სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეგეშიძე მოძალადეა!" - აქცია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით
"გეგეშიძე მოძალადეა!" - აქცია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ას­თან მო­ჭი­და­ვე ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ, სა­დაც ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დი­უ­მის სხდო­მაა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა გეგა გე­გე­ში­ძემ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ტო­ვოს თა­ნამ­დე­ბო­ბა, რად­გან ის არის მო­ძა­ლა­დე და მო­ძა­ლა­დის ად­გი­ლი ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის სა­თა­ვე­ში არ არის. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თან აქვთ პლა­კა­ტე­ბი წარ­წე­რე­ბით: "გე­გე­ში­ძე მო­ძა­ლა­დეა"; "ხვალ მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დე შენ!"; "ხელ­ფასს გიხ­დით ჩვენ!" და ა.შ.

პრო­ტესტს „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია შე­უ­ერ­თდა.

"მე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, გა­მიჩ­ნდა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა, რო­დე­საც წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი უპი­რის­პირ­დე­ბა ძა­ლა­დობ­რივ სის­ტე­მას. ის იმა­ზე კი არ ფიქ­რობს, კა­რი­ე­რის­თვის რა იქ­ნე­ბა კარ­გი, არა­მედ უბ­რა­ლოდ არ მო­ით­მი­ნა ის ძა­ლა­დო­ბა, უსა­მარ­თლო­ბა და კო­რუფ­ცია, რო­მე­ლიც ფე­დე­რა­ცი­ა­ში ხდე­ბა.

ჩვენ აქ ვხე­დავთ ძა­ლი­ან დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პრობ­ლე­მას, რო­დე­საც თა­ვი­სი­ა­ნი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ხდე­ბა. რო­დე­საც ერთი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რეს და­ა­სის­ხლი­ა­ნებს, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით მან სას­ჯე­ლი უნდა მი­ი­ღოს. გე­გე­ში­ძემ კი უბ­რა­ლოდ შე­ი­სე­ირ­ნა შსს-ში და დაბ­რუნ­და, ვი­თომც არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა. ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია და სცდე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის, და­თუ­ნაშ­ვი­ლის პრობ­ლე­მას. მე ვიქ­ნე­ბი ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქის გვერ­დით, ვინც იქ­ნე­ბა უსა­მარ­თლო­ბის და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი", - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ა­ში პრე­ზი­დი­უ­მის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის ერთ-ერთი გან­სა­ხილ­ვე­ლი თე­მაც 11 იან­ვარს მო­ჭი­და­ვე ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილ­სა და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ გეგა გე­გე­ში­ძეს შო­რის მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი იქ­ნე­ბა.

რო­გორც პრე­ზი­დი­უ­მის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მას სხდო­მის­გან არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ აქვს.

"არ ვიცი, სხდო­მა­ზე მო­ვე­დი, შე­ვალ და ვნა­ხავ, რა იქ­ნე­ბა. არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ მაქვს. თუ მე მარ­თა­ლი არ აღ­მოვ­ჩნდი, მა­შინ წა­ვალ და ჩემს თავს მივ­ხე­დავ. ამ ეტაპ­ზე მეტს ვე­რა­ფერს ვერ გე­ტყვით" - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გეგა გე­გე­ში­ძე, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, 11 იან­ვარს, მას­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ონს, ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით და­ა­კა­ვეს, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გეგა გე­გე­ში­ძე 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტიც შე­უ­ნარ­ჩუ­ნა.

იხი­ელთ ვი­დეო: ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცია, პრე­ზი­დი­უ­მის სხდო­მის პა­რა­ლე­ლუ­რად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"გეგეშიძე მოძალადეა!" - აქცია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით

"გეგეშიძე მოძალადეა!" - აქცია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით

სამოქალაქო აქტივისტები ჭიდაობის ფედერაციასთან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ, სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული.

აქციის მონაწილეების თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან ის არის მოძალადე და მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ არის. აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით: "გეგეშიძე მოძალადეა"; "ხვალ მსხვერპლი შეიძლება გახდე შენ!"; "ხელფასს გიხდით ჩვენ!" და ა.შ.

პროტესტს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შეუერთდა.

"მე, როგორც მოქალაქეს, გამიჩნდა წარმოუდგენელი უსამართლობის განცდა, როდესაც წესიერი და პატიოსანი ბიჭი ზურაბ დათუნაშვილი უპირისპირდება ძალადობრივ სისტემას. ის იმაზე კი არ ფიქრობს, კარიერისთვის რა იქნება კარგი, არამედ უბრალოდ არ მოითმინა ის ძალადობა, უსამართლობა და კორუფცია, რომელიც ფედერაციაში ხდება.

ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ სახელმწიფოებრივ პრობლემას, როდესაც თავისიანი მოძალადეების წახალისება ხდება. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს დაასისხლიანებს, კანონის მიხედვით მან სასჯელი უნდა მიიღოს. გეგეშიძემ კი უბრალოდ შეისეირნა შსს-ში და დაბრუნდა, ვითომც არაფერი არ მომხდარა. ეს ძალიან საშიშია და სცდება ერთი ადამიანის, დათუნაშვილის პრობლემას. მე ვიქნები ყველა იმ მოქალაქის გვერდით, ვინც იქნება უსამართლობის და ძალადობის მსხვერპლი", - განაცხადა ხოშტარიამ.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იქნება.

როგორც პრეზიდიუმის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, მას სხდომისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს.

"არ ვიცი, სხდომაზე მოვედი, შევალ და ვნახავ, რა იქნება. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ მე მართალი არ აღმოვჩნდი, მაშინ წავალ და ჩემს თავს მივხედავ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით" - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

იხიელთ ვიდეო: ზურაბ დათუნაშვილის მხარდასაჭერი აქცია, პრეზიდიუმის სხდომის პარალელურად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"