10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდანვე ტრაგიკული იღბალი დაჰყვა..." - ვინ იყო გოდერძის როლის შემსრულებელი ფილმში "ჯარისკაცის მამა"
"თავიდანვე ტრაგიკული იღბალი დაჰყვა..." - ვინ იყო გოდერძის როლის შემსრულებელი ფილმში "ჯარისკაცის მამა"

სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე და­ი­წყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც, მერე კი­ნო­რო­ლე­ბით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი იყო, როცა რეზო ჩხე­ი­ძის ფილმში "ჯა­რის­კა­ცის მამა" გო­დერ­ძი მა­ხა­რაშ­ვი­ლი ითა­მა­შა. ფილ­მებ­ში ეპი­ზო­დე­ბის გარ­და, რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი რო­ლიც გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

გია (გი­ჟუ­რი) კო­ბა­ხი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი გახ­ლდათ. წო­დე­ბის მი­სა­ღე­ბად არა­ვინ შე­უ­წუ­ხე­ბია, ამა­ზე არც ფიქ­რობ­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვი­სი ქვეყ­ნის ბედ­ზე შეს­ტკი­ო­და გული. მსა­ხი­ობს თა­ვი­დან­ვე ტრა­გი­კუ­ლი იღ­ბა­ლი დაჰ­ყვა. 16 წლის იყო, როცა მა­მა­მი­სი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის სტა­ლი­ნის­ტი იყო და ბე­ლა­დის კულ­ტის დაგ­მო­ბას შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა.

გია კო­ბა­ხი­ძის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც არ აე­წყო... მისი დაკ­რძალ­ვის დღეს რეზო ჩხე­ი­ძეს და­ნა­ნე­ბით უთ­ქვამს: ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი კაცი იყო და ვერ ვუ­პატ­რო­ნე­თო...

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჟურ­ნალ "გზა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"პა­ტა­რა გია ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო. ამ­ბობ­დნენ, - ოი, რა გიჟი ბი­ჭი­აო... გი­ჟია, გიჟი და გი­ჟუ­რიც ამი­ტომ შე­ვარ­ქვით. კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის უბა­ნი იყო სოფ­ლის შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას, ისი­ნი სერ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. ძმე­ბის მამა, პარ­ტი­უ­ლი მუ­შა­კი - რა­ი­აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რე, ზეს­ტა­ფონ­ში მუ­შა­ობ­და. ოჯახს რო­დი­ნა­ულ­ში დიდი მი­წე­ბი და კარ­გი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და..."

"ახო­ვა­ნი, წარ­მო­სა­დე­გი და ლა­მა­ზი გია ერთი ერ­თში მსა­ხი­ობ გრე­გო­რი პეკს ჰგავ­და. ასე­თი მსგავ­სე­ბა იშ­ვი­ა­თია. წარ­მო­სა­დე­გი გა­რეგ­ნო­ბი­სა იყ­ვნენ მისი ძმე­ბიც. გია უმ­ცრო­სი იყო. ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან ვიცი მა­გა­თი ბი­ძის ამ­ბა­ვი. ის ულა­მა­ზე­სი, ახო­ვა­ნი და ძლი­ე­რი კაცი ყო­ფი­ლა. ერთხელ ტყე­ში დიდი მორი მო­უჭ­რია და მარ­ტოს აუ­წე­ვია. ეტყო­ბა, რა­ღაც და­უ­ზი­ან­და ან ინ­ფარ­ქტი მი­ი­ღო, ცო­ტა­ხანს ჩაწ­ვა და ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა.

აქე­დან იწყე­ბა მათი ოჯა­ხის ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბე­ბი. შუ­ა­თა­ნა ძმა რუ­ბე­ნი სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ და­ი­ჭი­რეს. მა­ტა­რე­ბელ­ში ძარ­ცვა მოხ­და, ამ ფაქტთან ბიჭს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და, მაგ­რამ მგზავ­რობ­და მა­ტა­რებ­ლის იმ ვა­გონ­ში და მძარ­ცვე­ლებს ისიც მი­ა­ყო­ლეს. ცი­ხე­ში 10 წელი გა­ა­ტა­რა..."

"გიას დედა თით­ქმის ას წელს მიღ­წე­უ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მა­მი­სი კი 1957 წელს მოკ­ლეს. უპა­ტი­ოს­ნე­სი და რა­ი­ონ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი კაცი იყო. გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვინ­მეს შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით მო­ეკ­ლა, არც გა­ძარ­ცვუ­ლი ყო­ფი­ლა. რა­ი­ო­ნი­დან სო­ფელ­ში მი­დი­ო­და, მდი­ნა­რის პი­რას იპო­ვეს სას­ტი­კად ნა­ცე­მი. ვე­რა­ფე­რი გა­ი­გეს და არც არა­ვინ და­უ­ჭე­რი­ათ. გა­დის დრო, უკვე ჩემი ოჯა­ხი მაქვს და შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ ვი­ტა­ლი (უფ­რო­სი ძმა) და გია და­ი­ჭი­რეს..."

"მსა­ხი­ობს იცით, რა კლავს? რო­ლე­ბის ნოს­ტალ­გია... გიამ ბოლო წლებ­ში ლექ­სე­ბის წერა და­ი­წყო. სხვა­თა შო­რის, კო­ბა­ხი­ძე­ებს პო­ე­ტუ­რი ნიჭი აქვთ, დე­ი­და­ჩე­მიც წერ­და. გიამ ბო­ლოს რომ და­მი­რე­კა, მი­თხრა: ლექ­სე­ბის კრე­ბულს გა­მო­გიგ­ზავ­ნი, არა ვარ კარ­გა­დო. მო­მე­წო­ნა, სიმ­პა­თი­უ­რი ლექ­სე­ბია. ერთი ლექ­სის ტა­ე­პე­ბის პირ­ვე­ლი ასო­ე­ბის­გან, ქე­თე­ვა­ნი ამო­ვი­კი­თხე და მე­სი­ა­მოვ­ნა. ფილ­მებს მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ყო­ველ­თვის გულ­და­წყვე­ტით ვუ­ყუ­რებ..."

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იგორი
2

რა დასანანია აქამდე არ ვიცოდი გოდერძის როლის შემსრულებლის ვინაობა. არა და მთელი ფილმი იმაზეა აგებული აგერ ნახავს თავის შვილს გიორგი ბოლოს მომაკვდავ შვილს ჩახუტებული მამა საზარელი სანახავია ახლაც ცრემლი მომადგა ამ სტრიქონებს რომ ვწერ. ვინ იცის ქართველმა ხალხმა რამდენჯერ დაიტირა ეს სანაქებო ვაჟკაცი. ნათელი დაადგეს მის ვაჟკაცურ და სპეტსკ სულს. არ დავკარგოთ ასეთი ადამიანი. განა რამდენი ვართ ქართველები. უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეთ.

 

ბელა
1

უფრო ვრცლად დაწერეიცოდეს ხალხმა ვინ და რანი იყვნენ ეს საუკეთესო ადამიანები..

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"თავიდანვე ტრაგიკული იღბალი დაჰყვა..." - ვინ იყო გოდერძის როლის შემსრულებელი ფილმში "ჯარისკაცის მამა"

"თავიდანვე ტრაგიკული იღბალი დაჰყვა..." - ვინ იყო გოდერძის როლის შემსრულებელი ფილმში "ჯარისკაცის მამა"

სამსახიობო კარიერა თეატრის სცენაზე დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც, მერე კინოროლებით გახდა პოპულარული. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა რეზო ჩხეიძის ფილმში "ჯარისკაცის მამა" გოდერძი მახარაშვილი ითამაშა. ფილმებში ეპიზოდების გარდა, რამდენიმე მთავარი როლიც განასახიერა.

გია (გიჟური) კობახიძე საქართველოს დამსახურებული არტისტი გახლდათ. წოდების მისაღებად არავინ შეუწუხებია, ამაზე არც ფიქრობდა. ყველაზე მეტად თავისი ქვეყნის ბედზე შესტკიოდა გული. მსახიობს თავიდანვე ტრაგიკული იღბალი დაჰყვა. 16 წლის იყო, როცა მამამისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ამბობენ, ის სტალინისტი იყო და ბელადის კულტის დაგმობას შეეწინააღმდეგა.

გია კობახიძის პირადი ცხოვრებაც არ აეწყო... მისი დაკრძალვის დღეს რეზო ჩხეიძეს დანანებით უთქვამს: ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და ვერ ვუპატრონეთო...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"პატარა გია ძალიან ცელქი იყო. ამბობდნენ, - ოი, რა გიჟი ბიჭიაო... გიჟია, გიჟი და გიჟურიც ამიტომ შევარქვით. კობახიძეების უბანი იყო სოფლის შემაღლებულ ადგილას, ისინი სერზე ცხოვრობდნენ. ძმების მამა, პარტიული მუშაკი - რაიაღმასკომის თავმჯდომარე, ზესტაფონში მუშაობდა. ოჯახს როდინაულში დიდი მიწები და კარგი მატერიალური მდგომარეობა ჰქონდა..."

"ახოვანი, წარმოსადეგი და ლამაზი გია ერთი ერთში მსახიობ გრეგორი პეკს ჰგავდა. ასეთი მსგავსება იშვიათია. წარმოსადეგი გარეგნობისა იყვნენ მისი ძმებიც. გია უმცროსი იყო. ბებიაჩემისგან ვიცი მაგათი ბიძის ამბავი. ის ულამაზესი, ახოვანი და ძლიერი კაცი ყოფილა. ერთხელ ტყეში დიდი მორი მოუჭრია და მარტოს აუწევია. ეტყობა, რაღაც დაუზიანდა ან ინფარქტი მიიღო, ცოტახანს ჩაწვა და ახალგაზრდა გარდაიცვალა.

აქედან იწყება მათი ოჯახის ტრაგიკული ამბები. შუათანა ძმა რუბენი სრულიად უმიზეზოდ დაიჭირეს. მატარებელში ძარცვა მოხდა, ამ ფაქტთან ბიჭს არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ მგზავრობდა მატარებლის იმ ვაგონში და მძარცველებს ისიც მიაყოლეს. ციხეში 10 წელი გაატარა..."

"გიას დედა თითქმის ას წელს მიღწეული გარდაიცვალა, მამამისი კი 1957 წელს მოკლეს. უპატიოსნესი და რაიონში გამორჩეული კაცი იყო. გამორიცხულია, ვინმეს შურისძიების მიზნით მოეკლა, არც გაძარცვული ყოფილა. რაიონიდან სოფელში მიდიოდა, მდინარის პირას იპოვეს სასტიკად ნაცემი. ვერაფერი გაიგეს და არც არავინ დაუჭერიათ. გადის დრო, უკვე ჩემი ოჯახი მაქვს და შემომითვალეს, რომ ვიტალი (უფროსი ძმა) და გია დაიჭირეს..."

"მსახიობს იცით, რა კლავს? როლების ნოსტალგია... გიამ ბოლო წლებში ლექსების წერა დაიწყო. სხვათა შორის, კობახიძეებს პოეტური ნიჭი აქვთ, დეიდაჩემიც წერდა. გიამ ბოლოს რომ დამირეკა, მითხრა: ლექსების კრებულს გამოგიგზავნი, არა ვარ კარგადო. მომეწონა, სიმპათიური ლექსებია. ერთი ლექსის ტაეპების პირველი ასოებისგან, ქეთევანი ამოვიკითხე და მესიამოვნა. ფილმებს მისი მონაწილეობით ყოველთვის გულდაწყვეტით ვუყურებ..."