საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავის სარჩენად თურქეთში წავედი და ხალიჩებს ვრეცხავდი..." - რატომ გაათავისუფლა 2012 წელს ლადო აფხა­ზა­ვა ლანჩხუთის გამგებელმა სამსახურიდან
"თავის სარჩენად თურქეთში წავედი და ხალიჩებს ვრეცხავდი..." - რატომ გაათავისუფლა 2012 წელს ლადო აფხა­ზა­ვა ლანჩხუთის გამგებელმა სამსახურიდან

სო­ფელ ჩი­ბა­თის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლადო აფხა­ზა­ვა, რო­მე­ლიც "მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს" ათ ფი­ნა­ლის­ტს შო­რის და­სა­ხელ­და, ბოლო დღე­ებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სის ქვე­შაა. მის შე­სა­ხებ ბევ­რი ით­ქვა და და­ი­წე­რა, თუმ­ცა, ძა­ლი­ან ცო­ტამ იცის, რომ აფხა­ზა­ვა 2013 წელს, მას შემ­დეგ რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და და ლან­ჩხუთ­ში ახა­ლი გამ­გე­ბე­ლი და­ი­ნიშ­ნა, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ამის შე­სა­ხებ "გუ­რია ნი­უ­სი" წერს. რო­გორც გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას ლადო აფხა­ზა­ვა ამ­ბობს, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ მას ბრძო­ლის უნა­რი შე­მა­ტა:

"რო­გორც კი ზაზა ურუ­შა­ძე მო­ვი­და (ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყო­ფი­ლი გამ­გე­ბე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“) მა­ლე­ვე გა­მიშ­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ვი­ყა­ვი აყ­ვა­ნი­ლი და შე­მი­ჩე­რეს და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში. იგი ლან­ჩხუ­თე­ლი არ იყო და ჩემ­ზე ამ­ბე­ბი მი­უ­ტა­ნეს, ზოგი - მარ­თა­ლი, ზო­გიც - ტყუ­ი­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში დიდი პრო­ექ­ტი მქონ­და მო­გე­ბუ­ლი და ახალ­გაზ­რდებ­თან ვმუ­შა­ობ­დი.

ხში­რად ვხვდე­ბო­დი მათ სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის შეკ­რე­ბებ­ზე. მათ შო­რის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“. ვა­კე­თებ­დი გა­მო­კი­თხვებს, ვწერ­დით ვი­დე­ო­ებს და ვა­ტა­რებ­დით კვლე­ვებს. დღე­საც მაქვს ეს მა­სა­ლე­ბი შე­ნა­ხუ­ლი და ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს ვი­ყე­ნებ. მა­შინ ურუ­შა­ძეს უთხრეს, რომ 2012 წელს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხა­რეს ვი­ყა­ვი და ალ­ბათ ეს იყო ჩემი გაშ­ვე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი.

თუმ­ცა, ასე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. მე ყო­ველ­თვის ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი - ახალ­გაზ­რდებ­თან ვმუ­შა­ობ­დი. ერთი ფაქ­ტი მახ­სენ­დე­ბა - 2012 წელს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ახალ­გაზ­რდულ პარ­ლა­მენ­ტთან. თით­ქმის ყვე­ლა სკო­ლი­დან იყ­ვნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტში.

მახ­სოვს, პარკში შე­ვიკ­რი­ბეთ. მა­შინ, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩათ­ვა­ლა, რომ მათ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ხრით ვმუ­შა­ობ­დი. ამ დროს კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ახალ­გაზ­რდე­ბის შეკ­რე­ბა იყო" - იხ­სე­ნებს აფხა­ზა­ვა, რო­მელ­საც გამ­გე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, თურ­ქეთ­ში მო­უხ­და სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა:

"თავი რომ მერ­ჩი­ნა, თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ და იქ ხა­ლი­ჩებს ვრე­ცხავ­დი. დარ­ჩე­ნა­საც ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ე­ბის სიყ­ვა­რულ­მა მძლია და ჩა­მო­ვე­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლა­ში 50 ლარი იყო ჩემი ხელ­ფა­სი" - უთხრა "გუ­რია ნი­უსს" აფხა­ზა­ვამ, რომ­ლის თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა დღეს 300 ლა­რამ­დეა.

შე­გახ­სე­ნებთ, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლადო აფხა­ზა­ვა 2017 წელს „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს" მფლო­ბე­ლი გახ­და, რა­მაც მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო კონ­კურ­სში The Global Teacher Prize, რომ­ლის ფარ­გლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნილ მას­წავ­ლე­ბელს ყო­ველ­წლი­უ­რად ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ფუ­ლად ჯილ­დოს გა­დას­ცე­მენ. წელს ამ პრი­ზის­თვის აფხა­ზა­ვას გარ­და კი­დევ 49 ფი­ნა­ლის­ტი იბ­რძო­და.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "გუ­რია ნი­უს­ზე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"თავის სარჩენად თურქეთში წავედი და ხალიჩებს ვრეცხავდი..." - რატომ გაათავისუფლა 2012 წელს ლადო აფხა­ზა­ვა ლანჩხუთის გამგებელმა სამსახურიდან

"თავის სარჩენად თურქეთში წავედი და ხალიჩებს ვრეცხავდი..." - რატომ გაათავისუფლა 2012 წელს ლადო აფხა­ზა­ვა ლანჩხუთის გამგებელმა სამსახურიდან

სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორის დასახელდა, ბოლო დღეებში საზოგადოების დიდი ინტერესის ქვეშაა. მის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა, ძალიან ცოტამ იცის, რომ აფხაზავა 2013 წელს, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა და ლანჩხუთში ახალი გამგებელი დაინიშნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ "გურია ნიუსი" წერს. როგორც გამოცემასთან საუბრისას ლადო აფხაზავა ამბობს, სამსახურიდან გათავისუფლებამ მას ბრძოლის უნარი შემატა:

"როგორც კი ზაზა ურუშაძე მოვიდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი "ქართული ოცნებიდან“) მალევე გამიშვა სამსახურიდან. ხელშეკრულებით ვიყავი აყვანილი და შემიჩერეს დაახლოებით ერთ თვეში. იგი ლანჩხუთელი არ იყო და ჩემზე ამბები მიუტანეს, ზოგი - მართალი, ზოგიც - ტყუილი. იმ პერიოდში დიდი პროექტი მქონდა მოგებული და ახალგაზრდებთან ვმუშაობდი.

ხშირად ვხვდებოდი მათ სხვადასხვა პარტიის შეკრებებზე. მათ შორის „ქართული ოცნების“, ნაციონალური მოძრაობის“. ვაკეთებდი გამოკითხვებს, ვწერდით ვიდეოებს და ვატარებდით კვლევებს. დღესაც მაქვს ეს მასალები შენახული და ბავშვებთან მუშაობის დროს ვიყენებ. მაშინ ურუშაძეს უთხრეს, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ვიყავი და ალბათ ეს იყო ჩემი გაშვების ერთ-ერთი მიზეზი.

თუმცა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არასდროს ვყოფილვარ. მე ყოველთვის ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი - ახალგაზრდებთან ვმუშაობდი. ერთი ფაქტი მახსენდება - 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ვთანამშრომლობდი ახალგაზრდულ პარლამენტთან. თითქმის ყველა სკოლიდან იყვნენ მოსწავლეები ჩართული პროექტში.

მახსოვს, პარკში შევიკრიბეთ. მაშინ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მათთან პოლიტიკური განხრით ვმუშაობდი. ამ დროს კი ჩვეულებრივი, ახალგაზრდების შეკრება იყო" - იხსენებს აფხაზავა, რომელსაც გამგეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთში მოუხდა სამუშაოდ წასვლა:

"თავი რომ მერჩინა, თურქეთში წავედი სამუშაოდ და იქ ხალიჩებს ვრეცხავდი. დარჩენასაც ვაპირებდი, მაგრამ მოსწავლეების სიყვარულმა მძლია და ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში 50 ლარი იყო ჩემი ხელფასი" - უთხრა "გურია ნიუსს" აფხაზავამ, რომლის თვიური ანაზღაურება დღეს 300 ლარამდეა.

შეგახსენებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2017 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" მფლობელი გახდა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ. წელს ამ პრიზისთვის აფხაზავას გარდა კიდევ 49 ფინალისტი იბრძოდა.

წაიკითხეთ ვრცლად "გურია ნიუსზე"

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის„ქართული სახვითი ხელოვნება აბრეშუმზე“ პრეზენტაცია გამართა

როგორ მოვამზადოთ ოთახი ახალშობილისთვის

"სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ" - რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში გამეფებულ ნეგატიურ ფონზე?