პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად" - ეკა ბესელიას საგანგებო განცხადება
"მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად" - ეკა ბესელიას საგანგებო განცხადება

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ეკა ბე­სე­ლი­ამ მმარ­თვე­ლი გუნ­დი და­ტო­ვა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ამ წუ­თებ­ში გა­ა­კე­თა.

„მივ­დი­ვარ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი­დან, რო­მე­ლიც და­ვა­ფუძ­ნე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად. მივ­დი­ვარ იქ, სა­დაც არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეკა ბე­სე­ლი­ამ გუ­შინ­დე­ლი კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ მი­ი­ღო, რად­გან უმ­რავ­ლე­სო­ბამ 9 დე­პუ­ტა­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს, მო­სა­მარ­თლე­თა უვა­დოდ და­ნიშ­ვნის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ, მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

დე­პუ­ტა­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ფორ­მატ­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მსჯე­ლობ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, კა­ნონპ­რო­ექტს კენ­ჭისყრა­ზე მხა­რი და­უ­ჭი­რა 45-მა დე­პუ­ტატ­მა, 17 წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და. კა­ნონპ­რო­ექ­ტი სულ 76 დე­პუ­ტა­ტის მხარ­და­ჭე­რას სა­ჭი­რო­ებ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა შე­ვი­დეს “სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში, რო­მე­ლიც 2024 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში მო­სა­მარ­თლე­თა უვა­დოდ გამ­წე­სე­ბის შე­ჩე­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას პარ­ლა­მენ­ტის ცხრა წევ­რი: ეკა ბე­სე­ლია, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ოთარ ჩრდი­ლე­ლი, ალექ­სან­დრე ერ­ქვა­ნია, ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე, კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე და ლე­ვან კო­ბე­რი­ძე აწე­რენ ხელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად" - ეკა ბესელიას საგანგებო განცხადება

"მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად" - ეკა ბესელიას საგანგებო განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას ამ წუთებში გააკეთა.

„მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, - განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 45-მა დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები