ავტორი:

4 ახალი ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით გადადის და საფრთხეს გიქმნით

4 ახალი ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით გადადის და საფრთხეს გიქმნით

ახალი დაავადებები სულ უფრო ხშირად ჩნდება, ამ მხრივ გამონაკლისი არც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია.

წარმოგიდგენთ, ოთხი ტიპის ბაქტერიას, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ახალი დაავადებების გამომწვევია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

მენინგოკოკი

ბაქტერია Neisseria meningitides მენინგოკოკურ ინფექციას იწვევს, რომელსაც ცხვირ-ხახის ლორწოვანი, ასევე თავისა და ხერხემლის ტვინის გარსის სერიოზული დაზიანება შეუძლია. ამ დრომდე მენინგოკოკურ ინფექციას დიდწილად მენინგიტთან აკავშირებდნენ, თუმცა ახლა მას სულ უფრო ხშირად მიაკუთვნებენ უროგენიტალური (შარდსასქესო) ტიპის ინფექციას.

ზრდასრულთა 5-10% აღნიშნული დაავადების მატარებელია. ბაქტერია როგორც წესი, ადამიანის ცხვირ-ხახის მიდამოებში ბინადრობს და როგორც ექიმები აღნიშნავენ, ის პარტნიორს ორალური სექსის დროს გადაედება. საბედნიეროდ, ბაქტერიის წინააღმდეგ მოქმედებს ვაქცინა.

მიკოპლაზმა გენიტალიუმი

მიკოპლაზმა გენიტალიუმი ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომის ბაქტერიაა, თუმცა მის მიერ გამოწვეული დაავადება სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე საშიშ ინფექციათა რიცხვს განეკუთვნება. ეს ბაქტერია მეცნიერებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ 1980 წელს გახდა. დღეს მისი მატარებელი პლანეტის დაახლოებით 2%-ია, მეტწილად მოზარდები და ახალგაზრდები. დაავადება დიდწილად სიმპტომების გარეშე ვითარდება ან შეიძლება გონორეისა და ქლამიდიოზის მსგავსი სიმპტომები ჰქონდეს.

მართალია კონდომი ამ ბაქტერიით დაინფიცირებისგან იცავს, მაგრამ ექიმები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ანტიბიოტიკების მიმართ დაავადება სულ უფრო მდგრადი ხდება.

ფლექსნერის შიგელა ანუ შიგელიოზი

ეს ნაწლავური დაავადებაა, რომელიც ბაქტერია შიგელას ორგანიზმში მოხვედრითაა გამოწვეული. დაავადების მთავარი სიმპტომები გახშირებული სისხლნარევი დიარეაა. აქამდე მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული დაავადების მატარებლები ძირითადად ბავშვები ან ღარიბ ქვეყნებში მოგზაური ადამიანები იყვნენ. ექიმების განმარტებით სქესობრივი გზით გადამდები ეს ბაქტერიაც მდგრადი ხდება ანტიბიოტიკების მიმართ, ამიტომ მედიკოსებმა ამ დაავადების მკურნალობის უფრო რთული მეთოდები შეიმუშავეს, რომელიც ანტიბიოტიკების მიღებას არ საჭიროებს.

ვენერიული ლიმფოგრანულემა

ეს დაავადება იშვიათი სახეობის ბაქტერიით არის გამოწვეული. დაინფიცირების შემთხვევაში ის გენიტალიებზე წყლულსა და ჩირქგროვებს აჩენს. დაავადებამ შესაძლოა ნაწლავის მუშაობის სერიოზულ დარღვევამდე მიგვიყვანოს. თუმცა, სხვა დაავადებებისგან განსხვავებით ის ანტიბოტიკურ მკურნალობას ექვემდებარება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ