ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ახმეტასა და პანკისს ეწვია. ჰარცელი ახმეტის კულტურის სახლში სოფლის განვითარების პროექტის გახსნას დაესწრო. შეხვედრაზე ელჩმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბარა და აღნიშნა, რომ პროექტის ძირითადი მიზანი სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გაზრდაა.
დღის განმავლობაში კარლ ჰარცელი პანკისის ხეობაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მასწავლებლებს შეხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე მასპინძელმა პედაგოგებმა ევროკავშირის ელჩს საჩუქრად ნაბადი გადასცეს. მის მეუღლეს კი თექისგან შეკერილი, სიმბოლურო კალათი. მასწავლებლებმა კარლ ჰარცელს ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ესაუბრნენ და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.