მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელისო ჩაფიძე ტყუპის დედა გახდა - რას წერს ყოფილი დეპუტატი "ფეისბუქზე"
ელისო ჩაფიძე ტყუპის დედა გახდა - რას წერს ყოფილი დეპუტატი "ფეისბუქზე"

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი ელი­სო ჩა­ფი­ძე ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის დედა გახ­და. ბავ­შვე­ბი ორი თვის წინ, ნა­ად­რე­ვად მო­ევ­ლი­ნენ ქვე­ყა­ნას და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მათ­ზე ექი­მე­ბი ზრუ­ნავ­დნენ.

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი 45 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად გახ­და დედა. ელი­სო ჩა­ფი­ძე 2013 წელს დათო მი­ქა­ბე­რი­ძეზე და­ქორ­წინ­და. ექი­მე­ბი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბა, რომ­ლებ­მაც ახალ­შო­ბი­ლი პა­ტა­რე­ბი გა­და­არ­ჩი­ნეს და გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლეს, ჩა­ფი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოს­ტში გა­მო­ხა­ტა.

"მად­ლი­ე­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბაა და მისი თქმა არა­სო­დეს არაა ზედ­მე­ტი, თუ მლიქ­ვნე­ლო­ბის­გან დაც­ლი­ლია. ახლა, როცა უფ­ლის წყა­ლო­ბი­თა და ძლი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, არ შე­მიძ­ლია, სა­ჯა­რო მად­ლო­ბა არ გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის პრო­ფე­სი­ო­ნალ ექი­მებს იმ უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვი­სათ­ვის, რაც არა მხო­ლოდ ჩემი და ჩემი შვი­ლე­ბის, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი იმ ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის გას­წი­ეს, ვინც მათ ხელ­ში ხვდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­შიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ინ­ტე­ლექ­ტი და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა ისეა შერ­წყმუ­ლი, რო­გო­რიც ბა­ტონ რეზო სუ­ლუ­ხი­ა­შია. ის არა მხო­ლოდ ახალ სი­ცო­ცხლე­ებს ჩუქ­ნის ქვე­ყა­ნას, არა­მედ ზნე­ობ­რივ მა­გა­ლით­საც აძ­ლევს პა­ცი­ენ­ტებს. მშო­ბი­ა­რე­ე­ბი­სათ­ვის უდი­დე­სი შვე­ბაა, როცა იცი­ან, რომ მათი პა­ტა­რა, დრო­უ­ლად თუ ოდ­ნავ ნა­ად­რე­ვად გა­ჩე­ნი­ლი, უძ­ლი­ე­რე­სი პე­დი­ატ­რის, პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი ცენ­ტრის ნე­ო­ნა­ტა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ქალ­ბა­ტონ შო­რე­ნა ჭანკვე­ტა­ძის ხელ­ში მოხ­ვდე­ბა.

ორი თვეა, მაქვს ამ გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და დავ­რწმუნ­დი, რომ აქ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და გა­ნურ­ჩევ­ლად მშობ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბი­სა, ზრუ­ნა­ვენ ჩვი­ლებ­ზე... სწო­რედ ამი­ტომ კლი­ნი­კა ისეთ სა­ოც­რე­ბებს ახ­დენს, რო­გო­რი­ცაა 25 და 26-ე კვი­რა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ჩვი­ლე­ბის არა მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნა, არა­მედ მათი ჯან­მრთე­ლო­ბის სრუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, ექი­მებს, ქალ­ბა­ტონ ნინო წუ­ლა­ი­ას, მაკო კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და თა­მარ გო­გო­ლა­ძეს იმ ზრუნ­ვი­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ახალ­შო­ბი­ლის მი­მართ იჩე­ნენ. კარ­გი მა­გა­ლი­თე­ბი გა­დამ­დე­ბია, სი­კე­თე კი ანა­თებს და ას­ხი­ვებს. ვი­სურ­ვებ­დი, ჩვენს სამ­შობ­ლო­ში ყვე­ლა საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სწო­რედ ასე ზრუ­ნავ­დეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და ქვე­ყა­ნა­ზე...

ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით ჩვე­ნი ოჯა­ხი დღეს ორი პა­ტა­რის: მა­რი­ა­მი­სა და თა­მა­რის ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი გავ­ხდით. ყვე­ლას ბედ­ნი­ე­რე­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ და ბო­დიშს გიხ­დით უგ­რძე­სი პოს­ტი­სათ­ვის, რო­მელ­შიც არც კი ჩა­ე­ტია სათ­ქმე­ლი" - წერს ელი­სო ჩა­ფი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ელისო ჩაფიძე ტყუპის დედა გახდა - რას წერს ყოფილი დეპუტატი "ფეისბუქზე"

ელისო ჩაფიძე ტყუპის დედა გახდა - რას წერს ყოფილი დეპუტატი "ფეისბუქზე"

ყოფილი დეპუტატი, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ელისო ჩაფიძე ტყუპი გოგონების დედა გახდა. ბავშვები ორი თვის წინ, ნაადრევად მოევლინენ ქვეყანას და გარკვეული პერიოდი მათზე ექიმები ზრუნავდნენ.

ყოფილი დეპუტატი 45 წლის ასაკში პირველად გახდა დედა. ელისო ჩაფიძე 2013 წელს დათო მიქაბერიძეზე დაქორწინდა. ექიმებისადმი მადლიერება, რომლებმაც ახალშობილი პატარები გადაარჩინეს და გამოაჯანმრთელეს, ჩაფიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტში გამოხატა.

"მადლიერება ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა და მისი თქმა არასოდეს არაა ზედმეტი, თუ მლიქვნელობისგან დაცლილია. ახლა, როცა უფლის წყალობითა და ძლიერი პროფესიონალების დახმარებით ყველაფერი კარგადაა, არ შემიძლია, საჯარო მადლობა არ გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის სისტემას და ღუდუშაურის სახელობის კლინიკის პროფესიონალ ექიმებს იმ უდიდესი ძალისხმევისათვის, რაც არა მხოლოდ ჩემი და ჩემი შვილების, არამედ თითოეული იმ ადამიანისათვის გასწიეს, ვინც მათ ხელში ხვდება.

საქართველოში ცოტა თუ მოიძებნება ადამიანი, რომელშიც პროფესიონალიზმი, ინტელექტი და ადამიანურობა ისეა შერწყმული, როგორიც ბატონ რეზო სულუხიაშია. ის არა მხოლოდ ახალ სიცოცხლეებს ჩუქნის ქვეყანას, არამედ ზნეობრივ მაგალითსაც აძლევს პაციენტებს. მშობიარეებისათვის უდიდესი შვებაა, როცა იციან, რომ მათი პატარა, დროულად თუ ოდნავ ნაადრევად გაჩენილი, უძლიერესი პედიატრის, პერინატალური ცენტრის ნეონატალური განყოფილების ხელმძღვანელის, ქალბატონ შორენა ჭანკვეტაძის ხელში მოხვდება.

ორი თვეა, მაქვს ამ განყოფილების სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობა და დავრწმუნდი, რომ აქ უმაღლეს დონეზე და განურჩევლად მშობლების ვინაობისა, ზრუნავენ ჩვილებზე... სწორედ ამიტომ კლინიკა ისეთ საოცრებებს ახდენს, როგორიცაა 25 და 26-ე კვირაზე გაჩენილი ჩვილების არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ მათი ჯანმრთელობის სრული უზრუნველყოფა.

უდიდესი მადლობა ჩვენი განყოფილების სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, ქალბატონ ნინო წულაიას, მაკო კვარაცხელიასა და თამარ გოგოლაძეს იმ ზრუნვისა და სიყვარულისათვის, რომელსაც თითოეული ახალშობილის მიმართ იჩენენ. კარგი მაგალითები გადამდებია, სიკეთე კი ანათებს და ასხივებს. ვისურვებდი, ჩვენს სამშობლოში ყველა საქმის პროფესიონალი სწორედ ასე ზრუნავდეს მოქალაქეებზე და ქვეყანაზე...

ამ ადამიანების ძალისხმევით ჩვენი ოჯახი დღეს ორი პატარის: მარიამისა და თამარის ბედნიერი მშობლები გავხდით. ყველას ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ და ბოდიშს გიხდით უგრძესი პოსტისათვის, რომელშიც არც კი ჩაეტია სათქმელი" - წერს ელისო ჩაფიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს