საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ "ნაცმოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა
ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ "ნაცმოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა

"ჩვენ რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ვებ­რძო­დით და ტყვი­ე­ბის ზუ­ზუნ­ში ვი­დე­ქით, ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი გოგ­ლი-მოგლს მი­ირ­თმევ­და და ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან გვი­ყუ­რებ­და“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ეკა ბე­სე­ლია პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ ის კონ­სტი­ტუ­ცი­ას იცავს.

"ჩვენ რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ვებ­რძო­დით და ტყვი­ე­ბის ზუ­ზუნ­ში ვი­დე­ქით, ამ სი­ტყვებს ავ­ტო­რი გოგ­ლი-მოგლს მი­ირ­თმევ­და და ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან გვი­ყუ­რებ­და, გა­დავ­რჩე­ბო­დით თუ არა. გოგ­ლი-მოგლ­ზე გაზ­რდი­ლი პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი თავს უფ­ლე­ბას რომ აძ­ლე­ვენ და ასე­თი ტო­ნით ლა­პა­რა­კო­ბენ, აი ამის პა­სუხს მი­ი­ღე­ბენ დღეს, ჩემს ბოლო დას­კვნა­ში. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თვლის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გუ­შინ და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ოდ­ნენ, დღეს გას­ხი­ვოსნ­დნენ, მო­რა­ლუ­რად ზუს­ტად იქ დგას, სა­დაც ის ადა­მი­ა­ნე­ბი იდ­გნენ, ვი­საც ვებ­რძო­დით...

...დღეს ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, ისე­დაც იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიჯ­ნა­ზე ვარ, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­სურ­ვე­ლია ამ დარ­ბაზ­ში და ეხლა შე­იძ­ლე­ბა სა­ა­თებს ით­ვლის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე...

...ეს იმ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ფი­ლი­ა­ლია, რო­მელ­საც ვხე­დავ იმ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, რო­მელ­საც გუნდს ვე­ძა­ხი სამ­წუ­ხა­როდ. მაგ­რამ ის, ვინც ბრძო­ლის შე­დე­გად მო­ვი­და და აქ არის, პა­ტივ­სა­ცე­მი ხალ­ხი, რო­მელ­მაც იცის რა არის ბრძო­ლა, იცის რა არის კონ­სტი­ტუ­ცია, გრძნობს ხალ­ხის ემო­ცი­ას, იმას არ გა­უ­ჭირ­დე­ბა იმის გა­გე­ბა, რაზე ვსა­უბ­რობ. სა­მა­დაშ­ვი­ლი, რა­ტი­ა­ნი, მე­ლია და­უ­ჭე­რენ თუ არა მხარს ჩემ­თვის ეს არ არის მთა­ვა­რი, უბ­რა­ლოდ ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გვჭირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ვი­დეს. ისი­ნიც კი ხვდე­ბი­ან, რომ არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­და­ჭე­რა­ზე უა­რის თქმა და ამას ვერ ხვდე­ბა კო­ბა­ხი­ძე, რო­მე­ლიც თურ­მე კონ­სტი­ტუ­ცი­ას იცავს. კონ­სტი­ტუ­ცი­ას კი არა, ზარ­დი­აშ­ვილს და ჩინ­ჩა­ლა­ძეს იცავს“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ "ნაცმოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ "ნაცმოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა

"ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ის კონსტიტუციას იცავს.

"ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვებს ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გადავრჩებოდით თუ არა. გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები თავს უფლებას რომ აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, აი ამის პასუხს მიიღებენ დღეს, ჩემს ბოლო დასკვნაში. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ დანაშაულს ჩადიოდნენ, დღეს გასხივოსნდნენ, მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც ის ადამიანები იდგნენ, ვისაც ვებრძოდით...

...დღეს ემოციურად დატვირთული ვარ, ისედაც იმ გადაწყვეტილების მიჯნაზე ვარ, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან სასურველია ამ დარბაზში და ეხლა შეიძლება საათებს ითვლის ამ გადაწყვეტილების მიღებამდე...

...ეს იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალია, რომელსაც ვხედავ იმ უმრავლესობაში, რომელსაც გუნდს ვეძახი სამწუხაროდ. მაგრამ ის, ვინც ბრძოლის შედეგად მოვიდა და აქ არის, პატივსაცემი ხალხი, რომელმაც იცის რა არის ბრძოლა, იცის რა არის კონსტიტუცია, გრძნობს ხალხის ემოციას, იმას არ გაუჭირდება იმის გაგება, რაზე ვსაუბრობ. სამადაშვილი, რატიანი, მელია დაუჭერენ თუ არა მხარს ჩემთვის ეს არ არის მთავარი, უბრალოდ ხმების რაოდენობა გვჭირდება იმიტომ, რომ ინიციატივა გავიდეს. ისინიც კი ხვდებიან, რომ არ არის პოპულარული ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარის თქმა და ამას ვერ ხვდება კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს. კონსტიტუციას კი არა, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."