ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
"დღეს იყო უმრავლესობის ფორმატში ჩემი ბოლო გამოსვლა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის გუნდის დატოვების საკითხზე განცხადების გაკეთებას ხვალ, 12:00 საათზე გეგმავს.