მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთის სკოლებში მობილურები აკრძალეს - როგორ ჩამოვაშოროთ ბავშვები სმარტფონებსა და ვირტუალურ სამყაროს
საფრანგეთის სკოლებში მობილურები აკრძალეს - როგორ ჩამოვაშოროთ ბავშვები სმარტფონებსა და ვირტუალურ სამყაროს

გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში საფ­რან­გეთ­ში 15 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს სკო­ლა­ში ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლო­ბა აეკ­რძა­ლათ. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩი­ოდ­ნენ, რომ ბავ­შვე­ბი უყუ­რა­დღე­ბო­ნი გახ­დნენ და გაკ­ვე­თილ­ზე ტე­ლე­ფო­ნებ­ში არი­ან ჩამძვრა­ლი. საფ­რან­გეთ­ში გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს - 15 წლამ­დე ასა­კის ყვე­ლა ბავ­შვს, სა­დი­ლის დრო­საც კი, სკო­ლა­ში ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლო­ბა აეკ­რძა­ლა (წყა­რო: Business Insider).

ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო იმით, რომ ბავ­შვე­ბი ზედ­მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ თა­ვი­ანთ ტე­ლე­ფონ­ზე. აკ­რძლვა­ში მოხ­ვდა არა მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნე­ბი, არა­მედ პლან­შე­ტე­ბიც და ჭკვი­ა­ნი სა­ა­თე­ბიც. თუმ­ცა, სკო­ლე­ბი თა­ვად ირ­ჩე­ვენ, გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ თუ არა ამ აკ­რძალ­ვას.

რო­გორ ფიქ­რობთ, ღირს იგი­ვეს გა­კე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­შიც? სმარ­ტფო­ნებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა მხო­ლოდ საფ­რან­გეთ­ში, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­ში და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა.

"რაც შე­ე­ხე­ბა 6-დან 12-13 წლამ­დე ასაკს, ხში­რია პრობ­ლე­მე­ბი სკო­ლა­ში, კომ­პი­უ­ტერ­ზე და გა­ჯე­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ში­შე­ბი... ბოლო დროს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მე­ბად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნიო მე­ტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ჩა­მორ­ჩე­ნა, ინ­ტერ­ნეტ­ზე და გა­ჯე­ტებ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ბავ­შვე­ბი, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბა და აგ­რე­სია. ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს შე­იმ­ჩნე­ვა ზრდის ტენ­დენ­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზორს, კომ­პი­უ­ტერს, გა­ჯე­ტებს, ეს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის სე­ნად იქცა, რა­მაც გა­წყვი­ტა კავ­ში­რი დე­და­სა და შვილს, და-ძმა­სა და თა­ნა­ტო­ლებს შო­რის, ჩა­ა­ნაც­ვლა ცო­ცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, შე­ზღუ­და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მთლი­ა­ნად აით­ვი­სა ბავ­შვის ყუ­რა­დღე­ბა, დრო და ინ­ტე­რე­სი, რის შე­დე­გა­დაც მი­ვი­ღეთ უამ­რა­ვი ქცე­ვის დარ­ღვე­ვა, გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა და კი­დევ მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა. ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია ში­შე­ბი, რო­მე­ლიც ხში­რად ბავ­შვე­ბის ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში უკონ­ტრო­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­დე­გია. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე დატ­ვირ­თუ­ლია ზედ­მე­ტად ხმა­უ­რი­ა­ნი, ძა­ლა­დო­ბის ელე­მენ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი რეკ­ლა­მე­ბით, რაც ხში­რად ბავ­შვის ფსი­ქი­კა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტრე­ვი­უ­ში ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გი და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი ირმა ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

რო­დე­საც მო­ზარ­დი სამ­ყა­როს შეც­ნო­ბას იწყებს, მშობ­ლე­ბის ვა­ლია, და­ეხ­მა­როს მას სამ­ყა­როს კვლე­ვა­ში და უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ფსი­ქო­ლო­გე­ბის რჩე­ვით, მშობ­ლებ­მა მეტი დრო უნდა გა­ა­ტა­რონ ბავ­შვებ­თან, მო­უს­მი­ნონ მათ, გარ­და ამი­სა, მო­ზარ­დე­ბი უნდა და­კავ­დნენ სპორ­ტით, ხე­ლოვ­ნე­ბით, მშობ­ლე­ბი შვი­ლებ­თან ერ­თად უნდა ჩა­ვერ­თონ თა­მა­შებ­ში. ამ საქ­მე­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი სწო­რედ შერ­ჩე­უ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბია.

1. თავ­სა­ტე­ხი

თავ­სა­ტე­ხი (და­სა­ხა­რის­ხე­ბე­ლი) - არის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­თა­მა­შო 2 წლის ასა­კის ბავ­შვის­თვის, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად არ­თობს ბავ­შვს და მის წი­ნა­შე ახალ ამო­ცა­ნებს აყე­ნებს. მო­ცე­მუ­ლი სა­თა­მა­შოს მთე­ლი არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ბავ­შვმა მო­ძებ­ნოს ობი­ექ­ტის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ფორ­მის ნახ­ვრე­ტი. მისი მეშ­ვე­ო­ბით პა­ტა­რა ფორ­მე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცი­ას ახ­დენს და ბავ­შვს მოძ­რა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია უვი­თარ­დე­ბა.

2. კონ­სტრუქ­ტო­რი

კონ­სტრუქ­ტო­რი არა­სო­დეს გა­და­ვა მო­დი­დან! მისი მეშ­ვე­ო­ბით ბავ­შვი ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს ფე­რე­ბი­სა და სი­მეტ­რი­ის შე­სა­ხებ და ასე­ვე, იუმ­ჯო­ბე­სებს წვრილ მო­ტო­რი­კას. იმ ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რე­ბი არი­ან, მაგ., სა­ი­მი­სოდ, რომ Lego Duplo-ით ითა­მა­შონ, კარ­გად გა­ერ­თო­ბი­ან ხის კუ­ბი­კე­ბით.

3. რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი

რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის შერ­ჩე­ვა დიდი ყუ­რა­დღე­ბით უნდა მოხ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბავ­შვი 2-3 წლის და უფრო პა­ტა­რაა არის. სა­თა­მა­შო უნდა იყოს მტკი­ცე და უსაფრ­თხო. სი­უ­ჟე­ტუ­რი თა­მა­შე­ბი რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის და თო­ჯი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ლა­პა­რა­კის სას­წავ­ლებ­ლად და სა­ხე­ლე­ბის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად. გარ­და ამი­სა, რბილ სა­თა­მა­შო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, პა­ტა­რას პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა აქვს ცხო­ველ­თა სამ­ყა­როს­თან და მათი მეშ­ვე­ო­ბით, ექ­მნე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან ში­ნა­უ­რი თუ გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი. და ბო­ლოს, ბავ­შვის ახა­ლი "მე­გო­ბა­რი" - რბი­ლი სა­თა­მა­შო იქ­ნე­ბა ეს, თუ თო­ჯი­ნა - სა­უ­კე­თე­სო ობი­ექ­ტია, ისე­თი თა­მა­შე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ცხო­ვე­ლებ­ზე და ადა­მი­ა­ნებ­ზე იმი­ტი­რე­ბულ ზრუნ­ვას გუ­ლის­ხმობს.

4. სუ­რა­თე­ბი­ა­ნი წიგ­ნე­ბი

სუ­რა­თე­ბი­ა­ნი წიგ­ნე­ბი - უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა­ას ბავ­შვის სწავ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მათი მეშ­ვე­ო­ბით, ის პირ­ველ სი­ტყვებს სწავ­ლობს, ახ­დენს მათ ასო­ცი­რე­ბას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას­თან, ეც­ნო­ბა პირ­ველ ის­ტო­რი­ებს, იწყებს მათი და­სა­წყი­სის, შუა ად­გი­ლი­სა და ბო­ლოს გარ­ჩე­ვას, მშობ­ლებ­თან ერ­თად, იმის გან­ხილ­ვას იწყებს, რა­საც წიგ­ნის გვერ­დებ­ზე ხე­დავს.

5. სა­თა­მა­შო­ე­ბი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის­თვის

ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მას უფრო მეტი დრო ესა­ჭი­რო­ე­ბა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის. ამ პე­რი­ო­დი­დან, უკვე ისე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბის ჯერი დგე­ბა, რომ­ლე­ბიც მას ფი­ზი­კურ უნა­რებს გა­ნუ­ვი­თა­რებს - ბურ­თი, ვე­ლო­სი­პე­დი, სკუ­ტე­რი. თა­მა­შის დროს, ამო­ცა­ნა რაც უფრო რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, მით უფრო სწრა­ფად მოხ­დე­ბა ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა - და პა­რა­ლე­ლუ­რად, გან­ვი­თარ­დე­ბა მისი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

საფრანგეთის სკოლებში მობილურები აკრძალეს - როგორ ჩამოვაშოროთ ბავშვები სმარტფონებსა და ვირტუალურ სამყაროს

საფრანგეთის სკოლებში მობილურები აკრძალეს - როგორ ჩამოვაშოროთ ბავშვები სმარტფონებსა და ვირტუალურ სამყაროს

გასული წლის ივლისში საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში ტელეფონით სარგებლობა აეკრძალათ. მასწავლებლები ჩიოდნენ, რომ ბავშვები უყურადღებონი გახდნენ და გაკვეთილზე ტელეფონებში არიან ჩამძვრალი. საფრანგეთში გამოსავალი იპოვეს - 15 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს, სადილის დროსაც კი, სკოლაში ტელეფონით სარგებლობა აეკრძალა (წყარო: Business Insider).

ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებული იყო იმით, რომ ბავშვები ზედმეტად დამოკიდებულები გახდნენ თავიანთ ტელეფონზე. აკრძლვაში მოხვდა არა მხოლოდ ტელეფონები, არამედ პლანშეტებიც და ჭკვიანი საათებიც. თუმცა, სკოლები თავად ირჩევენ, გამოიყენებენ თუ არა ამ აკრძალვას.

როგორ ფიქრობთ, ღირს იგივეს გაკეთება საქართველოს სკოლებშიც? სმარტფონებზე დამოკიდებულება არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც აქტუალური პრობლემაა.

"რაც შეეხება 6-დან 12-13 წლამდე ასაკს, ხშირია პრობლემები სკოლაში, კომპიუტერზე და გაჯეტებზე დამოკიდებულება, შიშები... ბოლო დროს ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებად შეიძლება მივიჩნიო მეტყველების განვითარების ჩამორჩენა, ინტერნეტზე და გაჯეტებზე მიჯაჭვული ბავშვები, აუტისტური სპექტრის აშლილობა და აგრესია. ყურადღების დეფიციტი ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო დროს შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. რაც შეეხება ტელევიზორს, კომპიუტერს, გაჯეტებს, ეს თანამედროვე საზოგადოების სენად იქცა, რამაც გაწყვიტა კავშირი დედასა და შვილს, და-ძმასა და თანატოლებს შორის, ჩაანაცვლა ცოცხალი ურთიერთობები, შეზღუდა ფიზიკური აქტივობა, მთლიანად აითვისა ბავშვის ყურადღება, დრო და ინტერესი, რის შედეგადაც მივიღეთ უამრავი ქცევის დარღვევა, გონებრივი განვითარების შეფერხება და კიდევ მრავალი პრობლემა. ასევე აქტუალურია შიშები, რომელიც ხშირად ბავშვების ინტერნეტ-სივრცეში უკონტროლო მოგზაურობის შედეგია. ინტერნეტსივრცე დატვირთულია ზედმეტად ხმაურიანი, ძალადობის ელემენტებით გაჯერებული რეკლამებით, რაც ხშირად ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება", - აღნიშნავს ერთ-ერთ გამოცემასთან ინტრევიუში ბავშვთა ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ირმა ფეიქრიშვილი.

როდესაც მოზარდი სამყაროს შეცნობას იწყებს, მშობლების ვალია, დაეხმაროს მას სამყაროს კვლევაში და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ფსიქოლოგების რჩევით, მშობლებმა მეტი დრო უნდა გაატარონ ბავშვებთან, მოუსმინონ მათ, გარდა ამისა, მოზარდები უნდა დაკავდნენ სპორტით, ხელოვნებით, მშობლები შვილებთან ერთად უნდა ჩავერთონ თამაშებში. ამ საქმეში, მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ შერჩეული სათამაშოებია.

1. თავსატეხი

თავსატეხი (დასახარისხებელი) - არის ტრადიციული სათამაშო 2 წლის ასაკის ბავშვისთვის, რომელიც ერთდროულად ართობს ბავშვს და მის წინაშე ახალ ამოცანებს აყენებს. მოცემული სათამაშოს მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვმა მოძებნოს ობიექტისთვის შესაფერისი ფორმის ნახვრეტი. მისი მეშვეობით პატარა ფორმების კლასიფიკაციას ახდენს და ბავშვს მოძრაობის კოორდინაცია უვითარდება.

2. კონსტრუქტორი

კონსტრუქტორი არასოდეს გადავა მოდიდან! მისი მეშვეობით ბავშვი ინფორმაციას იღებს ფერებისა და სიმეტრიის შესახებ და ასევე, იუმჯობესებს წვრილ მოტორიკას. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც პატარები არიან, მაგ., საიმისოდ, რომ Lego Duplo-ით ითამაშონ, კარგად გაერთობიან ხის კუბიკებით.

3. რბილი სათამაშოები

რბილი სათამაშოების შერჩევა დიდი ყურადღებით უნდა მოხდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი 2-3 წლის და უფრო პატარაა არის. სათამაშო უნდა იყოს მტკიცე და უსაფრთხო. სიუჟეტური თამაშები რბილი სათამაშოების და თოჯინების გამოყენებით საუკეთესო საშუალებაა ლაპარაკის სასწავლებლად და სახელების გასაცნობიერებლად. გარდა ამისა, რბილ სათამაშოებთან ურთიერთობით, პატარას პირველი შეხება აქვს ცხოველთა სამყაროსთან და მათი მეშვეობით, ექმნებათ წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებიან შინაური თუ გარეული ცხოველები. და ბოლოს, ბავშვის ახალი "მეგობარი" - რბილი სათამაშო იქნება ეს, თუ თოჯინა - საუკეთესო ობიექტია, ისეთი თამაშებისთვის, რომლებიც ცხოველებზე და ადამიანებზე იმიტირებულ ზრუნვას გულისხმობს.

4. სურათებიანი წიგნები

სურათებიანი წიგნები - უნივერსალური საშუალებაას ბავშვის სწავლა-განვითარებისთვის. მათი მეშვეობით, ის პირველ სიტყვებს სწავლობს, ახდენს მათ ასოცირებას გამოსახულებასთან, ეცნობა პირველ ისტორიებს, იწყებს მათი დასაწყისის, შუა ადგილისა და ბოლოს გარჩევას, მშობლებთან ერთად, იმის განხილვას იწყებს, რასაც წიგნის გვერდებზე ხედავს.

5. სათამაშოები ფიზიკური აქტივობისთვის

ბავშვის ფიზიკური ძალების მატებასთან ერთად, მას უფრო მეტი დრო ესაჭიროება ფიზიკური აქტიურობისთვის. ამ პერიოდიდან, უკვე ისეთი სათამაშოების ჯერი დგება, რომლებიც მას ფიზიკურ უნარებს განუვითარებს - ბურთი, ველოსიპედი, სკუტერი. თამაშის დროს, ამოცანა რაც უფრო რთულად შესასრულებელია, მით უფრო სწრაფად მოხდება ბავშვის განვითარება - და პარალელურად, განვითარდება მისი ფიზიკური მონაცემებიც.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ