სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ISIS-ს გოგონას საქმე" - რა ბედი ეწევა ბანგლადეშელ შამიმს?
"ISIS-ს გოგონას საქმე" - რა ბედი ეწევა ბანგლადეშელ შამიმს?

"ISIS-ს გო­გო­ნას საქ­მე" - ასე უწო­დე­ბენ შა­მი­მა ბე­გუ­მის ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა-არ­დაბ­რუ­ნე­ბის თე­მას, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, გა­ურ­კვე­ვე­ლია. გო­გო­ნა 15 წლის იყო, რო­დე­საც დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წევ­რებ­თან ერ­თად სი­რი­ა­ში გა­იქ­ცა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მას არც ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას და არც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას აძ­ლე­ვენ, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ეს შე­ზღუდ­ვა ბან­გლა­დე­შის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე არ აი­სა­ხოს. ცნო­ბის­თვის, შა­მი­მა ბე­გუ­მის ოჯა­ხი წარ­მო­შო­ბით ბან­გლა­დე­ში­დან არის. ისი­ნი წლე­ბია ლონ­დონ­ში ცხოვ­რო­ბენ. თა­ვად შა­მი­მა კი 2015 წელს მშობ­ლე­ბის სახ­ლი­დან, ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად, სი­რი­ა­ში გა­ი­პა­რა.

bbc.com-ის ცნო­ბით, შა­მი­მა სი­რი­ა­ში ჯი­ჰა­დისტზე გა­ა­თხო­ვეს, რო­მე­ლიც ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სი­რი­ა­ში ტყვედ ჩა­ვარ­და.

თა­ვად გო­გო­ნას ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი, კა­დი­ზა სი­რი­ის და­ბომბვი­სას და­ი­ღუ­პა, დღემ­დე უც­ნო­ბია, რა ბედი ეწია მე­ო­რეს, ამირს. შა­მი­მამ სი­რი­ა­ში ორი შვი­ლი და­კარ­გა, ახლა კი ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში მე­სა­მე შვილ­ზე იმ­შო­ბი­ა­რა და ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ლონ­დონდში დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვს. თუმ­ცა, ITV News-მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის შს სა­მი­ნიტ­როს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შა­მი­მა ბე­გუ­მი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას კარ­გავს. გო­გო­ნას ად­ვო­კა­ტის ცნო­ბით, მას უფ­ლე­ბა აქვს წე­რი­ლი გა­ა­სა­ჩივ­როს.

"მე ვნა­ნობ ყვე­ლა­ფერს, რაც ჩა­ვი­დი­ნე... გთხოვთ, ნუ მკრავთ ხელს. მე ვა­ღი­ა­რებ, რომ "სი­რი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა" და მისი პრო­პა­გან­დის გავ­ლე­ნის ქვეშ ვი­ყა­ვით, ჩემს შვილს სტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო სჭირ­დე­ბა. საკ­მა­ი­რი­სად და­ვი­ტან­ჯე, ბოლო ხა­ნებ­ში ის­ლა­მურ სო­ფელ­ში ისე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და, გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და, ჩემი ორი შვი­ლი გა­უკრვე­ვე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით და­ი­ღუპ­ნენ და ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი იქ უამ­რა­ვი იყო", - ამ­ბობს ის bbc.com-თან სა­უ­ბარ­ში.

ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სის ერთი ნა­წი­ლი ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, ლო­ი­ა­ლუ­რი იყოს გო­გო­ნას მი­მართ, მით უფრო, რომ ის ნა­ნობს თა­ვის და­ნა­შა­ულს. თუმ­ცა, სხვე­ბის პო­ზი­ცი­ით, ის ჯერ კი­დევ ISIS-ის იდე­ო­ლო­გი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

"გას­გე­ბია, რომ 15 წლის გო­გო­ნა ISIS-ს მსხვერ­პლი გახ­და, მაგ­რამ ის უკვე 19 წლის არის, "მისი აზ­როვ­ნე­ბა ჯი­ჰა­დის­ტე­ბის მი­ე­რაა ფორ­მი­რე­ბუ­ლი" და ახლა თა­ვის ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხი უნდა აგოს, მით უფრო, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში მკა­ფოდ ამ­ბობს - ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბი "სი­რი­ის სა­ხელ­მწი­ფოს" გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ერ­თგვა­რი პა­სუ­ხია", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, დიდი ბრი­ტა­ნე­თის შს მი­ნის­ტრმა სა­ჯიდ ჯა­ვიშ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ვის, ვი­საც ISIS-ს თან კავ­ში­რი ჰქონ­და და, მით უფრო, სი­რი­ა­ში მათ რი­გე­ში იბ­რძო­და, ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი არ აქვს.

მი­სი­ვე თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბით, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე­ებს, ვინც ტე­რო­რის­ტთა რი­გებ­ში იბ­რძო­და და მათ­თან კავ­ში­რი ჰქონ­და, ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ჩა­მო­არ­თმე­ვენ.

ვიდ­რე შა­მიმ ბე­გუმს ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­წყდე­ბა, მისი შვი­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მო­ქა­ლა­ქედ ით­ვლე­ბა. "თა­ვად შა­მი­მის გან­ცხა­დე­ბით, მას ბან­გლა­დე­შუ­რი ფეს­ვე­ბი აქვს, მაგ­რამ იქა­უ­რი პას­პორ­ტი არ აქვს და წი­ნაპ­რის ქვე­ყა­ნა­ში არც არას­დროს ყო­ფი­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, იქ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლიც არ აქვს", - წერს გა­მო­ცე­მა.

რო­გორც ჩანს, შა­მი­მი დიდ­ხანს იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის გან­სჯის სა­გა­ნი და მისი ბე­დის გარ­შე­მო კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა კა­მა­თი, რად­გან მისი ად­ვო­კა­ტი და მშობ­ლე­ბი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ის გა­სა­ჩი­რე­ბას აპი­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ბან­გლა­დეშ­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

ცნო­ბის­თვის, გა­სულ წლებ­ში სი­რი­ა­ში, ტე­რო­რის­ტთა რი­გებ­ში 5 ათას­ზე მეტი ევ­რო­პუ­ლი პას­პორ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და სა­ომ­რად. მათი უმე­ტე­სო­ბა უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ან და­ღუ­პუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ISIS-ს გოგონას საქმე" - რა ბედი ეწევა ბანგლადეშელ შამიმს?

"ISIS-ს გოგონას საქმე" - რა ბედი ეწევა ბანგლადეშელ შამიმს?

"ISIS-ს გოგონას საქმე" - ასე უწოდებენ შამიმა ბეგუმის ბრიტანეთში დაბრუნება-არდაბრუნების თემას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, გაურკვეველია. გოგონა 15 წლის იყო, როდესაც დიდი ბრიტანეთიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებთან ერთად სირიაში გაიქცა.

ბოლო მონაცემებით, მას არც ბრიტანეთში დაბრუნების უფლებას და არც მოქალაქეობას აძლევენ, თუმცა შესაძლოა, ეს შეზღუდვა ბანგლადეშის მოქალაქეობის მიღებაზე არ აისახოს. ცნობისთვის, შამიმა ბეგუმის ოჯახი წარმოშობით ბანგლადეშიდან არის. ისინი წლებია ლონდონში ცხოვრობენ. თავად შამიმა კი 2015 წელს მშობლების სახლიდან, ორ მეგობართან ერთად, სირიაში გაიპარა.

bbc.com-ის ცნობით, შამიმა სირიაში ჯიჰადისტზე გაათხოვეს, რომელიც ბოლო მონაცემებით, რამდენიმე კვირის წინ სირიაში ტყვედ ჩავარდა.

თავად გოგონას ერთ-ერთი მეგობარი, კადიზა სირიის დაბომბვისას დაიღუპა, დღემდე უცნობია, რა ბედი ეწია მეორეს, ამირს. შამიმამ სირიაში ორი შვილი დაკარგა, ახლა კი ლტოლვილთა ბანაკში მესამე შვილზე იმშობიარა და ბრიტანეთის ხელისუფლებას ლონდონდში დაბრუნებას სთხოვს. თუმცა, ITV News-მა დიდი ბრიტანეთის შს სამინიტროს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, შამიმა ბეგუმი მოქალაქეობას კარგავს. გოგონას ადვოკატის ცნობით, მას უფლება აქვს წერილი გაასაჩივროს.

"მე ვნანობ ყველაფერს, რაც ჩავიდინე... გთხოვთ, ნუ მკრავთ ხელს. მე ვაღიარებ, რომ "სირიული სახელმწიფოსა" და მისი პროპაგანდის გავლენის ქვეშ ვიყავით, ჩემს შვილს სტაბილური გარემო სჭირდება. საკმაირისად დავიტანჯე, ბოლო ხანებში ისლამურ სოფელში ისეთი ამბები ხდებოდა, გახსენებაც არ მინდა, ჩემი ორი შვილი გაუკრვეველი დაავადებებით დაიღუპნენ და ასეთი შემთხვევები იქ უამრავი იყო", - ამბობს ის bbc.com-თან საუბარში.

ბრიტანული პრესის ერთი ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, ლოიალური იყოს გოგონას მიმართ, მით უფრო, რომ ის ნანობს თავის დანაშაულს. თუმცა, სხვების პოზიციით, ის ჯერ კიდევ ISIS-ის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იმყოფება.

"გასგებია, რომ 15 წლის გოგონა ISIS-ს მსხვერპლი გახდა, მაგრამ ის უკვე 19 წლის არის, "მისი აზროვნება ჯიჰადისტების მიერაა ფორმირებული" და ახლა თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს, მით უფრო, რომ ინტერვიუებში მკაფოდ ამბობს - ევროპასა და ამერიკაში მომხდარი ტერაქტები "სირიის სახელმწიფოს" განადგურებაზე ერთგვარი პასუხია", - წერს ადგილობრივი პრესა.

რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის შს მინისტრმა საჯიდ ჯავიშმა განაცხადა, რომ არავის, ვისაც ISIS-ს თან კავშირი ჰქონდა და, მით უფრო, სირიაში მათ რიგეში იბრძოდა, ბრიტანეთში დაბრუნების შანსი არ აქვს.

მისივე თქმით, ადგილობრივი მონაცემებით, ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს, ვინც ტერორისტთა რიგებში იბრძოდა და მათთან კავშირი ჰქონდა, ბრიტანეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.

ვიდრე შამიმ ბეგუმს ბრიტანეთის მოქალაქეობა შეუწყდება, მისი შვილიც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქედ ითვლება. "თავად შამიმის განცხადებით, მას ბანგლადეშური ფესვები აქვს, მაგრამ იქაური პასპორტი არ აქვს და წინაპრის ქვეყანაში არც არასდროს ყოფილა, შესაბამისად, იქ დაბრუნების სურვილიც არ აქვს", - წერს გამოცემა.

როგორც ჩანს, შამიმი დიდხანს იქნება საერთაშორისო მედიის განსჯის საგანი და მისი ბედის გარშემო კიდევ დიდხანს იქნება კამათი, რადგან მისი ადვოკატი და მშობლები ბრიტანეთის ხელისუფლების პოზიციის გასაჩირებას აპირებენ და ამბობენ, რომ ბანგლადეშში არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდებიან.

ცნობისთვის, გასულ წლებში სირიაში, ტერორისტთა რიგებში 5 ათასზე მეტი ევროპული პასპორტის მქონე ადამიანი წავიდა საომრად. მათი უმეტესობა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან დაღუპულად მიიჩნევა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე