პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკის" საკითხზე განმარტებას აკეთებს
ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკის" საკითხზე განმარტებას აკეთებს

"თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში ინ­ვეს­ტორ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვას, რაც სექ­ტო­რის მი­მართ ინ­ტე­რესს და ნდო­ბას ზრდის.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, რო­გორც წესი, თავს იკა­ვებს სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბი­სა­გან, თუმ­ცა თი­ბი­სი ბან­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ აქ­ცი­ო­ნე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ცხად­ჰყოფს, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ულ­მა დე­ფი­ციტ­მა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. ამით ზი­ან­დე­ბა სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის რე­პუ­ტა­ცია და ნდო­ბა მის მი­მართ. სწო­რედ ამი­ტომ, გვსურს მო­გა­წო­დოთ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია.

"სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის 2018 წლის 7 აგ­ვის­ტოს შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და 2012 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტრან­ზაქ­ცი­ებს, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა და­ი­წყო შე­მოწ­მე­ბა. შე­მოწ­მე­ბი­სას გა­მოვ­ლინ­და თი­ბი­სი ბან­კში ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვე­ბი, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სებ-ის და­მა­ტე­ბი­თი შეს­წავ­ლი­სას და­დას­ტურ­და. კერ­ძოდ, აღ­მოჩ­ნდა, რომ პრო­ცე­სე­ბი სა­თა­ვეს იღებს 2007-2008 წლე­ბი­დან, რო­დე­საც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ, ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით, კომ­პა­ნი­ე­ბის (შპს „სამ­გო­რი M"და შპს „სამ­გო­რი თრე­ი­დი") გა­მო­ყე­ნე­ბით, ბან­კი­დან ისეს­ხეს ჯამ­ში 16.7 მლნ აშშ დო­ლა­რი. 2008 წლის დე­კემ­ბერ­ში ეს თან­ხა ბან­კის მიერ ბა­ლან­სი­დან ჩა­მო­ი­წე­რა, რი­თაც თი­ბი­სი ბან­კის 2008 წლის მო­გე­ბა ჯამ­ში 16.7 მლნ აშშ დო­ლა­რით შემ­ცირ­და. ამას­თა­ნა­ვე, ფაქ­ტობ­რი­ვად არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა სეს­ხე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და­სა­კუთ­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ ჩა­ტარ­და თე­მა­ტუ­რი შე­მოწ­მე­ბა თი­ბი­სი ბან­კის საკ­რე­დი­ტო პორ­ტფე­ლის ხა­რის­ხის შეს­წავ­ლის მიზ­ნით. თე­მა­ტუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მოწ­მე­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. ვი­ნა­ი­დან ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გავ­ლით, ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პირ­და­პირ არ იკ­ვე­თე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ამ შე­მოწ­მე­ბი­სას ვერ მოხ­და ხსე­ნე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. ასე­ვე, ძა­ლი­ან მოკ­ლე ვა­და­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ამ სეს­ხე­ბის ჩა­მო­წე­რა, რის გა­მოც, აღ­ნიშ­ნუ­ლი სეს­ხე­ბი ვე­ღარ მოხ­ვდა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შემ­დგო­მი შე­მოწ­მე­ბე­ბის არე­ალ­ში, მათ შო­რის, ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის კუ­თხით. თი­ბი­სი ბან­კის აქ­ცი­ე­ბის ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე გან­თავ­სე­ბამ­დე, ბან­კმა გა­ი­ა­რა დე­ტა­ლუ­რი აუ­დი­ტი, რო­მელ­შიც 2008 წლის სეს­ხე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ასე­ვე ვერ მოხ­დე­ბო­და, რად­გან, აუ­დი­ტის მო­მენ­ტი­სათ­ვის, ეს სეს­ხე­ბი უკვე დიდი ხნის ჩა­მო­წე­რი­ლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, მცდა­რია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი ადრე აღ­მო­ჩე­ნი­ლი იყო ან ბან­კი უკვე იყო ამ სა­კი­თხზე და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სებ-ის სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ჩარ­ჩო ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დით შე­ზღუ­დუ­ლი არ არის.

ბან­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბის ბიზ­ნე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის მა­ღა­ლი რის­კე­ბი მუდ­მი­ვად იყო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. 2014 - 2017 წლებ­ში ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, სებ-ი თან­მიმ­დევ­რუ­ლად ცდი­ლობ­და ბან­კში კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მარ­თვის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ეს სა­კი­თხი ხაზ­გას­მუ­ლი იყო 2018 წლის თე­ბერ­ვლის „რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თო პროგ­რა­მის" (General Risk Assessment Program) წე­რილ­ში (იხ. და­ნარ­თი), რო­მე­ლიც ბანკს უწე­სებს და­მა­ტე­ბი­თი კა­პი­ტა­ლის მო­თხოვ­ნას.

2018 წლის სექ­ტემ­ბრის შე­მოწ­მე­ბის (რო­მე­ლიც 2007-2008 წლის ტრან­ზაქ­ცი­ებს ეხე­ბო­და) შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და მისი მო­ად­გი­ლის მიერ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბის გამო, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, მისი მან­და­ტი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ვალ­დე­ბუ­ლი იყო გა­და­ედ­გა შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი. კერ­ძოდ, 2018 წლის 19 ნო­ემ­ბრის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით:

ბანკს აეკ­რძა­ლა ახა­ლი სეს­ხე­ბის და გა­რან­ტი­ე­ბის გა­ცე­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­ზე, ასე­ვე მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებ­ზე;

თი­ბი­სი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დე­ბელ წევ­რებს მი­ე­ცათ 2 თვის ვადა, რათა წარ­მო­ედ­გი­ნა თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია ბან­კის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბის მიერ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით;

თი­ბი­სი ბანკს და­ე­კის­რა ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა 1,1 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბით; ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­თხოვ­ნი­სა და ორ­თვი­ა­ნი ვა­დის მი­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, თი­ბი­სი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პა­სუხ­მა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ლო­დი­ნი. 2019 წლის 13 თე­ბერ­ვალს, სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის კო­მი­ტეტ­ზე გან­ხილ­ვის შე­დე­გად, სებ-მა ბან­კის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს მოს­თხო­ვა: ა) სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და მისი მო­ად­გი­ლის თი­ბი­სი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­დან გაწ­ვე­ვა; ბ) მი­ნო­რი­ტა­რი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ორი ახა­ლი წევ­რის და­მა­ტე­ბა.

აქვე უნდა და­ვა­ზუს­ტოთ, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ეხე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის ყოფ­ნას თი­ბი­სი ბან­კის საბ­ჭოს ზემ­დგომ ორ­გა­ნო­ში TBC BANK GROUP PLC-ში (თი­ბი­სი ბან­კის 100%-იანი მფლო­ბე­ლი ლონ­დონ­ში) და ასე­ვე არ ეხე­ბა მათ წი­ლებს თი­ბი­სი ბან­კში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ზო­მე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ბან­კის კორ­პო­რა­ცი­ულ მარ­თვას.

გვსურს ხაზი გა­ვუს­ვათ, რომ სებ-ის მიერ 2019 წლის 13 თე­ბერ­ვალს გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ზო­მე­ბი არ ვრცელ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ თი­ბი­სი ბანკზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბი მი­მარ­თუ­ლია მხო­ლოდ ბან­კის მმარ­თვე­ლო­ბის სტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ერთი ან ორი პი­რის მხრი­დან საბ­ჭო­ზე გავ­ლე­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ზე.

თი­ბი­სი ბან­კი არის სის­ტე­მუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის ბან­კი, შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბან­კის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მარ­თვის სტრუქ­ტუ­რა და ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის პო­ლი­ტი­კა მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის შე­სა­ბა­მი­სი იყოს. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვალ­დე­ბუ­ლი იყო, ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა სის­ტე­მუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის ბან­კში კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­სა და სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ნორ­მე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვებ­ზე. გვინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ სწო­რედ სებ-ის პრინ­ცი­პუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სის­ტე­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­და რე­გი­ონ­ში. უკომ­პრო­მი­სო სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის შე­დე­გია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ორი მსხვი­ლი ბან­კის აქ­ცი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მა­ღა­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს. ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი შე­სუს­ტე­ბა ან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცია, და­ა­ზი­ა­ნებს იმ სარ­გე­ბელს, რაც სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­მა და მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბით, რა­საც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, ბუ­ნებ­რი­ვია, არ და­უშ­ვებს.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტია. რე­გუ­ლა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბაა მი­ი­ღოს სა­ჭი­რო, ზოგ­ჯერ - რთუ­ლი და არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ზო­მე­ბი სის­ტე­მა­ში რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნის ჯგუ­ფე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა, სებ-ი, მისი ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მან­და­ტით, მო­მა­ვალ­შიც, სრუ­ლად და დარ­ღვე­ვის პრო­პორ­ცი­უ­ლად, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა იმ სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­სა­ღი სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკის" საკითხზე განმარტებას აკეთებს

ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკის" საკითხზე განმარტებას აკეთებს

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს. როგორც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაცია აღნიშნული, ეროვნული ბანკის საქმიანობა ემსახურება საფინანსო სექტორში ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვას, რაც სექტორის მიმართ ინტერესს და ნდობას ზრდის.

ეროვნული ბანკი, როგორც წესი, თავს იკავებს საზედამხედველო ღონისძიებების გასაჯაროებისაგან, თუმცა თიბისი ბანკის დამფუძნებელ აქციონერებთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები ცხადჰყოფს, რომ ინფორმაციულმა დეფიციტმა სპეკულაციებისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელება განაპირობა. ამით ზიანდება საფინანსო სექტორის რეპუტაცია და ნდობა მის მიმართ. სწორედ ამიტომ, გვსურს მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.

"საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა 2012 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შემოწმება. შემოწმებისას გამოვლინდა თიბისი ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევები, რაც მოგვიანებით სებ-ის დამატებითი შესწავლისას დადასტურდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ პროცესები სათავეს იღებს 2007-2008 წლებიდან, როდესაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, კომპანიების (შპს „სამგორი M"და შპს „სამგორი თრეიდი") გამოყენებით, ბანკიდან ისესხეს ჯამში 16.7 მლნ აშშ დოლარი. 2008 წლის დეკემბერში ეს თანხა ბანკის მიერ ბალანსიდან ჩამოიწერა, რითაც თიბისი ბანკის 2008 წლის მოგება ჯამში 16.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამასთანავე, ფაქტობრივად არ განხორციელებულა სესხების უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების დასაკუთრება.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ ჩატარდა თემატური შემოწმება თიბისი ბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხის შესწავლის მიზნით. თემატურობიდან გამომდინარე, შემოწმება არ ითვალისწინებდა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის იდენტიფიცირებას. ვინაიდან ტრანზაქციები განხორციელდა ზემოხსენებული კომპანიების გავლით, ადმინისტრატორების მონაწილეობა პირდაპირ არ იკვეთებოდა. შესაბამისად, ამ შემოწმებისას ვერ მოხდა ხსენებული დარღვევების აღმოჩენა. ასევე, ძალიან მოკლე ვადაში განხორციელდა ამ სესხების ჩამოწერა, რის გამოც, აღნიშნული სესხები ვეღარ მოხვდა ეროვნული ბანკის შემდგომი შემოწმებების არეალში, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის კუთხით. თიბისი ბანკის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებამდე, ბანკმა გაიარა დეტალური აუდიტი, რომელშიც 2008 წლის სესხების აღმოჩენა, დიდი ალბათობით, ასევე ვერ მოხდებოდა, რადგან, აუდიტის მომენტისათვის, ეს სესხები უკვე დიდი ხნის ჩამოწერილი იყო. შესაბამისად, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს ტრანზაქციები ადრე აღმოჩენილი იყო ან ბანკი უკვე იყო ამ საკითხზე დაჯარიმებული. აქვე აღვნიშნავთ, რომ სებ-ის საზედამხედველო ჩარჩო ხანდაზმულობის ვადით შეზღუდული არ არის.

ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკები მუდმივად იყო ეროვნული ბანკის ყურადღების ცენტრში. 2014 - 2017 წლებში ინტერესთა კონფლიქტის რისკების შემცირების მიზნით, სებ-ი თანმიმდევრულად ცდილობდა ბანკში კორპორაციული მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. სხვა საკითხებთან ერთად, ეს საკითხი ხაზგასმული იყო 2018 წლის თებერვლის „რისკების შეფასების საერთო პროგრამის" (General Risk Assessment Program) წერილში (იხ. დანართი), რომელიც ბანკს უწესებს დამატებითი კაპიტალის მოთხოვნას.

2018 წლის სექტემბრის შემოწმების (რომელიც 2007-2008 წლის ტრანზაქციებს ეხებოდა) შედეგად აღმოჩენილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამო, ეროვნული ბანკი, მისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, ვალდებული იყო გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები. კერძოდ, 2018 წლის 19 ნოემბრის ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით:

ბანკს აეკრძალა ახალი სესხების და გარანტიების გაცემა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე მათთან დაკავშირებულ პირებზე;

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მიეცათ 2 თვის ვადა, რათა წარმოედგინა თავიანთი პოზიცია ბანკის ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით;

თიბისი ბანკს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1,1 მლნ ლარის ოდენობით; ეროვნული ბანკის მოთხოვნისა და ორთვიანი ვადის მიცემის მიუხედავად, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი პასუხმა ვერ დააკმაყოფილა ეროვნული ბანკის მოლოდინი. 2019 წლის 13 თებერვალს, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტზე განხილვის შედეგად, სებ-მა ბანკის შესაბამის ორგანოს მოსთხოვა: ა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა; ბ) მინორიტარი აქციონერების მიერ შერჩეული ორი ახალი წევრის დამატება.

აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არ ეხება აღნიშნული პირების ყოფნას თიბისი ბანკის საბჭოს ზემდგომ ორგანოში TBC BANK GROUP PLC-ში (თიბისი ბანკის 100%-იანი მფლობელი ლონდონში) და ასევე არ ეხება მათ წილებს თიბისი ბანკში. აღნიშნული საზედამხედველო ზომები გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციულ მართვას.

გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ სებ-ის მიერ 2019 წლის 13 თებერვალს გატარებული საზედამხედველო ზომები არ ვრცელდება უშუალოდ თიბისი ბანკზე. აღნიშნული ზომები მიმართულია მხოლოდ ბანკის მმართველობის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და ერთი ან ორი პირის მხრიდან საბჭოზე გავლენის კონცენტრაციის თავიდან აცილებაზე.

თიბისი ბანკი არის სისტემური მნიშვნელობის ბანკი, შესაბამისად, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბანკის კორპორაციული მართვის სტრუქტურა და ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის შესაბამისი იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ვალდებული იყო, ადეკვატური რეაგირება მოეხდინა სისტემური მნიშვნელობის ბანკში კორპორაციული მმართველობის პრობლემებსა და საზედამხედველო ნორმების უხეშ დარღვევებზე. გვინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ სებ-ის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა რეგიონში. უკომპრომისო საბანკო ზედამხედველობის შედეგია, რომ საქართველოდან ორი მსხვილი ბანკის აქციები საერთაშორისო ბაზარზეა განთავსებული და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობით სარგებლობს. ზედამხედველობის პრინციპების ნებისმიერი შესუსტება ან ეროვნული ბანკის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, დააზიანებს იმ სარგებელს, რაც საფინანსო სექტორმა და მთლიანად ქვეყანამ მიიღო საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებით, რასაც ეროვნული ბანკი, ბუნებრივია, არ დაუშვებს.

ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუტია. რეგულატორის მოვალეობაა მიიღოს საჭირო, ზოგჯერ - რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად. მიუხედავად სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ინტერესებისა, სებ-ი, მისი ფინანსური სტაბილურობის მანდატით, მომავალშიც, სრულად და დარღვევის პროპორციულად, განახორციელებს ყველა იმ საზედამხედველო ღონისძიებას, რაც აუცილებელია ჯანსაღი საფინანსო სისტემის ფუნქციონირებისათვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ