პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი წელი სრულიად მარტო ვიყავი, ახლა უბედნიერესი ვარ" - კახი კავსაძის გულახდილი ინტერვიუ და ოჯახური ფოტოები
"ბევრი წელი სრულიად მარტო ვიყავი, ახლა უბედნიერესი ვარ" - კახი კავსაძის გულახდილი ინტერვიუ და ოჯახური ფოტოები

ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა კახი კავ­სა­ძემ ცოტა ხნის წინ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. ახლა კი რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აღარ აქვს, თავს კარ­გად გრძნობს და სურს სცე­ნას აქ­ტი­უ­რად და­უბ­რუნ­დეს... კახი კავ­სა­ძე ბოლო დროს თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს, რად­გან ოჯა­ხის წევ­რე­ბი ახ­ლოს ჰყავს და სურს, ეს რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს.

"მე­უღ­ლე რომ გარ­და­მეც­ვა­ლა, შვი­ლი ოჯა­ხით სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და, ძმაც სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე­ობ­და და ბევ­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი­ად მარ­ტო ვი­ყა­ვი, რაც ურ­თუ­ლე­სი იყო" - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

- სა­ნამ მე­უღ­ლე გვერ­დით მყავ­და, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი დუ­ნი­ა­ზე არა­ვინ იყო! შემ­დეგ იყო მრა­ვა­ლი მარ­ტო გა­ტა­რე­ბუ­ლი წელი... წელს ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ირინ­კა ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კი­დან და ჩემი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა! ამე­რი­კა­ში წას­ვლის შემ­დეგ ირინ­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დენ ხანს არ ყო­ფი­ლა და სულ მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ახლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, ყვე­ლა სახ­ლში ვი­ყა­ვით დი­დი­ან-პა­ტა­რე­ბი­ა­ნად, ცხოვ­რე­ბა მი­ხა­რო­და! ოპე­რა­ცია რომ გა­ვი­კე­თე, ჩემი შვი­ლი ირაკ­ლიც ჩა­მო­ვი­და. ვუ­ყუ­რებ­დით ირინ­კას გა­მოს­ვლებს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მშვე­ნივ­რად ცეკ­ვავს, ალ­ბათ თქვენც ასე ფიქ­რობთ...

- არ გქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ გა­ი­მარ­ჯვებ­და?

- ეგ თქვე­ნი, ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტი იყო! რა­ღაც მო­მეს­მა, ჩა­წყო­ბა იყოო და გლა­ხა ლა­პა­რა­კია ეგ... ვინ რა ჩა­ა­წყო, მი­ა­წყო და აა­წყო?! ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად იყო და არ მიყ­ვარს სხვა­ნა­ი­რი სა­უბ­რე­ბი!

- ირინ­კა ისევ სა­ქარ­თვე­ლო­შია?

- ირინ­კა ჯერ არ წა­სუ­ლა... ხში­რად და ბევ­რს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. ხან დე­ი­დას­თან არის, მა­მი­დას­თან, მა­მი­დაშ­ვი­ლებ­თან, ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან...თუ კი­დევ დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვიქ­ნე­ბი. მი­ხა­რია, ჩემს შვი­ლიშ­ვილს რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ხოლ­მე.

- ისურ­ვებ­დით ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი შექ­მნას და სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­როს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია! მე მინ­და ყვე­ლა აქ მყავ­დეს, ჩემი შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობ­დეთ! მე და ჩემი ძმა - იმე­დი კავ­სა­ძე სულ ერ­თად ვართ, ყველ­გან ერ­თად გვხე­და­ვენ. იგი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლია და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლო­ნეთ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. ახლა თუ ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ერ­თად ყოფ­ნა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი, თუ არა და რას ვი­ზამთ! მე ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი, ახ­ლაც ასე ვარ და მსურს სცე­ნა­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა აქ­ტი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას და­ვუბ­რუნ­დე!

ძმე­ბი, კახი და იმე­დი კავ­სა­ძე­ე­ბი
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ბევრი წელი სრულიად მარტო ვიყავი, ახლა უბედნიერესი ვარ" - კახი კავსაძის გულახდილი ინტერვიუ და ოჯახური ფოტოები

"ბევრი წელი სრულიად მარტო ვიყავი, ახლა უბედნიერესი ვარ" - კახი კავსაძის გულახდილი ინტერვიუ და ოჯახური ფოტოები

ცნობილმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა. ახლა კი როგორც თვითონ ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემები აღარ აქვს, თავს კარგად გრძნობს და სურს სცენას აქტიურად დაუბრუნდეს... კახი კავსაძე ბოლო დროს თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს, რადგან ოჯახის წევრები ახლოს ჰყავს და სურს, ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

"მეუღლე რომ გარდამეცვალა, შვილი ოჯახით საზღვარგარეთ წავიდა, ძმაც საზღვარგარეთ მოღვაწეობდა და ბევრი წლების განმავლობაში სრულიად მარტო ვიყავი, რაც ურთულესი იყო" - ამბობს მსახიობი.

- სანამ მეუღლე გვერდით მყავდა, ჩემზე ბედნიერი დუნიაზე არავინ იყო! შემდეგ იყო მრავალი მარტო გატარებული წელი... წელს ჩემი შვილიშვილი ირინკა ჩამოვიდა ამერიკიდან და ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა! ამერიკაში წასვლის შემდეგ ირინკა საქართველოში ამდენ ხანს არ ყოფილა და სულ მონატრებული ვიყავი. ახლა ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყველა სახლში ვიყავით დიდიან-პატარებიანად, ცხოვრება მიხაროდა! ოპერაცია რომ გავიკეთე, ჩემი შვილი ირაკლიც ჩამოვიდა. ვუყურებდით ირინკას გამოსვლებს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და ძალიან კმაყოფილები ვიყავით. მშვენივრად ცეკვავს, ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ...

- არ გქონდათ მოლოდინი, რომ გაიმარჯვებდა?

- ეგ თქვენი, ხალხის გადასაწყვეტი იყო! რაღაც მომესმა, ჩაწყობა იყოო და გლახა ლაპარაკია ეგ... ვინ რა ჩააწყო, მიაწყო და ააწყო?! ყველაფერი ლამაზად იყო და არ მიყვარს სხვანაირი საუბრები!

- ირინკა ისევ საქართველოშია?

- ირინკა ჯერ არ წასულა... ხშირად და ბევრს ველაპარაკები. ხან დეიდასთან არის, მამიდასთან, მამიდაშვილებთან, ბიძაშვილებთან...თუ კიდევ დარჩება საქართველოში, ძალიან კმაყოფილი ვიქნები. მიხარია, ჩემს შვილიშვილს რომ ველაპარაკები ხოლმე.

- ისურვებდით ქართული ოჯახი შექმნას და საქართველოში იცხოვროს?

- რასაკვირველია! მე მინდა ყველა აქ მყავდეს, ჩემი შვილები, შვილიშვილები და ბედნიერად ვცხოვრობდეთ! მე და ჩემი ძმა - იმედი კავსაძე სულ ერთად ვართ, ყველგან ერთად გვხედავენ. იგი საოპერო მომღერალია და დიდი ხნის განმავლობაში პოლონეთში მოღვაწეობდა. ახლა თუ ჩვენი ოჯახის წევრების ერთად ყოფნა დიდხანს გაგრძელდება, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არა და რას ვიზამთ! მე ყოველთვის აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ახლაც ასე ვარ და მსურს სცენაზე რაც შეიძლება აქტიურ მოღვაწეობას დავუბრუნდე!

ძმები, კახი და იმედი კავსაძეები

მესტიაში სამაშველო ოპერაციის დროს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - "უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი და დახმარებას ითხოვდა"

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება - ეხება თუ არა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს

საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო  24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში