მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქნებ ერთხელ სიკვდილიც მოკვდეს, იქნებ ერთხელაც პირდაპირ 25 გათენდეს" - რას წერს სანდრო სანაია გარდაცვლილ მამაზე
"იქნებ ერთხელ სიკვდილიც მოკვდეს, იქნებ ერთხელაც პირდაპირ 25 გათენდეს" - რას წერს სანდრო სანაია გარდაცვლილ მამაზე

ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას 44-ე იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მისი ვაჟი, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი სან­დრო სა­ნა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს წერს.

"არ ით­ქმის მარ­ტი­ვად, არც მოკ­ლედ. თუმ­ცა ამ ნათ­ქვამს არც და­სა­წყი­სი აქვს, არც ბოლო. უფრო სწო­რად, და­სა­წყი­სი არ უნდა ჰქო­ნო­და, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და. და­ი­წყო, მაგ­რამ არ დას­რულ­დე­ბა. რამ­დე­ნი სი­ტყვაც არ­სე­ბობს, იმ­დენ კომ­ბი­ნა­ცი­ას შევ­ქმნი. ჯერ არ მო­სუ­ლა 24 თე­ბერ­ვა­ლი, ჰო, არც მინ­და, რომ მო­ვი­დეს. იქ­ნებ ერთხე­ლაც პირ­და­პირ 25 გა­თენ­დეს. იქ­ნებ ერთხელ სიკ­ვდი­ლიც მოკ­ვდეს. ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე დღეა სხვა­ნა­ი­რი. ზო­გა­დად, ყვე­ლას­თვის ხომ და­ბა­დე­ბის დღემ­დე დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე დღე რა­ღაც­ნა­ი­რად იწე­ლე­ბა. ჰოდა ეგაა. არ მიყ­ვარს რა­ღა­ცებ­ზე ლა­პა­რა­კი. მხო­ლოდ ჩემ­თვის ვფიქ­რობ. მე-18 წე­ლია, პირ­ვე­ლი ბგე­რის ამოშ­ვე­ბი­სას სი­ტყვე­ბი ყელ­ში მე­ჩხი­რე­ბა. "გახ­სოვს რამე?", "სულ არა­ფე­რი?". ხო, არა­ფე­რი. არც ხმა, არც შე­ხე­ბა. ანუ, ვერც მო­მე­ნატ­რე­ბი, ვერც და­მაკ­ლდე­ბი. ეს სა­ა­თი ახლა მე მი­კე­თია. მეც დიდი მაქვს, მეც წვრი­ლი ძვა­ლი მაქვს. რამ­დენ­ჯე­რაც და­გი­ხე­დავს, ახლა მე უფრო მეტ­ჯერ დავ­ხე­დავ. არც 18 წელი გა­სუ­ლა, არც 44-ის ხდე­ბი. 26-ის ხარ, ჩემ­ზე ცოტა დიდი. მერე უკვე ჩემ­ზე პა­ტა­რაც იქ­ნე­ბი. მაგ­რამ თურ­მე ძა­ლი­ან დიდი დრო გა­ვი­და. ეს ცივი სამ­ყა­რო არ ყო­ფი­ლა შენ­თვის", - წერს სან­დრო სა­ნა­ია გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის შე­სა­ხებ.

გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი მკვლე­ლო­ბი­დან 18 წელი გა­ვი­და. სა­ნა­ია 2001 წლის 26 ივ­ლისს სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მე­გობ­რებ­მა მისი და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გეს, რაც 21:00-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" და­წყე­ბამ­დე სა­ნა­ია სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხად­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბამ კი მკვლე­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვას 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი დღემ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ რე­ა­ლუ­რი მკვლე­ლი და მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი და­უს­ჯე­ლია. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას არ ენ­დო­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"იქნებ ერთხელ სიკვდილიც მოკვდეს, იქნებ ერთხელაც პირდაპირ 25 გათენდეს" - რას წერს სანდრო სანაია გარდაცვლილ მამაზე

"იქნებ ერთხელ სიკვდილიც მოკვდეს, იქნებ ერთხელაც პირდაპირ 25 გათენდეს" - რას წერს სანდრო სანაია გარდაცვლილ მამაზე

ჟურნალისტ გიორგი სანაიას 44-ე იუბილესთან დაკავშირებით, მისი ვაჟი, ასევე ჟურნალისტი სანდრო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.

"არ ითქმის მარტივად, არც მოკლედ. თუმცა ამ ნათქვამს არც დასაწყისი აქვს, არც ბოლო. უფრო სწორად, დასაწყისი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. დაიწყო, მაგრამ არ დასრულდება. რამდენი სიტყვაც არსებობს, იმდენ კომბინაციას შევქმნი. ჯერ არ მოსულა 24 თებერვალი, ჰო, არც მინდა, რომ მოვიდეს. იქნებ ერთხელაც პირდაპირ 25 გათენდეს. იქნებ ერთხელ სიკვდილიც მოკვდეს. ყოველთვის დარჩენილი რამდენიმე დღეა სხვანაირი. ზოგადად, ყველასთვის ხომ დაბადების დღემდე დარჩენილი რამდენიმე დღე რაღაცნაირად იწელება. ჰოდა ეგაა. არ მიყვარს რაღაცებზე ლაპარაკი. მხოლოდ ჩემთვის ვფიქრობ. მე-18 წელია, პირველი ბგერის ამოშვებისას სიტყვები ყელში მეჩხირება. "გახსოვს რამე?", "სულ არაფერი?". ხო, არაფერი. არც ხმა, არც შეხება. ანუ, ვერც მომენატრები, ვერც დამაკლდები. ეს საათი ახლა მე მიკეთია. მეც დიდი მაქვს, მეც წვრილი ძვალი მაქვს. რამდენჯერაც დაგიხედავს, ახლა მე უფრო მეტჯერ დავხედავ. არც 18 წელი გასულა, არც 44-ის ხდები. 26-ის ხარ, ჩემზე ცოტა დიდი. მერე უკვე ჩემზე პატარაც იქნები. მაგრამ თურმე ძალიან დიდი დრო გავიდა. ეს ცივი სამყარო არ ყოფილა შენთვის", - წერს სანდრო სანაია გარდაცვლილი მამის შესახებ.

გიორგი სანაიას საიდუმლოებით მოცული მკვლელობიდან 18 წელი გავიდა. სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მეგობრებმა მისი დაღუპვის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც 21:00-საათიანი "კურიერის" დაწყებამდე სანაია სამსახურში არ გამოცხადდა.

ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ. გამოძიებამ კი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა.

მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს