სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემზადება თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკისთვის და რას ნიშნავს მისი მესიჯები?!
ემზადება თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკისთვის და რას ნიშნავს მისი მესიჯები?!

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის "თი­ბი­სი ბან­კი­დან" წას­ვლამ (გა­დად­გა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, თუმ­ცა აქ­ცი­ო­ნე­რად რჩე­ბა) შე­საძ­ლოა, ერთი შე­ხედ­ვით, და­ტო­ვოს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი „გა­ა­ჩე­რეს“. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ასე არ არის - აი, ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მი რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მა­შინ შეგ­ვეძ­ლო გვეთ­ქვა, რომ ბან­კირ­მა უკან და­ი­ხია და მი­ი­ღო ის წი­ნა­და­დე­ბა, რა­საც მე­სი­ჯე­ბის სა­ხით პრო­კუ­რა­ტუ­რა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერს თან­მიმ­დევ­რო­ბით მივ­ყვეთ. ბიზ­ნეს­მე­ნის 21 თე­ბერ­ვლის ფე­ის­ბუქ-პოს­ტში დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი ყვე­ლა კი­თხვა­ზე მი­ი­ღებს პა­სუხს - ვის მი­იჩ­ნევს თა­ვად ხა­ზა­რა­ძე მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის შემ­სრუ­ლებ­ლად, ვის დამ­კვე­თად და რა მი­ზა­ნი აქვს ამ კამ­პა­ნი­ას.

და­ვი­წყოთ შემ­სრუ­ლებ­ლით. ხა­ზა­რა­ძე წერს: „ბან­კი არ შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლივ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში იყოს თა­ვის რე­გუ­ლა­ტორ­თან (ეროვ­ნუ­ლი ბან­კი - ავტ.), მი­თუ­მე­ტეს, თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი არაა თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში“.

ბიზ­ნეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი ეპი­ზო­დია შემ­დე­გი:

“სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს არ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რის და მისი მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით, შეგ­ვხვედ­როდ­ნენ და პი­რა­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მით... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რა­მო­დე­ნი­მე მათ­განს პი­რა­დად მივ­წე­რე და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც გა­და­ვუგ­ზავ­ნე გა­საც­ნო­ბად, პა­სუ­ხი არა­ვის­გან მო­სუ­ლა. სა­მა­გი­ე­როდ მო­ვის­მი­ნე მათი ბევ­რი კო­მენ­ტა­რი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. მე მივ­ხვდი, რომ მი­ზა­ნი ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცი­აა“.

„თი­ბი­სი ბან­კის“ რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ ვერ „მო­ი­ცა­ლეს“ პრე­მი­ერ­მა ან მი­ნის­ტრებ­მა რომ თუნ­დაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­სა­ნა­ხად შეხ­ვედ­როდ­ნენ ხა­ზა­რა­ძეს?! იმი­ტომ ხომ არა, რომ პრე­მი­ერს და მი­ნის­ტრებს „ვი­ღაც“ გა­უბ­რაზ­დე­ბო­დათ?!

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის მთა­ვარ მი­ზანს. ბიზ­ნეს­მე­ნი წერს: “მე მთელ ჩემს ენერ­გი­ას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს - ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მი­ვუ­ძღვნი. იმე­დია, დამ­ცალ­დე­ბა საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა“.

თუ კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი ანაკ­ლი­ის პორ­ტი­დან ხა­ზა­რა­ძის გა­ძე­ვე­ბაა, მას ნამ­დვი­ლად არ „და­აც­ლი­ან“. ბიზ­ნეს­მე­ნის ტაქ­ტი­კა გა­სა­გე­ბია - ჩა­მო­შორ­და ბანკს, რათა „თი­ბი­სის­თვის“ სა­მო­მავ­ლო დარ­ტყმე­ბი აე­ცი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ არ თქვა უარი ანაკ­ლი­ა­ზე. შე­ვეც­დე­ბით, გა­ვა­კე­თოთ პროგ­ნო­ზი, თუ რა ტაქ­ტი­კით იმოქ­მე­დებს მო­მა­ვალ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის კვლავ გა­აგ­რძე­ლებს „ჩხვლე­ტებს“ (შავი პი­ა­რის მან­ქა­ნა კი ახა­ლი ძა­ლით და­ი­ქო­ქე­ბა) ხა­ზა­რა­ძის მი­სა­მარ­თით, რათა ამ­ჯე­რად მას ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მის უცხო­ელ აქ­ცი­ო­ნე­რებ­თან შე­უქ­მნან უხერ­ხუ­ლო­ბა და აი­ძუ­ლონ, პრო­ექ­ტი და­ტო­ვოს. თუ ბიზ­ნეს­მე­ნი გა­ჯი­უტ­და, და­ი­წყე­ბენ მის და­კი­თხვა-გა­მო­კი­თხვებ­ზე ტა­რე­ბას და თუ „ზე­მო­დან“ მი­თი­თე­ბა მო­ვი­და, შე­საძ­ლოა, და­ა­კა­ვონ კი­დეც. თუ ხა­ზა­რა­ძე დარ­ჩა პა­სი­უ­რი თავ­დაც­ვის იმე­დად, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წა­ა­გებს.

ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბიზ­ნეს­მე­ნის ეფექ­ტი­ა­ნი კონ­ტრნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ის, რა­საც კუ­ლუ­ა­რებ­ში ბოლო დროს უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა.

ბიზ­ნეს­მენს დიდი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, მისი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ზი­რი შე­საძ­ლოა, სწო­რედ ანაკ­ლი­ის პორ­ტი გახ­დეს - თუ პირ­და­პირ იტყვის, რომ ხელს უშ­ლი­ან ქვეყ­ნის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ანაკ­ლი­ის პრო­ექტს აშშ-სთვის და და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის - ასე რომ, შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კა­ში მო­სულ ბან­კირს და­სავ­ლე­თი­და­ნაც ჰქონ­დეს მხარ­და­ჭე­რა.

სწო­რი მე­სი­ჯე­ბით ხა­ზა­რა­ძეს შე­უძ­ლია თა­ვის ელექ­ტო­რა­ტად აქ­ცი­ოს ამომ­რჩევ­ლის ის ნა­წი­ლი, რომ­ლის­თვი­საც „ოც­ნე­ბაც“ მი­უ­ღე­ბე­ლია და „ნაც­მოძ­რა­ო­ბაც“. 2020 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე საკ­მა­რი­სი დროა პარ­ტი­ის შექ­მნის­თვი­საც, გუნ­დის შე­მოკ­რე­ბის­თვი­საც და პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე დამ­კვიდ­რე­ბის­თვი­საც.

თუმ­ცა... თუ ხა­ზა­რა­ძემ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა, ეს სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბა „ოც­ნე­ბის­თვის“ და სა­ვა­რა­უ­დოდ, სრუ­ლი­ად ახა­ლი ძა­ლით ჩა­ირ­თვე­ბა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა. ვი­ხი­ლავთ და­უს­რუ­ლე­ბელ „სე­რი­ა­ლებს“ - რო­გორ ატყა­ვებ­და ხა­ზა­რა­ძის ბან­კი მო­ქა­ლა­ქე­ებს, ქო­ქო­ლა­ძის საქ­მეს, ბიზ­ნეს­მე­ნის კავ­ში­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და ა.შ.

ვნა­ხოთ, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, არის თუ არა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ხა­ზა­რა­ძე...

ავ­ტო­რი: გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ემზადება თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკისთვის და რას ნიშნავს მისი მესიჯები?!

ემზადება თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკისთვის და რას ნიშნავს მისი მესიჯები?!

მამუკა ხაზარაძის "თიბისი ბანკიდან" წასვლამ (გადადგა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, თუმცა აქციონერად რჩება) შესაძლოა, ერთი შეხედვით, დატოვოს შთაბეჭდილება, რომ ბიზნესმენი „გააჩერეს“. თუმცა, ვფიქრობ, ასე არ არის - აი, ანაკლიის კონსორციუმი რომ დაეტოვებინა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ბანკირმა უკან დაიხია და მიიღო ის წინადადება, რასაც მესიჯების სახით პროკურატურა და ეროვნული ბანკი პერმანენტულად უგზავნიდნენ.

თუმცა, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ბიზნესმენის 21 თებერვლის ფეისბუქ-პოსტში დაკვირვებული თვალი ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს - ვის მიიჩნევს თავად ხაზარაძე მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შემსრულებლად, ვის დამკვეთად და რა მიზანი აქვს ამ კამპანიას.

დავიწყოთ შემსრულებლით. ხაზარაძე წერს: „ბანკი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან (ეროვნული ბანკი - ავტ.), მითუმეტეს, თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში“.

ბიზნესმენის განცხადების ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმეტყველი ეპიზოდია შემდეგი:

“სამწუხაროდ, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით... მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში. მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა“.

„თიბისი ბანკის“ რეზონანსული საქმიდან გამომდინარე, ორი თვის განმავლობაში რატომ ვერ „მოიცალეს“ პრემიერმა ან მინისტრებმა რომ თუნდაც ჟურნალისტების დასანახად შეხვედროდნენ ხაზარაძეს?! იმიტომ ხომ არა, რომ პრემიერს და მინისტრებს „ვიღაც“ გაუბრაზდებოდათ?!

რაც შეეხება ხაზარაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მთავარ მიზანს. ბიზნესმენი წერს: “მე მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“.

თუ კამპანიის მიზანი ანაკლიის პორტიდან ხაზარაძის გაძევებაა, მას ნამდვილად არ „დააცლიან“. ბიზნესმენის ტაქტიკა გასაგებია - ჩამოშორდა ბანკს, რათა „თიბისისთვის“ სამომავლო დარტყმები აეცილებინა, მაგრამ არ თქვა უარი ანაკლიაზე. შევეცდებით, გავაკეთოთ პროგნოზი, თუ რა ტაქტიკით იმოქმედებს მომავალში პროკურატურა. სავარაუდოდ, ის კვლავ გააგრძელებს „ჩხვლეტებს“ (შავი პიარის მანქანა კი ახალი ძალით დაიქოქება) ხაზარაძის მისამართით, რათა ამჯერად მას ანაკლიის კონსორციუმის უცხოელ აქციონერებთან შეუქმნან უხერხულობა და აიძულონ, პროექტი დატოვოს. თუ ბიზნესმენი გაჯიუტდა, დაიწყებენ მის დაკითხვა-გამოკითხვებზე ტარებას და თუ „ზემოდან“ მითითება მოვიდა, შესაძლოა, დააკავონ კიდეც. თუ ხაზარაძე დარჩა პასიური თავდაცვის იმედად, დიდი ალბათობით, საბოლოო ჯამში, წააგებს.

ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ, ბიზნესმენის ეფექტიანი კონტრნაბიჯი იქნება ის, რასაც კულუარებში ბოლო დროს უფრო ინტენსიურად საუბრობენ - მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა.

ბიზნესმენს დიდი ფინანსური რესურსი აქვს პოლიტიკური აქტიურობისთვის. თუმცა, მისი მთავარი პოლიტიკური კოზირი შესაძლოა, სწორედ ანაკლიის პორტი გახდეს - თუ პირდაპირ იტყვის, რომ ხელს უშლიან ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ანაკლიის პროექტს აშშ-სთვის და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის - ასე რომ, შესაძლოა, პოლიტიკაში მოსულ ბანკირს დასავლეთიდანაც ჰქონდეს მხარდაჭერა.

სწორი მესიჯებით ხაზარაძეს შეუძლია თავის ელექტორატად აქციოს ამომრჩევლის ის ნაწილი, რომლისთვისაც „ოცნებაც“ მიუღებელია და „ნაცმოძრაობაც“. 2020 წლის შემოდგომამდე საკმარისი დროა პარტიის შექმნისთვისაც, გუნდის შემოკრებისთვისაც და პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრებისთვისაც.

თუმცა... თუ ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, ეს საგანგაშო სიგნალი იქნება „ოცნებისთვის“ და სავარაუდოდ, სრულიად ახალი ძალით ჩაირთვება პროპაგანდისტული მანქანა. ვიხილავთ დაუსრულებელ „სერიალებს“ - როგორ ატყავებდა ხაზარაძის ბანკი მოქალაქეებს, ქოქოლაძის საქმეს, ბიზნესმენის კავშირებს სააკაშვილის ხელისუფლებასთან და ა.შ.

ვნახოთ, ალბათ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, არის თუ არა ამ ყველაფრისთვის მზად ხაზარაძე...

ავტორი: გიორგი კვიტაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები