პოლიტიკა
სამხედრო

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილს გაგიუპატიურებთ და გაყურებინებთო..." - პოლიციაში ნაცემი ბრალდებული წელიწადზე მეტია საქმის გამოძიებას მოითხოვს
"შვილს გაგიუპატიურებთ და გაყურებინებთო..." - პოლიციაში ნაცემი ბრალდებული წელიწადზე მეტია საქმის გამოძიებას მოითხოვს

ბოლო დროს, მე­დი­ით რამ­დენ­ჯერ­მე გახ­მა­ურ­და პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლებ­ზე ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი. "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს" აქვს კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­სურ­ვე­ლი აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­სა თუ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში პი­რებს სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან.

საქ­მის მა­სა­ლე­ბი ცხად­ყოფს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში აღ­ძრავს საქ­მეს სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დე თით­ქმის არა­სო­დეს მიჰ­ყავს. ამას ადას­ტუ­რებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2017 წლის ან­გა­რი­შიც, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მი­თაა ნათ­ქვა­მი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ შე­საძ­ლო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებს ბო­ლომ­დე არ იძი­ებს.

სერ­გო მა­მა­სახ­ლი­სის საქ­მე

სერ­გო მა­მა­სახ­ლი­სი 2017 წლის 22 სექ­ტემ­ბერს დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. საქ­მის მა­სა­ლე­ბით, იგი ჯგუ­ფურ ყა­ჩა­ღო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმ დღეს თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შპს "ალ­ფას" ოთხი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და­ეს­ხა თავს. გა­წე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო მძარ­ცვე­ლებ­მა ვე­რა­ფე­რი წა­ი­ღეს, შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მა­მა­სახ­ლი­სი კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­დაც, რო­გორც თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ბა, მას გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე სცემ­დნენ და და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას სთხოვ­დნენ.

"სამ­სა­ხურს მოვ­რჩი და ვაგ­ზლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­დე­ქი. უცებ მო­ვიდ­ნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში და გა­და­მიყ­ვა­ნეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში. შე­მიყ­ვა­ნეს თუ არა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მა­შინ­ვე და­მი­წყეს ცემა, მთხოვ­დნენ და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას, რა უნდა მე­ღა­რე­ბი­ნა რაც არ ჩა­მი­დე­ნია? ერთ სა­ათ­ზე მეტი მცე­მეს, თავ­ში მირ­ტყამ­დნენ ხე­ლებს, ფე­ხებს, ბო­ლოს ფეხ­საც­მე­ლი გა­ი­ხა­დეს და იმას მირ­ტყამ­დნენ. სულ სამ­ნი იყ­ვნენ, მერე გა­ჩერ­დნენ ერთი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი. სხვა ოთახ­ში ამიყ­ვა­ნეს, სა­დაც 3-4 პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი ერ­თმა­ნეთ­ზე ჩა­მო­აც­ვეს და თავ­ზე გად­მო­მა­ფა­რეს, თან მცემ­დნენ.

ცე­მით რომ ბრა­ლი ვერ მა­ღი­ა­რე­ბი­ნეს, ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა: შენს არას­რულ­წლო­ვან შვილს თვალ­წინ გა­გი­უ­პა­ტი­უ­რებთ და გა­ყუ­რე­ბი­ნებ­თო. ერთი თერ­თმე­ტი წლის ბიჭი მყავს...

ამის თქმა იყო და მა­შინ­ვე ვა­ღი­ა­რე ბრა­ლი და ხე­ლიც მო­ვა­წე­რე შე­სა­ბა­მის სა­ბუთ­ზე. ყვე­ლას ამო­ვიც­ნობ დღე­საც, წე­ლი­წად­ზე მე­ტია გა­სუ­ლი და ჩემი თვა­ლე­ბი­დან არ ამო­ვა არც ერ­თის სახე. რამ­დე­ნი ხა­ნია ვი­თხოვ - მო­ა­წყონ ამოც­ნო­ბა, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან" - ამ­ბობს მა­მა­სახ­ლი­სი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რო­მე­ლიც "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" იუ­რის­ტებ­მა ჩა­ი­წე­რეს.

ბრა­ლის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, მა­მა­სახ­ლი­სი დიღ­მის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას­თან შე­ვი­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის შე­სა­ბა­მის ოქ­მში დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი ის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც და­კა­ვე­ბულს გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით აღე­ნიშ­ნე­ბო­და: "სი­წით­ლე ცხვირ­თან, ლო­ყებ­ზე, აღე­ნიშ­ნე­ბა მარ­ჯვე­ნა თვა­ლის სი­ლურ­ჯე, სი­წით­ლე­ე­ბი, სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და ნა­კაწ­რე­ბი ყე­ლის, ხე­ლის მტევ­ნის, იდაყ­ვის და ზურ­გის არე­ში. აღე­ნიშ­ნე­ბა თა­ვის გა­სი­ე­ბა მარ­ჯვე­ნა მხა­რეს" - ნათ­ქვა­მია ოქ­მში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი მა­მა­სახ­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა­მაც იგი­ვე და­ა­დას­ტუ­რა. მსჯავ­რდე­ბულ მა­მა­სახ­ლი­სის ფორ­მა #100-ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მას თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვა და თა­ვის ქა­ლის ტრავ­მა და­უდ­გინ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მა­მა­სახ­ლი­სი ნა­ცე­მი იყო.

ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს სა­სა­მარ­თლომ 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა და მა­მა­სახ­ლი­სი ახლა სას­ჯელს იხ­დის.

მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, ად­ვო­კატ დი­მიტ­რი ნო­ზა­ძის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე­ვე და­ა­ვა­ლა მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რორს.

"პრო­ცეს­ზე იმ­დე­ნად აშ­კა­რად ეტყო­ბო­და მსჯავ­რდე­ბულს, რომ სას­ტი­კად იყო ნა­ცე­მი, მო­სა­მარ­თლემ და­ა­ვა­ლა პრო­კუ­რორს საქ­მის აღ­ძვრა. საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ იმის იქით არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. უც­ნა­უ­რი ის არის, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცია თა­ვად პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ამ­ძი­მა და საქ­მე წა­მე­ბის მუხ­ლით აღ­ძრა და არა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე. რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას, მაგ­რამ პა­სუხს არ მცე­მენ რა ხდე­ბა, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი და მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა სა­ერ­თოდ.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის რომ, ეს ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს - და­კი­თხვა­ზე მი­სუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­დან ამო­იც­ნო მის ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე პირი. ეს თქვა და­კი­თხვა­ზეც და ამოც­ნო­ბა დღემ­დე არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ, არა­და, ეს ადა­მი­ა­ნი ითხოვს ამოც­ნო­ბა­სა და აცხა­დებს, რომ ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვს ყვე­ლა მათ­გა­ნის სახე“ - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ნო­ზა­ძემ.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ზე და მათ მიერ ჩა­დე­ნილ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სა­კუ­თარ ან­გა­რი­შებ­ში ხში­რად ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას. "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის“ იუ­რის­ტი ანი ნას­რაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში პრობ­ლე­მის მას­შტა­ბუ­რო­ბას უს­ვამს ხაზს და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს:

"ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია აწარ­მო­ებს არა­ერთ საქ­მეს, რომ­ლებ­შიც სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი თუ უბ­რა­ლოდ მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სით მი­სუ­ლი პი­რე­ბი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში ღიად აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დო მო­პყო­ბის, ფი­ზი­კუ­რი თუ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მსხვერ­პლე­ბი იყ­ვნენ. უპირ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მა რაც ამ თე­მის გან­ხილ­ვი­სას წა­მო­იჭ­რე­ბა, ეს არის შემ­თხვე­ვე­ბის არა­სა­თა­ნა­დო გა­მო­ძი­ე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც საქ­მეს დაგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ძრა­ვენ, რაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ აფერ­ხებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბას.

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა არას­წო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრა. მა­შინ რო­დე­საც აშ­კა­რა სა­ხე­ზეა წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, საქ­მე აღიძ­რე­ბა ხოლ­მე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით. ეს ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლია, რაც არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით, ეს ფაქ­ტი კი გა­მო­ძი­ე­ბას პირ­და­პირ უშ­ლის ხელს.

პრობ­ლე­მუ­რია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხიც. რო­დე­საც ადა­მი­ანს არ აქვს ასე­თი სტა­ტუ­სი, მას არ აქვს წვდო­მა სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად ვერ იგებს რა გა­ა­კე­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ მის საქ­მე­ში, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ი­პო­ვა და სა­ერ­თოდ გა­ა­კე­თა თუ არა რამე. პრო­კუ­რა­ტუ­რა თავს იკა­ვებს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლე­ბის დას­ჯის­გან. ამას ამ­ტკი­ცებს ის საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­ბიც ჩვენ პრაქ­ტი­კა­ში გვაქვს და ეს ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­შიც" - ამ­ბობს ანი ნას­რაშ­ვი­ლი.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­ე­პო­ვე­ბი­ნა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ეტაპ­ზეა სერ­გო მა­მა­სახ­ლი­სის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა. უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­კი­თხვა წე­რი­ლის სა­ხით მიგ­ვე­წე­რა, რა­ზეც პა­სუხს ათი სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში გაგ­ვცემ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"შვილს გაგიუპატიურებთ და გაყურებინებთო..." - პოლიციაში ნაცემი ბრალდებული წელიწადზე მეტია საქმის გამოძიებას მოითხოვს

"შვილს გაგიუპატიურებთ და გაყურებინებთო..." - პოლიციაში ნაცემი ბრალდებული წელიწადზე მეტია საქმის გამოძიებას მოითხოვს

ბოლო დროს, მედიით რამდენჯერმე გახმაურდა პოლიციის მიერ დაკავებულებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აქვს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ სასურველი აღიარების მოპოვების მიზნით სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებებსა თუ წინასწარი დაკავების იზოლატორებში პირებს სასტიკად უსწორდებიან.

საქმის მასალები ცხადყოფს, რომ საგამოძიებო ორგანო ყველა შემთხვევაში აღძრავს საქმეს სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პოლიციელების მიმართ, თუმცა გამოძიება ბოლომდე თითქმის არასოდეს მიჰყავს. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშიც, რომელშიც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ პროკურატურა სამართალდამცველების მიერ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ბოლომდე არ იძიებს.

სერგო მამასახლისის საქმე

სერგო მამასახლისი 2017 წლის 22 სექტემბერს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საქმის მასალებით, იგი ჯგუფურ ყაჩაღობაში მონაწილეობდა. იმ დღეს თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს "ალფას" ოთხი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. გაწეული წინააღმდეგობის გამო მძარცველებმა ვერაფერი წაიღეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაკავების შემდეგ მამასახლისი კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. სადაც, როგორც თავად დაკავებული ყვება, მას გონების დაკარგვამდე სცემდნენ და დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ.

"სამსახურს მოვრჩი და ვაგზლის ტერიტორიაზე ვიდექი. უცებ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჩამსვეს მანქანაში და გადამიყვანეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით მდებარე პოლიციის შენობაში. შემიყვანეს თუ არა განყოფილებაში, მაშინვე დამიწყეს ცემა, მთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას, რა უნდა მეღარებინა რაც არ ჩამიდენია? ერთ საათზე მეტი მცემეს, თავში მირტყამდნენ ხელებს, ფეხებს, ბოლოს ფეხსაცმელი გაიხადეს და იმას მირტყამდნენ. სულ სამნი იყვნენ, მერე გაჩერდნენ ერთი ნახევარი საათი. სხვა ოთახში ამიყვანეს, სადაც 3-4 პოლიეთილენის პარკი ერთმანეთზე ჩამოაცვეს და თავზე გადმომაფარეს, თან მცემდნენ.

ცემით რომ ბრალი ვერ მაღიარებინეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა: შენს არასრულწლოვან შვილს თვალწინ გაგიუპატიურებთ და გაყურებინებთო. ერთი თერთმეტი წლის ბიჭი მყავს...

ამის თქმა იყო და მაშინვე ვაღიარე ბრალი და ხელიც მოვაწერე შესაბამის საბუთზე. ყველას ამოვიცნობ დღესაც, წელიწადზე მეტია გასული და ჩემი თვალებიდან არ ამოვა არც ერთის სახე. რამდენი ხანია ვითხოვ - მოაწყონ ამოცნობა, მაგრამ არავითარი რეაგირება არ ყოფილა გამოძიების მხრიდან" - ამბობს მამასახლისი აუდიოჩანაწერში, რომელიც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტებმა ჩაიწერეს.

ბრალის აღიარების შემდეგ, მამასახლისი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მასთან შევიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ომბუდსმენის აპარატის შესაბამის ოქმში დეტალურადაა აღწერილი ის ფიზიკური დაზიანებები, რაც დაკავებულს გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა: "სიწითლე ცხვირთან, ლოყებზე, აღენიშნება მარჯვენა თვალის სილურჯე, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები ყელის, ხელის მტევნის, იდაყვის და ზურგის არეში. აღენიშნება თავის გასიება მარჯვენა მხარეს" - ნათქვამია ოქმში.

მოგვიანებით გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანილი მამასახლისის სამედიცინო შემოწმებამაც იგივე დაადასტურა. მსჯავრდებულ მამასახლისის ფორმა #100-ში ვკითხულობთ, რომ მას თავის ტვინის შერყევა და თავის ქალის ტრავმა დაუდგინდა. მოგვიანებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა, რომ მამასახლისი ნაცემი იყო.

ყაჩაღობაში ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მამასახლისი ახლა სასჯელს იხდის.

მისი უფლებადამცველის, ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის თქმით, სამართალდამცველების წინააღმდეგ საქმის აღძვრა სასამართლო პროცესზევე დაავალა მოსამართლემ პროკურორს.

"პროცესზე იმდენად აშკარად ეტყობოდა მსჯავრდებულს, რომ სასტიკად იყო ნაცემი, მოსამართლემ დაავალა პროკურორს საქმის აღძვრა. საქმის წარმოება დაიწყო, მაგრამ იმის იქით არაფერი გაკეთებულა. უცნაური ის არის, რომ კვალიფიკაცია თავად პროკურატურამ დაამძიმა და საქმე წამების მუხლით აღძრა და არა უფლებამოსილების გადამეტებით, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. რამდენჯერმე მივმართე პროკურატურას, მაგრამ პასუხს არ მცემენ რა ხდება, როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი და მიმდინარეობს თუ არა საერთოდ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ, ეს ადამიანი ამბობს - დაკითხვაზე მისული პოლიციელებიდან ამოიცნო მის ცემაში მონაწილე პირი. ეს თქვა დაკითხვაზეც და ამოცნობა დღემდე არ ჩაუტარებიათ, არადა, ეს ადამიანი ითხოვს ამოცნობასა და აცხადებს, რომ ძალიან კარგად ახსოვს ყველა მათგანის სახე“ - აღნიშნა დიმიტრი ნოზაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე და მათ მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე საკუთარ ანგარიშებში ხშირად ამახვილებენ ყურადღებას. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ანი ნასრაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში პრობლემის მასშტაბურობას უსვამს ხაზს და რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს:

"ჩვენი ორგანიზაცია აწარმოებს არაერთ საქმეს, რომლებშიც სხვადასხვა ბრალდებებით დაკავებული თუ უბრალოდ მოქალაქის სტატუსით მისული პირები პოლიციის განყოფილებებში ღიად აცხადებენ, რომ ისინი სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყობის, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლები იყვნენ. უპირველესი პრობლემა რაც ამ თემის განხილვისას წამოიჭრება, ეს არის შემთხვევების არასათანადო გამოძიება. ყველაზე ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმეს დაგვიანებით აღძრავენ, რაც მოგეხსენებათ აფერხებს მტკიცებულებების მოპოვებას და შესაბამისად დროულ გამოძიებას.

ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა არასწორი კვალიფიკაციით საქმეების აღძვრა. მაშინ როდესაც აშკარა სახეზეა წამება და არაადამიანური მოპყრობა, საქმე აღიძრება ხოლმე უფლებამოსილების გადამეტებით. ეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია, რაც არ ითვალისწინებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას მტკიცებულების სახით, ეს ფაქტი კი გამოძიებას პირდაპირ უშლის ხელს.

პრობლემურია დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხიც. როდესაც ადამიანს არ აქვს ასეთი სტატუსი, მას არ აქვს წვდომა სასამართლო საქმეებზე და შესაბამისად ვერ იგებს რა გააკეთა საგამოძიებო ორგანომ მის საქმეში, რა მტკიცებულებები მოიპოვა და საერთოდ გააკეთა თუ არა რამე. პროკურატურა თავს იკავებს პოლიციის თანამშრომელების დასჯისგან. ამას ამტკიცებს ის საქმეები, რომელბიც ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს და ეს ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშშიც" - ამბობს ანი ნასრაშვილი.

AMBEBI.GE შეეცადა პროკურატურისგან მოეპოვებინა საჯარო ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა სერგო მამასახლისის საქმის გამოძიება. უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული შეკითხვა წერილის სახით მიგვეწერა, რაზეც პასუხს ათი სამუშაო დღის ვადაში გაგვცემდნენ.

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე "თრეველ ჯის" დირექტორი და ამავე კომპანიის დაქირავებული "მარშრუტკის" მესაკუთრე დააკავეს

რა შემთხვევაში ექნება ნიკა მელიას საკანში ტელევიზორით სარგებლობის უფლება - პენიტენციური სამსახურის განცხადება

"თავს გრძნობს მხნედ... ერთადერთი მოთხოვნაა, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი" - ნიკა მელია საკანში სახალხო დამცველმა მოინახულა