Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა ონაშვილს ოჯახის დამხმარემ  სახლიდან 10 000 ლარის ღირებულების სამკაულები მოპარა
ირინა ონაშვილს ოჯახის დამხმარემ  სახლიდან 10 000 ლარის ღირებულების სამკაულები მოპარა

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა „მის სა­ქარ­თვე­ლო 2003"-ის, ირი­ნა ონაშ­ვი­ლის გა­ქურდვის ბრალ­დე­ბით 45 წლამ­დე ქალი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ონაშ­ვი­ლის სახ­ლში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და.

სა­უ­ბა­რია, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­კა­უ­ლე­ბის ქურ­დო­ბა­ზე.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თა­ვად ირი­ნა ონაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ფაქ­ტი გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გვი­ან მი­მარ­თა.

ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი 20 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს.

"დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ის, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­მო­ი­ძი­ეს ეს საქ­მე. ფაქ­ტი ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და, უბ­რა­ლოდ გვი­ან გან­ვა­ცხა­დე. გან­ცხა­დე­ბის და­წე­რი­დან ბევ­რი დრო არც გა­სუ­ლა. ის ჩემ­თან არც ისე დიდი ხანი მუ­შა­ობ­და", - გა­ნა­ცხა­და ონაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: 10 000 ლა­რის სამ­კა­უ­ლე­ბის ქურ­დო­ბა­ზე ირი­ნა ონაშ­ვი­ლის ოჯა­ხის დამ­ხმა­რე ქალი და­ა­კა­ვეს - "ჩემ­თან არც ისე დიდი ხანი მუ­შა­ობ­და"

ბრალ­დე­ბულ ქალს იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ბი­უ­რო­დან იცავს ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თხოვ­ნით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს, ქურ­დო­ბას, ე.ი. სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის ფა­რულ და­უფ­ლე­ბას მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით ჩა­დე­ნილს დიდი ოდე­ნო­ბით.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბულ ქალს, რო­მე­ლიც 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დე­დაა, 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ირინა ონაშვილს ოჯახის დამხმარემ  სახლიდან 10 000 ლარის ღირებულების სამკაულები მოპარა

ირინა ონაშვილს ოჯახის დამხმარემ  სახლიდან 10 000 ლარის ღირებულების სამკაულები მოპარა

სამართალდამცავებმა „მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით 45 წლამდე ქალი დააკავეს. დაკავებული ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა.

საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავად ირინა ონაშვილმა განუცხადა, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა.

ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს.

"დიდი მადლობელი ვარ ჩვენი პოლიციის, რომლებმაც ძალიან სწრაფად გამოიძიეს ეს საქმე. ფაქტი ოქტომბერში მოხდა, უბრალოდ გვიან განვაცხადე. განცხადების დაწერიდან ბევრი დრო არც გასულა. ის ჩემთან არც ისე დიდი ხანი მუშაობდა", - განაცხადა ონაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: 10 000 ლარის სამკაულების ქურდობაზე ირინა ონაშვილის ოჯახის დამხმარე ქალი დააკავეს - "ჩემთან არც ისე დიდი ხანი მუშაობდა"

ბრალდებულ ქალს იურიდიული დახმარების ბიუროდან იცავს ადვოკატი, რომელიც ბრალდებულის ოჯახის წევრების თხოვნით, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ქურდობას, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილს დიდი ოდენობით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულ ქალს, რომელიც 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლი მოკლა და ცხედარი მანქანაში დაწვა

სოფელ ყარაჯალართან დამწვარ მანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი