ავტორი:

არ მომხდარა ქურდობის ფაქტი, მომჩივან ფეხბურთელებს არავინ ჰყავს - "ცხინვალი" თურქეთის სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს

არ მომხდარა ქურდობის ფაქტი, მომჩივან ფეხბურთელებს არავინ ჰყავს - "ცხინვალი" თურქეთის სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს

თურქეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ხუთი ქართველი ფეხბურთელის საქმეზე კლუბ „ცხინვალის" მენეჯმენტმა ბრიფინგი გამართა.

კლუბის დირექტორის ქართლოს რუხაიას თქმით, თურქეთში სავაჭრო ცენტრში გაუგებრობა მოხდა. მისივე თქმით, ფეხბურთელებს თან აქვთ გადახდის ქვითრები და პოლიციასაც წარუდგინეს. კლუბი თურქეთის სასამართლოს განჩინების გასაჩივრებასაც აპირებს, რომლის თანახმადაც ფეხბურთელებს თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.

„რეალურად მომჩივანი ფეხბურთელებს არავინ ჰყავს. ყველა ნივთზე, რაც არის წამოღებული, გააჩნიათ ქვითარი. არ ფიქსირდება არანაირად ქურდობის ფაქტი. რაღაც გაურკვევლობა მოხდა, რის გამოც წაიყვანეს დაკითხვაზე, წარადგინეს ფეხბურთელებმა ქვითრები, აქედან გამომდინარე, გაათავისუფლეს იმავე დღეს.

სასამართლოს შვიდდღიანი გაუსვლელობის განაჩენი არის იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირები გადამოწმდნენ, თუ აქვთ სხვა დანაშაული. რამე რომ მომხდარიყო, მომჩივანი ეყოლებოდათ. როგორც ფეხბურთელები ამბობენ, საქონელი იყიდეს, გაატარეს, რეალურად ქვითრები ჰქონდათ, მაგრამ არ დაფიქსირდა რატომღაც“, - განაცხადა ქართლოს რუხაიამ.

მისი თქმით, ფეხბურთელები შეკრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

გუნდი საქართველოში დაბრუნებას 26 თებერვალს გეგმავს, თუმცა, იმის გამო, რომ კლუბის 5 წევრს ქალაქის დატოვების უფლება არ აქვს, ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით დაბრუნდება კლუბი სამშობლოში.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა. მათივე ინფორმაციით ფეხბურთელებს ქურდობა ედებათ ბრალად.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ