მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებაზე ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებაზე ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

თურ­ქეთ­ში ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ქარ­თულ და თურ­ქულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში ქურ­დო­ბი­სათ­ვის და­ა­კა­ვეს ან­ტა­ლი­ა­ში სპორ­ტულ შეკ­რე­ბა­ზე მყო­ფი ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის - „ცხინ­ვა­ლის“ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია - ფეხ­ბურ­თის მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა, არ და­უშ­ვას ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის იმი­ჯის შე­ლახ­ვა, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით, მო­უ­წო­დებს სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ცხინ­ვალს“, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი კა­ნონ­დამ­რღვევ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია გმობს ყვე­ლა იმ ქმე­დე­ბას, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა არამ­ხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის, არა­მედ ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე,“ - ნათ­ქვა­მია ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თურ­ქეთ­ში ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ცხინ­ვა­ლის“ ხუთი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც თურ­ქუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, ქურ­დო­ბის ფაქ­ტი ან­ტა­ლი­ა­ში მდე­ბა­რე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში და­ფიქ­სირ­და.

„სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის და­ხურ­ვის შემ­დეგ, შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბი მო­პა­რუ­ლი იყო. ად­გილ­ზე პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი და­ად­გი­ნა. გი­ორ­გი ბ, კახა კ, პა­პუ­ნა მ, დათა ს. და გუ­რამ მ. ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში და­ა­კა­ვეს.

სპორ­ტსმე­ნე­ბი, ან­ტა­ლი­ა­ში წი­ნა­სა­სე­ზო­ნო შეკ­რე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ“, - წერს თურ­ქუ­ლი მე­დია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებაზე ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებაზე ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - „ცხინვალის“ ფეხბურთელები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე,“ - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთში ქურდობის ბრალდებით საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

როგორც თურქული მედია იუწყება, ქურდობის ფაქტი ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრში დაფიქსირდა.

„სავაჭრო ცენტრის დახურვის შემდეგ, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნივთები მოპარული იყო. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სათვალთვალო კამერების შესწავლის შემდეგ, პოლიციამ ეჭვმიტანილები დაადგინა. გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

სპორტსმენები, ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ“, - წერს თურქული მედია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს