პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 11 წლის ბიჭი, რომელსაც კარლ ლაგერფილდის ქონების ნაწილი დარჩება
ვინ არის 11 წლის ბიჭი, რომელსაც კარლ ლაგერფილდის ქონების ნაწილი დარჩება

19 თე­ბერ­ვალს ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, Chanel-ის მო­დის სახ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი კარლ ლა­გერ­ფილ­დი გარ­და­იც­ვა­ლა. მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ერთ-ერთი მთა­ვა­რი კი­თხვაა, ვის დარ­ჩე­ბა 85 წლის დი­ზა­ი­ნე­რის 400 მი­ლი­ონ ევ­როდ შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა. ამ ქო­ნე­ბის მემ­კვიდ­რე­ე­ბი კი სა­ვა­რა­უ­დოდ, დი­ზა­ი­ნე­რის ბირ­მუ­ლი კატა შუ­პე­ტი და 11 წლის ნათ­ლუ­ლი ჰადსონ კრო­ე­ნი­გი გახ­დე­ბი­ან.

შუ­პე­ტი, რო­მე­ლიც უამ­რავ რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს, ლა­გერ­ფილდს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და.

"ის ჩემი სამ­ყა­როს ცენ­ტრია, მის მოძ­რა­ო­ბა­ში რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს ვხე­დავ. მისი ელე­გან­ტუ­რო­ბა ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­როა" - ამ­ბობ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში დი­ზა­ი­ნე­რი საყ­ვა­რე­ლი კა­ტის შე­სა­ხებ.

მი­უ­ხე­და­ვად შუ­პე­ტის სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ლა­გერ­ფილ­დის ერთ-ერთ მთა­ვარ მემ­კვიდ­რედ მა­ინც 11 წლის ჰადსონს მი­იჩ­ნე­ვენ. საფ­რან­გე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ლა­გერ­ფილდს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა მთე­ლი ქო­ნე­ბა ცხო­ვე­ლის­თვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ჰადსო­ნის­თვის მემ­კვიდ­რე­ო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ის ვერ გან­კარ­გავს ქო­ნე­ბას, სა­ნამ სრულ­წლო­ვა­ნი არ გახ­დე­ბა.

ჰადსო­ნი ცნო­ბი­ლი მო­დე­ლის და ლა­გერ­ფილ­დის მუ­ზის - ბრედ კრო­ე­ნი­გის შვი­ლია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლა­გერ­ფილ­დი პა­ტა­რა ჰადსონ­ში სა­კუ­თარ თავს ხე­დავ­და.

უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ლა­გერ­ფილ­დის წყა­ლო­ბით მი­აღ­წია ბრედ კრო­ე­ნიგ­მა წარ­მა­ტე­ბას. დი­ზა­ი­ნერს სურ­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გად ექ­ცე­ო­და ბრედს და მის მე­უღ­ლეს ნი­კოლს, ხოლო მას შემ­დეგ, რაც პა­ტა­რა ჰადსო­ნი და­ი­ბა­და, ლა­გერ­ფილდს შეს­თა­ვა­ზეს, რომ ის გამ­ხდა­რი­ყო ბი­ჭის ნათ­ლია.

Chanel-ის მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და ჰადსო­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის. ხში­რად ხუმ­რო­ბით იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ ჰადსო­ნი Chanel-ის პო­დი­უმ­ზე გა­ი­ზარ­და. ბიჭს „პო­დი­უ­მის პრინ­ცი“ შე­არ­ქვეს, ის წლე­ბია ჩვე­ნე­ბებ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პირ­ვე­ლად ჰადსო­ნი პო­დი­უმ­ზე 2 წლის ასაკ­ში მა­მას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა.

„ზუს­ტად არ მახ­სოვს რო­დის შედ­გა ჩემი დე­ბი­უ­ტი, ალ­ბათ ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ახლა თავს კარ­გად ვგრძნობ“, - ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ლა­გერ­ფილ­დის ნათ­ლუ­ლი.

მო­ამ­ზა­და ეკა გა­და­ხა­ბა­ძემ

ავტორი:

ვინ არის 11 წლის ბიჭი, რომელსაც კარლ ლაგერფილდის ქონების ნაწილი დარჩება

ვინ არის 11 წლის ბიჭი, რომელსაც კარლ ლაგერფილდის ქონების ნაწილი დარჩება

19 თებერვალს ლეგენდარული დიზაინერი, Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, ვის დარჩება 85 წლის დიზაინერის 400 მილიონ ევროდ შეფასებული ქონება. ამ ქონების მემკვიდრეები კი სავარაუდოდ, დიზაინერის ბირმული კატა შუპეტი და 11 წლის ნათლული ჰადსონ კროენიგი გახდებიან.

შუპეტი, რომელიც უამრავ რეკლამაში გადაიღეს, ლაგერფილდს განსაკუთრებულად უყვარდა.

"ის ჩემი სამყაროს ცენტრია, მის მოძრაობაში რაღაც განსაკუთრებულს ვხედავ. მისი ელეგანტურობა ჩემი შთაგონების წყაროა" - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში დიზაინერი საყვარელი კატის შესახებ.

მიუხედავად შუპეტის სიყვარულისა, ლაგერფილდის ერთ-ერთ მთავარ მემკვიდრედ მაინც 11 წლის ჰადსონს მიიჩნევენ. საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, ლაგერფილდს არ ჰქონდა უფლება მთელი ქონება ცხოველისთვის დაეტოვებინა. ჰადსონისთვის მემკვიდრეობის დატოვების შემთხვევაში კი ის ვერ განკარგავს ქონებას, სანამ სრულწლოვანი არ გახდება.

ჰადსონი ცნობილი მოდელის და ლაგერფილდის მუზის - ბრედ კროენიგის შვილია. როგორც ამბობენ, ლაგერფილდი პატარა ჰადსონში საკუთარ თავს ხედავდა.

უცხოური გამოცემების მიხედვით, სწორედ ლაგერფილდის წყალობით მიაღწია ბრედ კროენიგმა წარმატებას. დიზაინერს სურდა ოჯახი ჰყოლოდა და განსაკუთრებულად კარგად ექცეოდა ბრედს და მის მეუღლეს ნიკოლს, ხოლო მას შემდეგ, რაც პატარა ჰადსონი დაიბადა, ლაგერფილდს შესთავაზეს, რომ ის გამხდარიყო ბიჭის ნათლია.

Chanel-ის მთავარი დიზაინერი ყველაფერს აკეთებდა ჰადსონის წარმატებისთვის. ხშირად ხუმრობით იმასაც ამბობდნენ, რომ ჰადსონი Chanel-ის პოდიუმზე გაიზარდა. ბიჭს „პოდიუმის პრინცი“ შეარქვეს, ის წლებია ჩვენებებში იღებს მონაწილეობას. პირველად ჰადსონი პოდიუმზე 2 წლის ასაკში მამასთან ერთად გამოჩნდა.

„ზუსტად არ მახსოვს როდის შედგა ჩემი დებიუტი, ალბათ ძალიან შეშინებული ვიყავი, თუმცა ახლა თავს კარგად ვგრძნობ“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ლაგერფილდის ნათლული.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს