კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს..." - რა მიმართვას ავრცელებს ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული გოგონა
"მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს..." - რა მიმართვას ავრცელებს ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული გოგონა

გოგო, რო­მე­ლიც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გამო და­ა­კა­ვეს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს. ანი არო­ში­ძის ღია წე­რილს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „გირ­ჩი“ „ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

„მე ანი არო­ში­ძე ვარ, 19 წლის.

31 იან­ვარს, ღა­მის 2-ის ნა­ხე­ვარ­ზე, ჩემს სახ­ლში შე­მო­ვარ­და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ექ­ვსი თა­ნამ­შრო­მე­ლი და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­სა და მო­მაკ­ვდა­ვი მა­მის თვალ­წინ და­მა­პა­ტიმ­რეს.

მა­მა­ჩე­მი ამ „ოპე­რა­ცი­ი­დან“ ხუთ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მე არ ვაბ­რა­ლებ მა­მას სიკ­ვდილს პო­ლი­ცი­ე­ლებს, მაგ­რამ მე ბრალს ვდებ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს იმა­ში, რომ მა­მა­ჩემს სა­კუ­თა­რი შვი­ლის მო­მა­ვალ­ზე დარ­დი საფ­ლავ­ში ჩა­ა­ყო­ლეს.

მე ახ­ლაც ბრალ­დე­ბუ­ლი ვარ და სა­სა­მარ­თლოს ვე­ლო­დე­ბი.

მო­გიყ­ვე­ბით, რა გა­დამ­ხდა თავს.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სახ­ლში რომ შე­მოგ­ვი­ვარ­დნენ, სიმ­სივ­ნის მე­ო­თხე სტა­დი­ის დი­აგ­ნო­ზით ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი მა­მა­ჩე­მი უკვე სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ დღე­ებს ით­ვლი­და.

ის მო­ა­ტყუ­ეს, უთხრეს, რომ მოწ­მის სტა­ტუ­სით მი­ბა­რებ­დნენ პო­ლი­ცი­ა­ში და მა­ლე­ვე გა­მო­მიშ­ვებ­დნენ სახ­ლში.

ასე აღ­მოვ­ჩნდი ცი­ხე­ში.

ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი მა­მას­თვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინექ­ცი­ის გა­რე­შე ყოფ­ნა წა­მე­ბას ნიშ­ნავ­და, მორ­ფი­ნის გა­მო­ტა­ნა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი კი მე ვი­ყა­ვი.

ჩემი გა­ტა­ცე­ბა-და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ დე­დას ერთი დღე დას­ჭირ­და, რომ მორ­ფი­ნი ჩემ ნაც­ვლად გა­მო­ე­ტა­ნა და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ მა­მა­ჩე­მი წა­მე­ბის­თვის გა­ი­მე­ტა.

ამი­ტო­მაც არ მაქვს უფ­ლე­ბა, ეს საქ­ცი­ე­ლი ვინ­მეს ვა­პა­ტიო.

მა­მა­ჩე­მის ნაც­ვლად ვერ ვა­პა­ტი­ებ.

ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ყვე­ლა­ფერ­ზე გულ­წრფე­ლად მოვ­ყვე, მათ შო­რის, სა­კუ­თარ „და­ნა­შა­ულ­ზე“. ჩემი და­ნა­შა­უ­ლი ისაა, რომ მე ვნა­ხე ეკა ბე­სე­ლი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი და გა­ვუგ­ზავ­ნე ის სამ მე­გო­ბარს არა სა­ჯა­როდ, არა­მედ პი­რად ჩატ­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­კე­თა ეს.

არ მგო­ნია, რომ ეს საქ­ცი­ე­ლი მი­სა­ბა­ძია და ბო­დიშს ვუხ­დი ქალ­ბა­ტონ ეკა ბე­სე­ლი­ას ჩემი ბავ­შვუ­რი, უაზ­რო გარ­თო­ბის გამო, მაგ­რამ მე კრი­მი­ნა­ლი არ ვარ, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რომ დამ­ჭირ­დეს ამის­თვის, და­ვამ­ტკი­ცებ, რომ სა­ხელ­მწი­ფო დამ­ნა­შა­ვეა ჩემი ოჯა­ხის, მა­მა­ჩე­მი­სა და ჩემი მე­გობ­რე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც ამ აბ­სურ­დის გამო ახ­ლაც ცი­ხე­ში სხე­დან.

ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ პო­ლი­ცია სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ჩა­ა­ტა­რებ­და ჩემ და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად, თა­ნაც ასე­თი აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბით.

ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ დად­გე­ბო­და მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც ისე რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­და ჩემს წარ­მოდ­გე­ნას სამ­ყა­რო­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­გორც ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ამ რამ­დე­ნი­მე დღემ.

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მე გა­დამ­ხდა თავს.

ცი­ხი­დან კვი­რას გა­მო­მიშ­ვეს, 1000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი - ეს მაქ­სი­მუ­მი იყო, რისი სეს­ხე­ბაც დე­და­ჩემ­მა შეძ­ლო.

სამ­შა­ბათს მამა გარ­და­იც­ვა­ლა.

მინ­დო­და ყვე­ლა­ფერ­ზე ხელი ჩა­მექ­ნია და დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი მე­გობ­რე­ბი ცი­ხე­ში ისევ სხე­დან, იგი­ვე ბრალ­დე­ბით, და მე გა­დავ­წყვი­ტე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო მათ და­სახ­მა­რებ­ლად.

გა­დავ­წყვი­ტე, მა­მა­ჩემს და­ვუმ­ტკი­ცო, რომ მისი შვი­ლი კრი­მი­ნა­ლი არ არის.

ამი­ტომ მივ­დი­ვარ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში.

მე არ ვარ კრი­მი­ნა­ლი, რად­გან ჩემი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა ვინ­მეს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, მე არ გა­და­მი­ღია და სა­ჯა­როდ არ გა­მივ­რცე­ლე­ბია კად­რე­ბი, და ვე­რას­დროს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ და­მი­ჭერ­დნენ იმ ვი­დე­ოს გამო, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო სივ­რცე­ში - ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­პო­ვე და სამ მე­გო­ბარს ვაჩ­ვე­ნე.

მე არ ვარ კრი­მი­ნა­ლი და გუ­ლის­ხმი­ერ ადა­მი­ა­ნებს გთხოვთ, და­მეხ­მა­როთ ამის დამ­ტკი­ცე­ბა­ში," - ნათ­ქვა­მია ანი არო­ში­ძის წე­რილ­ში.

2 თე­ბერ­ვალს ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 9 პი­რი­დან ორს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, 7 პირს კი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო შე­ე­ფარ­დათ პა­ტიმ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ - ან­ტონ ღლონტს და თე­მურ ირე­მა­ძეს. ხოლო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მაია ბე­რი­ძეს- 10 000-ლა­რი­ა­ნი, მა­რი­ამ ჩა­დუ­ნელს - 2 000- ლა­რი­ა­ნი, ანი არო­ში­ძეს - 2 ათას ლა­რი­ა­ნი, თენ­გიზ ირე­მა­ძეს - 3000- ლა­რი­ა­ნი, ნონა ჟორ­ჟა­ძეს - 2000 ლა­რი­ა­ნი, გი­ორ­გი გას­ვი­ანს - 1 500 ლა­რი­ა­ნი, ირაკ­ლი ქას­რაშ­ვილს - 3 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­დათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს..." - რა მიმართვას ავრცელებს ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული გოგონა

"მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს..." - რა მიმართვას ავრცელებს ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული გოგონა

გოგო, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამო დააკავეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ანი აროშიძის ღია წერილს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„მე ანი აროშიძე ვარ, 19 წლის.

31 იანვარს, ღამის 2-ის ნახევარზე, ჩემს სახლში შემოვარდა კრიმინალური პოლიციის ექვსი თანამშრომელი და საკუთარი ოჯახისა და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს.

მამაჩემი ამ „ოპერაციიდან“ ხუთ დღეში გარდაიცვალა.

მე არ ვაბრალებ მამას სიკვდილს პოლიციელებს, მაგრამ მე ბრალს ვდებ ქართულ სახელმწიფოს იმაში, რომ მამაჩემს საკუთარი შვილის მომავალზე დარდი საფლავში ჩააყოლეს.

მე ახლაც ბრალდებული ვარ და სასამართლოს ველოდები.

მოგიყვებით, რა გადამხდა თავს.

პოლიციელები სახლში რომ შემოგვივარდნენ, სიმსივნის მეოთხე სტადიის დიაგნოზით ლოგინად ჩავარდნილი მამაჩემი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.

ის მოატყუეს, უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით მიბარებდნენ პოლიციაში და მალევე გამომიშვებდნენ სახლში.

ასე აღმოვჩნდი ციხეში.

ლოგინად ჩავარდნილი მამასთვის ნარკოტიკული ინექციის გარეშე ყოფნა წამებას ნიშნავდა, მორფინის გამოტანაზე პასუხისმგებელი პირი კი მე ვიყავი.

ჩემი გატაცება-დაპატიმრების შემდეგ დედას ერთი დღე დასჭირდა, რომ მორფინი ჩემ ნაცვლად გამოეტანა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მამაჩემი წამებისთვის გაიმეტა.

ამიტომაც არ მაქვს უფლება, ეს საქციელი ვინმეს ვაპატიო.

მამაჩემის ნაცვლად ვერ ვაპატიებ.

ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერზე გულწრფელად მოვყვე, მათ შორის, საკუთარ „დანაშაულზე“. ჩემი დანაშაული ისაა, რომ მე ვნახე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გავუგზავნე ის სამ მეგობარს არა საჯაროდ, არამედ პირად ჩატში, ისევე როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა გააკეთა ეს.

არ მგონია, რომ ეს საქციელი მისაბაძია და ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ეკა ბესელიას ჩემი ბავშვური, უაზრო გართობის გამო, მაგრამ მე კრიმინალი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ და მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამისთვის, დავამტკიცებ, რომ სახელმწიფო დამნაშავეა ჩემი ოჯახის, მამაჩემისა და ჩემი მეგობრების წინაშე, რომლებიც ამ აბსურდის გამო ახლაც ციხეში სხედან.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პოლიცია სპეცოპერაციას ჩაატარებდა ჩემ დასაპატიმრებლად, თანაც ასეთი აბსურდული ბრალდებით.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა მომენტი, რომელიც ისე რადიკალურად შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას სამყაროზე, ადამიანებზე, თავისუფლებაზე, როგორც ციხეში გატარებულმა ამ რამდენიმე დღემ.

დღემდე არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს.

ციხიდან კვირას გამომიშვეს, 1000 ლარიანი გირაოთი - ეს მაქსიმუმი იყო, რისი სესხებაც დედაჩემმა შეძლო.

სამშაბათს მამა გარდაიცვალა.

მინდოდა ყველაფერზე ხელი ჩამექნია და დავმალულიყავი, მაგრამ ჩემი მეგობრები ციხეში ისევ სხედან, იგივე ბრალდებით, და მე გადავწყვიტე ყველაფერი გავაკეთო მათ დასახმარებლად.

გადავწყვიტე, მამაჩემს დავუმტკიცო, რომ მისი შვილი კრიმინალი არ არის.

ამიტომ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მე არ ვარ კრიმინალი, რადგან ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, მე არ გადამიღია და საჯაროდ არ გამივრცელებია კადრები, და ვერასდროს წარმომედგინა, რომ დამიჭერდნენ იმ ვიდეოს გამო, რომელიც საჯარო სივრცეში - ინტერნეტში ვიპოვე და სამ მეგობარს ვაჩვენე.

მე არ ვარ კრიმინალი და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, დამეხმაროთ ამის დამტკიცებაში," - ნათქვამია ანი აროშიძის წერილში.

2 თებერვალს ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ პატიმრობის უზრუნველყოფით.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მაია ბერიძეს- 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს - 2 000- ლარიანი, ანი აროშიძეს - 2 ათას ლარიანი, თენგიზ ირემაძეს - 3000- ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს - 2000 ლარიანი, გიორგი გასვიანს - 1 500 ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს - 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორი ეპიდვითარებაა ქვეყანაში

3 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება