ავტორი:

რა ინფორმაცია აქვს საკონსულოს თურქეთში დაკავებულ ქართველ ფეხბურთელებზე

რა ინფორმაცია აქვს საკონსულოს თურქეთში დაკავებულ ქართველ ფეხბურთელებზე

თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები სავარაუდოდ, გუშინ, სასამართლოს დარბაზიდანვე, გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თურქეთში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან.

„თარჯიმნის პრობლემა იყო და ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეული არ გვაქვს, თუმცა კონსული ჩართულია ამ საკითხში. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მათ შორის ის, თუ როდემდეა ქვეყნიდან გაუსვლელობა, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა და ა.შ. დაზუსტებით ყველაფერს ვარკვევთ და მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაციას“, - განუცხადეს საკონსულოში „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქურდობის ბრალდებით საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს