ავტორი:

კონსტანტინ მელაძე და ვერა ბრეჟნევა რუსეთიდან მიდიან - "მე და ჩემი მეუღლე დავსახლდით იქ, სადაც ყველაზე მეტად მოგვეწონა"

კონსტანტინ მელაძე და ვერა ბრეჟნევა რუსეთიდან მიდიან - "მე და ჩემი მეუღლე დავსახლდით იქ, სადაც ყველაზე მეტად მოგვეწონა"

კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინ მელაძე YouTube-არხისთვის "Vласть vs Vлащенко" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მეუღლესთან მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან ერთად რუსეთიდან მიდის და საცხოვრებლად იტალიაში გადადის. კომპოზიტორის თქმით, ამ ადგილს "განსაკუთრებული მიზიდულობა" აქვს მათთვის.

როგორც ცნობილია, წყვილს იტალიაში ძვირადღირებული ვილა აქვს. 2015 წელს სწორედ იტალიაში გადაიხადეს გასაიდუმლოებული ქორწილი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში.

მელაძის განმარტებით, მას სამი სახლი აქვს სამ ქვეყანაში, თუმცა, მათ შორის ყველაზე მთავარი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ვილაა.

"ახლა იტალიიდან ჩამოვედი, სადაც იცით რომ სახლი მაქვს და შეიძლება ითქვას, იქ ვცხოვრობთ ძირითადად. სამ ქვეყანაში მაქვს სახლი და სულ მაბნევს ქვეყნიდან ქვეყანაში შინ დაბრუნების შეგრძნება. თუმცა, დღესდღეობით ვფიქრობ, რომ მთავარი სახლი სწორედ იქაა, იტალიის ჩრდილოეთში.

იქაურობას რაღაცნაირი მაგნიტური ძალა აქვს, გინდა რომ იქ სამუდამოდ იცხოვრო. სხვათაშორის, ზუსტად ასე დავსახლდი კიევში 1998 წელს... ახლა კი, 20 წლის შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე დავსახლდით იქ, სადაც ყველაზე მეტად მოგვეწონა" - ისაუბრა კონსტანტინ მელაძემ ინტერვიუში.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს