სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეგეშიძემ თვალებში შეხედა დათუნაშვილს და მოინანია" - რა შედეგით დასრულდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა
"გეგეშიძემ თვალებში შეხედა დათუნაშვილს და მოინანია" - რა შედეგით დასრულდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა

გეგა გე­გე­ში­ძემ თვა­ლებ­ში შე­ხე­და ზურა და­თუ­ნაშ­ვილს და მო­ი­ნა­ნია, ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, -ამის შე­სა­ხებ ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე -პრე­ზი­დენ­ტმა ედი­შერ მა­ჩა­ი­ძემ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დი­უ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ედი­შერ მა­ჩა­ი­ძის თქმით, ზურა და­თუ­ნაშ­ვილს ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­უქ­მნეს იმის­თვის, რომ და­ფიქ­რდეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღოს.

"მო­რა­ლუ­რი მხა­რე, რო­მე­ლიც ზურა და­თუ­ნაშ­ვილს აწუ­ხებ­და, ეს იყო ბა­ტო­ნი გე­გას ის ქცე­ვა, რო­მე­ლიც მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია. გეგა გე­გე­ში­ძემ თვა­ლებ­ში შე­ხე­და ზუ­რას და მო­ი­ნა­ნია. მან თქვა, რომ რაც მოხ­და, არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო და ზურა და­თუ­ნაშ­ვილს უთხრა, რომ რად­გან ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტია, ალ­ბათ, მეტი მოთ­მი­ნე­ბა უნდა გა­მო­მე­ჩი­ნა. პი­რა­დად ზუ­რას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და. გეგა გეგ­ში­ძემ ზურა და­თუ­ნაშ­ვილს ჰკი­თხა: ახლა შენ თქვი შენი მხრი­დან რაც და­ა­შა­ვეო", - გა­ნა­ცხა­და მა­ჩა­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­პა­სუ­ხოდ ზურა და­თუ­ნაშ­ვილ­მა გეგა გე­გე­ში­ძეს გა­ნუ­ცხა­და, რომ მას მო­ძა­ლა­დე პრე­ზი­დენ­ტთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ შე­უძ­ლია. ედი­შერ მა­ჩა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მთა­ვა­რია, და­თუ­ნაშ­ვილ­მა ცხელ გულ­ზე ემო­ცი­ე­ბი შე­ი­კა­ვოს და ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას პა­სუ­ხი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ფიქ­რე­ბუ­ლად გას­ცეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მოდი თავ­ლებ­ში შეგ­ხე­დავ და გე­ტყვი - მე ვი­ნა­ნი­ებ რაც მოხ­დაო" - რა თქვეს და­თუ­ნაშ­ვილ­მა და გე­გე­ში­ძემ სხდო­მა­ზე და რა შეს­თა­ვა­ზა მო­ჭი­და­ვეს პრე­ზი­დი­უმ­მა?

სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ზურა და­თუ­ნაშ­ვილ­მაც და აღ­ნიშ­ნა, რომ გეგა გე­გე­ში­ძეს­თან ერ­თად ვერ იმუ­შა­ვებს.

"ვე­ტე­რა­ნე­ბი და პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რე­ბი სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ უნდა შევ­რიგ­დეთ, ერთი ოჯა­ხი ვართ, ამ შე­რი­გე­ბის შემ­დეგ კი არა­ვინ არ და­ი­ჩაგ­რე­ბა. ჩემი პო­ზი­ცია იყო ისე­თი, რომ მე ამ ადა­მი­ან­თან ვერ ვიქ­ნე­ბი. თუ ეს ადა­მი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტად უნ­დათ, იყოს მათი პრე­ზი­დენ­ტი. მე გა­მიშ­ვან. თუ არ გა­მიშ­ვე­ბენ, დამ­ბლო­კონ. ვე­ტე­რა­ნებ­მა და პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რებ­მა მით­რეს, რომ ეს უკვე მათ აღარ ეხე­ბათ და უნდა შე­ა­თან­ხმონ ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­თან, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­თან და პარ­ლა­მენ­ტთან. შე­ა­თან­ხმონ, მე ვე­ლო­დე­ბი. მე შე­რი­გე­ბას არ ვა­პი­რებ", - გა­ნა­ცხა­და და­თუ­ნაშ­ვილ­მა.

VIDEO: "თუ ეს ადა­მი­ა­ნი გინ­დათ პრე­ზი­დენ­ტად, იყოს თქვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი, მე გა­მიშ­ვით, ან დამ­ბლო­კეთ" - ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი გეგა გე­გე­ში­ძე­ზე

ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ა­ში დღეს პრე­ზი­დი­უ­მის სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რომ­ლის ერთ-ერთი გან­სა­ხილ­ვე­ლი თე­მაც 11 იან­ვარს მო­ჭი­და­ვე ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილ­სა და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ გეგა გე­გე­ში­ძეს შო­რის მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი იყო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გეგა გე­გე­ში­ძე, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, 11 იან­ვარს, მას­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ონს, ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით და­ა­კა­ვეს, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გეგა გე­გე­ში­ძე 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტიც შე­უ­ნარ­ჩუ­ნა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"გეგეშიძემ თვალებში შეხედა დათუნაშვილს და მოინანია" - რა შედეგით დასრულდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა

"გეგეშიძემ თვალებში შეხედა დათუნაშვილს და მოინანია" - რა შედეგით დასრულდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა

გეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურა დათუნაშვილს და მოინანია, ბოდიში მოუხადა, -ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე -პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ედიშერ მაჩაიძის თქმით, ზურა დათუნაშვილს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს.

"მორალური მხარე, რომელიც ზურა დათუნაშვილს აწუხებდა, ეს იყო ბატონი გეგას ის ქცევა, რომელიც მსჯელობის საგანია. გეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურას და მოინანია. მან თქვა, რომ რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო და ზურა დათუნაშვილს უთხრა, რომ რადგან ფედერაციის პრეზიდენტია, ალბათ, მეტი მოთმინება უნდა გამომეჩინა. პირადად ზურას ბოდიში მოუხადა. გეგა გეგშიძემ ზურა დათუნაშვილს ჰკითხა: ახლა შენ თქვი შენი მხრიდან რაც დააშავეო", - განაცხადა მაჩაიძემ.

მისივე თქმით, საპასუხოდ ზურა დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძეს განუცხადა, რომ მას მოძალადე პრეზიდენტთან თანამშრომლობა არ შეუძლია. ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, მთავარია, დათუნაშვილმა ცხელ გულზე ემოციები შეიკავოს და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას პასუხი მოგვიანებით დაფიქრებულად გასცეს.

იხილეთ ვიდეო: "მოდი თავლებში შეგხედავ და გეტყვი - მე ვინანიებ რაც მოხდაო" - რა თქვეს დათუნაშვილმა და გეგეშიძემ სხდომაზე და რა შესთავაზა მოჭიდავეს პრეზიდიუმმა?

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ზურა დათუნაშვილმაც და აღნიშნა, რომ გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს.

"ვეტერანები და პრეზიდიუმის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ, ამ შერიგების შემდეგ კი არავინ არ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ისეთი, რომ მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი. მე გამიშვან. თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ. ვეტერანებმა და პრეზიდიუმის წევრებმა მითრეს, რომ ეს უკვე მათ აღარ ეხებათ და უნდა შეათანხმონ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტის სამინისტროსთან და პარლამენტთან. შეათანხმონ, მე ველოდები. მე შერიგებას არ ვაპირებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

VIDEO: "თუ ეს ადამიანი გინდათ პრეზიდენტად, იყოს თქვენი პრეზიდენტი, მე გამიშვით, ან დამბლოკეთ" - ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძეზე

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დღეს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ