მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არღვევენ თუ არა ქართველები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს
არღვევენ თუ არა ქართველები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს

დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში 1.1 მი­ლი­არ­დი მწე­ვე­ლია. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მო­ნა­ცე­მე­ბით, თამ­ბა­ქოს მო­ხამ­რე­ბის შე­დე­გად ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ო­ში 7 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. თამ­ბა­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბით ყო­ველ 6 წამ­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 1 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა.

გლო­ბა­ლუ­რად, მწე­ვე­ლია მა­მა­კაც­თა 40 % და ქალ­თა 9 %. მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში თამ­ბა­ქომ 100 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია. არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში თამ­ბა­ქოს მი­ზე­ზით 1 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა.

2018 წლის 1 მა­ი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­წე­ვა აიკ­რძა­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, კაფე-ბა­რებ­ში... ასე­ვე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და შე­ნო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ყვე­ლა შე­სას­ვლელ­სა და სხვა თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის და ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნის გან­თავ­სე­ბა.

კა­ნო­ნი თით­ქმის ათი თვეა მოქ­მე­დებს, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, გარ­კვე­უ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი ჯერ კი­დევ ფიქ­სირ­დე­ბა. შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით 2018 წლის 1-ელი მა­ი­სი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით გა­მოვ­ლინ­და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის 271 შემ­თხვე­ვა. აქე­დან 216 შემ­თხვე­ვა­ში - წე­სე­ბი ფი­ზი­კურ­მა პი­რებ­მა და­არ­ღვი­ეს, ხოლო 55 - იუ­რი­დი­ულ­მა პი­რებ­მა.

ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მძღო­ლის მიერ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა. მა­გა­ლი­თად, დე­კემ­ბე­რის თვე­ში ასე­თი 3 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა, მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბი­სას სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი ფაქ­ტი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

შე­და­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია სი­ტუ­ა­ცია და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­თაც ევა­ლე­ბათ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­კვე­თონ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტე­ბი, გა­მო­აკ­რან ამ­კრძა­ლა­ვი ნი­შა­ნი. დე­კემ­ბრის თვე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სპექ­ცი­ის შე­დე­გად სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დარ­ღვე­ვის 19 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და - და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო სა­ფერ­ფლე, ასე­ვე თამ­ბა­ქოს ნამ­წვის კვა­ლი სუნი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და­სა­ზო­გა­დო­ე­ბირ­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მარ­თა­ლია მცი­რე დარ­ღვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის სა­ერ­თო დი­ნა­მი­კა წარ­მა­ტე­ბუ­ლია:

"თამ­ბა­ქო გუ­ლის კო­რო­ნა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ინ­ფარ­ქტის და პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კი­ბოს, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სა და დი­ა­ბე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ნო­მე­რი პირ­ვე­ლი მკვლე­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბია. ამ და­ა­ვა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 60 პრო­ცენ­ტი, 85 პრო­ცენ­ტი ევ­რო­პა­ში და 94 პრო­ცენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2017 წელს მი­ი­ღო და 2018 წლის 1 მა­ი­სი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის დაც­ვის­კენ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა, 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემი აზ­რით, არ­ცთუ ური­გოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან სწო­რად მო­ე­კი­და, სწო­რად გა­ი­აზ­რა ყვე­ლა­ფე­რი. ერ­თე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია არის, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ცალ­სა­ხად წარ­მა­ტე­ბუ­ლია” - გან­მარ­ტავს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და­სა­ზო­გა­დო­ე­ბირ­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

2017 წლის 17 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა „თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, ხოლო გა­სუ­ლი წლის 26 ივ­ლისს ამ კა­ნო­ნის ახა­ლი რე­დაქ­ცია და­ამ­ტკი­ცა. „თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი 2018 წლის 1 მა­ი­სი­დან ამოქ­მედ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

არღვევენ თუ არა ქართველები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს

არღვევენ თუ არა ქართველები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს

დღეისათვის მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს მოხამრების შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველ 6 წამში, საშუალოდ, 1 ადამიანი კვდება.

გლობალურად, მწეველია მამაკაცთა 40 % და ქალთა 9 %. მე-20 საუკუნეში თამბაქომ 100 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 21-ე საუკუნეში თამბაქოს მიზეზით 1 მილიარდი ადამიანი გარდაიცვლება.

2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კაფე-ბარებში... ასევე, სავალდებულო გახდა შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილას თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული წესების და ამკრძალავი ნიშნის განთავსება.

კანონი თითქმის ათი თვეა მოქმედებს, თუმცა როგორც ჩანს, გარკვეული კანონდარღვევები ჯერ კიდევ ფიქსირდება. შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით 2018 წლის 1-ელი მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოვლინდა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის 271 შემთხვევა. აქედან 216 შემთხვევაში - წესები ფიზიკურმა პირებმა დაარღვიეს, ხოლო 55 - იურიდიულმა პირებმა.

ჯერ კიდევ აქტუალურია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა. მაგალითად, დეკემბერის თვეში ასეთი 3 ფაქტი დაფიქსირდა საქართველოში.

რაც შეეხება, მატარებლით მგზავრობისას სარკინიგზო ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევას, ბოლო თვეების განმავლობაში არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

შედარებით მტკივნეულია სიტუაცია დაწესებულებების მიმართულებით, რომელთაც ევალებათ შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე აღკვეთონ თამბაქოს მოხმარების ფაქტები, გამოაკრან ამკრძალავი ნიშანი. დეკემბრის თვეში ჩატარებული ინსპექციის შედეგად სხვადასხვა დაწესებულებაში დარღვევის 19 ფაქტი დაფიქსირდა - დაწესებულებაში იყო საფერფლე, ასევე თამბაქოს ნამწვის კვალი სუნი.

დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებირვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ მართალია მცირე დარღვევები ფიქსირდება, თუმცა კანონის აღსრულების საერთო დინამიკა წარმატებულია:

"თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტის და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და დიაბეტის მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, მსოფლიოში და საქართველოშიც, ნომერი პირველი მკვლელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ამ დაავადებებს უკავშირდება მსოფლიოში სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 60 პროცენტი, 85 პროცენტი ევროპაში და 94 პროცენტი საქართველოში.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო და 2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითად გადადგმული ნაბიჯია. კანონის აღსრულება, 10 თვის განმავლობაში, ჩემი აზრით, არცთუ ურიგოდ მიმდინარეობს. საზოგადოება საბედნიეროდ, ძალიან სწორად მოეკიდა, სწორად გაიაზრა ყველაფერი. ერთეული დარღვევები შესაძლებელია არის, თუმცა მიმდინარეობა ცალსახად წარმატებულია” - განმარტავს დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებირვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ხოლო გასული წლის 26 ივლისს ამ კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს