე­ში და მათი ვულ­ვა ისეთ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რო­გორ­შიც არის მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე, მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ან მას შემ­დეგ", - ამ­ბობს სპე­ცი­ა­ლის­ტი.

არის სხვა ვერ­სი­ე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ჯორ­ჯია რო­უდსი, რო­მელ­მაც და­წე­რა სტა­ტია "შილა ნა გიგ-ის გა­შიფვ­რა", ვა­რა­უ­დობს, რომ ეს "შიშ­ვე­ლი და მე­ლო­ტი" ქა­ლე­ბი მი­წის ქალღმერ­თს გა­მო­სა­ხა­ვენ. ჯონ ჰარ­დინ­გი კი მი­იჩ­ნევს, რომ ტაძ­რებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ეს სკულპ­ტუ­რე­ბი ადა­მი­ანს ვნე­ბის ცოდ­ვის­გან დაც­ვა­ში უნდა დახ­მა­რე­ბო­და.

"ში­ლე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ კა­რი­კა­ტუ­რუ­ლია და, სა­ერ­თო ჯამ­ში რომ ვთქვათ, არა­მიმ­ზიდ­ვე­ლი. მაგ­რამ ირ­ლან­დი­ა­ში ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სა­ზა­რე­ლიც კი არის და თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის შე­ში­ნე­ბა, - ჯონ ჰარ­დინ­გის გან­მარ­ტე­ბით, ერთ-ერთი მსგავ­სი ფი­გუ­რა პემ­ბრუკ­შირ­ში მო­ნას­ტრის კე­დელ­ზე არის ამოტვიფ­რუ­ლი, მისი ერ­თა­დერ­თი მა­ყუ­რებ­ლე­ბი ბე­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ამი­ტომ გა­სა­გე­ბია, რომ სა­უ­ბა­რი იყო ცოდ­ვა­ზე და არა ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კულტზე", - ამ­ბობს მკვლე­ვა­რი.

მკვლე­ვა­რის თქმით, ზო­გი­ერთ ტა­ძარ­ში ში­ლე­ბის თავ­ზე წვი­მის­გან დამ­ცა­ვე­ბიც კი არის და­მაგ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათ­და­მი ყველ­გან ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არის. მა­გა­ლი­თად, ესექსში, სო­ფელ ის­ტორპში შილა ზედ­მე­ტად უხამ­სად მი­იჩ­ნი­ეს სა­ეკ­ლე­სიო ინ­ტე­რი­ე­რის­თვის და ის მუ­ზე­უმს გა­დას­ცეს. ქვის ზო­გი­ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი მდი­ნა­რე­ებ­შიც არის ნა­პოვ­ნი, მათ ცე­ცხლის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბათ, მა­შინ, რო­დე­საც სხვე­ბი უბ­რა­ლოდ მოხ­სნეს, და­მა­ლეს ან გა­ა­ნად­გუ­რეს.

უნდა ით­ქვას, რომ მხო­ლოდ ში­ლე­ბი არ თრგუ­ნავ­დნენ მორ­წმუ­ნე­თა გრძნო­ბებს სა­კუ­თა­რი გრო­ტეს­კუ­ლი სი­შიშ­ვლით. ისეც ხდე­ბა, რომ ში­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს სექ­სუ­ა­ლუ­რი აღ­გზნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მო­სა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცის ფი­გუ­რე­ბიც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"უილ­ტშირ­ში, ქა­ლაქ და­ვა­ი­ზიზ­ში წმინ­და იო­ა­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში ისი­ნი სა­ერ­თოდ ერთ ქვა­ზე სხე­დან. ქა­ლის ფი­გუ­რა თა­ვი­სი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს, მა­შინ, რო­დე­საც მა­მა­კა­ცის ფი­გუ­რას ხელი პე­ნის­ზე უდევს", - ამ­ბობს მკვლე­ვა­რი ჯონ ჰარ­დინ­გი.

მსგავს ფი­გუ­რებს შო­რის მკვლე­ვა­რი კი­დევ ერთს გა­მო­არ­ჩევს, რო­მე­ლიც აკ­რო­ბა­ტულ ილეთს ას­რუ­ლებს ისე, რომ სა­ბო­ლო­ოდ სა­კუ­თარ პე­ნისს ტუ­ჩე­ბით ეხე­ბა. მკვლე­ვა­რის გან­მარ­ტე­ბით, მსგავს თა­მამ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არა­ერთ ტა­ძარ­ში შეხ­ვდე­ბით.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

შილა ნა გიგ - რა დატვირთვა ჰქონდა შიშველი ქალის ეროტიკულ გამოსახულებას დიდი ბრიტანეთის ტაძრებზე შუა საუკუნეებში

შილა ნა გიგ - რა დატვირთვა ჰქონდა შიშველი ქალის ეროტიკულ გამოსახულებას დიდი ბრიტანეთის ტაძრებზე შუა საუკუნეებში

უკვე რამდენიმე ასწლეულია, რაც ინგლისის ეკლესიების მრევლს შიშველი ქალების გროტესკული გამოსახულება თრგუნავს, მაგრამ ვის მიერ და, რაც მთავარია, რატომ შეიქმნა აღნიშნული სკულპტურები, რომელთა არსებობა ქრისტიანული ტაძრების კედლებზე, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებარია. 1992 წელს ბრიტანელმა მომღერალმა პი ჯეი ჰარვიმ გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Dry, რომელშიც ერთ-ერთი სიმღერის სიტყვები დახლოებით ასე ჟღერდა:

"შეხედე ჩემს განიერ თეძოებს, რომლებიც შექმნილია შვილის გაჩენისთვის, შეხედე ჩემს ტუჩებს, წითელს, როგორც ლალიშილა ნა გიგ, შილა ნა გიგ, შენ უბრალოდ ექსგიბიციონისტი ხარ!"

მაგრამ თუ მეოცე საუკუნის მიწურულის როკ მუსიკის მხურვალე ფანი არ ხართ და არც ნორმანული საეკლესიო არქიტექტურის მცოდნედ მიიჩნევთ თავს, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ შილა ნა გიგ-ის შესახებ არც კი გსმენიათ. ირლანდიური "ენიდან შილა ნა გიგ-ის" ზუსტი თარგმანი ასე ჟღერს: "ის შილა, რომელსაც მკერდი აქვს". იმის გათვალისწინებით, რომ სახელი შილას ინგლისური ვერსია ჯულია ან იულიაა, მაშინ უფრო თავისუფალ თარგმანში ამ სკულპტურების კრებითი სახელი შეიძლება იყოს "ჯულია მკერდით".

ქალის გამოსახულება, რომელიც სასქესო ორგანოს ხელით აფართოვებს, უკვე ათასწლეულზე მეტია, რაც მნახველში კითხვებს აჩენს, ის სირცხვილსა და, რიგ შემთხვევებში, მრისხანებასაც კი იწვევს. მრევლი და სასულიერო პირები ან ნამდვილად ვერ ამჩნევენ ამ გამოსახულებებს, ან მთელი ძალით ცდილობენ მათ იგნორირებას.

20 წლის წინ, პირველად შიშველი ქალის სკულპტურები თვალში მოხვდა უელსელ მკვლევარს, ჯონ ჰარდინგს და მას შემდეგ ის ყოველდღიურად ეძებს გაშიშვლებული ნატურის სულ უფრო მეტ წარმომადგენელს. პირველი შილა ნა გიგი მან 1998 წელს შროპშირის საგრაფოს ერთ-ერთ ეკლესიაში ნახა. დაინტერესებულმა მკვლევარმა ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის დახმარებით სცადა, თუმცა მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა, ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ინტერნეტ-სივრცეში თავად განეთავსებინა გარკვეული ინფორმაცია შილა ნა გიგზე და უკვე დღის ბოლოსთვის მისი საფოსტო ყუთი სავსე იყო შეტყობინებებით იმის შესახებ, თუ სად იყო შესაძლებელი ქვის ქალბატონების ნახვა.

"ეს სკულპტურები ისეთი იშვიათი მოვლენა არ არის, როგორც იეტი, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ისინი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ისინი ჯგუფებად არის განთავსებული. შროპშირში მაგალითად ყველა შილა ნა გიგი ერთმანეთისგან დაახლოებით 16 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, ამასთანავე არც ერთი მათგანი არ ჰგავს დანარჩენს. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებს, უხეშად რომ ვთქვათ, არის ის, რომ ყველა მათგანი შიშველი ქალის გამოსახულებაა", - ამბობს ჯონ ჰარდინგი.

ყველაზე დიდი რაოდენობით შინა ნა გიგი ირლანდიაში შეგხვდებათ, ბრიტანეთის სხვა ნაწილში მათი რაოდენობა 60-ს შეადგენს, თუმცა მკვლევარის თქმით, ჯერ კიდევ შესაძლებელია ახალი გამოსახულების პოვნა. კითხვაზე - რატომ გახდა ქვის ეს გამოსახულება მაინც და მაინც ეკლესიის მორთულობა - ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ცალსახა პასუხი არ არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სკულპტურები, რომელიღაც წარმართულ ღვთაებას გამოხატავენ, სხვა ვერსიით - ნაყოფიერების თავისებურ სიმბოლოს წარმოადგენენ, მესამე ვერსიით კი, ისინი როგორც გარგულიები, მოწოდებულნი იყვნენ ბოროტების განსადევნად.

ბრაზილიელი სპეციალისტი ბარბარა ფრეიტაგი მიიჩნევს, რომ ეს სკულპტურები ადგილობრივი ქვის მთლელების შემოქმედება იყო, რომლებსაც სურდათ ამ გზით ადგილობრივი ქალებისთვის მშობიარობის პროცესი გაემარტივებინათ.

"როგორც წესი, შილა ნა გიგი გამოსახულია, ასე რომ ვთქვათ, მშობიარობის პროცეში და მათი ვულვა ისეთ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაშია, როგორშიც არის მშობიარობამდე, მშობიარობისას ან მას შემდეგ", - ამბობს სპეციალისტი.

არის სხვა ვერსიებიც, მაგალითად, ჯორჯია როუდსი, რომელმაც დაწერა სტატია "შილა ნა გიგ-ის გაშიფვრა", ვარაუდობს, რომ ეს "შიშველი და მელოტი" ქალები მიწის ქალღმერთს გამოსახავენ. ჯონ ჰარდინგი კი მიიჩნევს, რომ ტაძრებზე გამოსახული ეს სკულპტურები ადამიანს ვნების ცოდვისგან დაცვაში უნდა დახმარებოდა.

"შილები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კარიკატურულია და, საერთო ჯამში რომ ვთქვათ, არამიმზიდველი. მაგრამ ირლანდიაში ზოგიერთი მათგანი საზარელიც კი არის და თავისუფლად შეუძლია ადამიანის შეშინება, - ჯონ ჰარდინგის განმარტებით, ერთ-ერთი მსგავსი ფიგურა პემბრუკშირში მონასტრის კედელზე არის ამოტვიფრული, მისი ერთადერთი მაყურებლები ბერები შეიძლება ყოფილიყვნენ ამიტომ გასაგებია, რომ საუბარი იყო ცოდვაზე და არა ნაყოფიერების კულტზე", - ამბობს მკვლევარი.

მკვლევარის თქმით, ზოგიერთ ტაძარში შილების თავზე წვიმისგან დამცავებიც კი არის დამაგრებული, თუმცა მათდამი ყველგან ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის. მაგალითად, ესექსში, სოფელ ისტორპში შილა ზედმეტად უხამსად მიიჩნიეს საეკლესიო ინტერიერისთვის და ის მუზეუმს გადასცეს. ქვის ზოგიერთი ქალბატონი მდინარეებშიც არის ნაპოვნი, მათ ცეცხლის კვალი აღენიშნებათ, მაშინ, როდესაც სხვები უბრალოდ მოხსნეს, დამალეს ან გაანადგურეს.

უნდა ითქვას, რომ მხოლოდ შილები არ თრგუნავდნენ მორწმუნეთა გრძნობებს საკუთარი გროტესკული სიშიშვლით. ისეც ხდება, რომ შილების სიახლოვეს სექსუალური აღგზნების მდგომარეობაში გამოსახული მამაკაცის ფიგურებიც არის წარმოდგენილი.

"უილტშირში, ქალაქ დავაიზიზში წმინდა იოანის ეკლესიაში ისინი საერთოდ ერთ ქვაზე სხედან. ქალის ფიგურა თავისი სასქესო ორგანოს დემონსტრირებას ახდენს, მაშინ, როდესაც მამაკაცის ფიგურას ხელი პენისზე უდევს", - ამბობს მკვლევარი ჯონ ჰარდინგი.

მსგავს ფიგურებს შორის მკვლევარი კიდევ ერთს გამოარჩევს, რომელიც აკრობატულ ილეთს ასრულებს ისე, რომ საბოლოოდ საკუთარ პენისს ტუჩებით ეხება. მკვლევარის განმარტებით, მსგავს თამამ გამოსახულებებს ქვეყნის მასშტაბით არაერთ ტაძარში შეხვდებით.

წყარო

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე