ავტორი:

"გლდანის ციხეში ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი..." - ჯეკ შეფერდის თქმით, თავს ცუდად არ გრძნობს

"გლდანის ციხეში ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი..." - ჯეკ შეფერდის თქმით, თავს ცუდად არ გრძნობს

ბრიტანელი ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში დააკავეს, ციხეში მუქარის წერილებსა და ზარებს იღებს, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს. შეფერდი 24 წლის შარლოტა ბრაუნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია ბრალდებული.

„დეილი მეილი“ წერს, რომ ციხიდან შეფერდის მიერ გაგზავნილი წერილები გასაჯაროვდა. მისი მტკიცებით, პირველად სასამართლოში გამოჩენის შემდეგ დაემუქრნენ.

„დამირეკეს, მამაკაცს სახელი არ უთქვამს. მითხრა, რომ ციხეში კარგი დღე არ მელოდა,“ - წერს შეფერდი და მუქარას ბრაუნის 55 წლის მამას, გრემს უკავშირებს. გრემ ბრაუნი ბრიტანეთის პენიტენციარულ სისტემაში მუშაობს.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, შეფერდის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ბრიტანეთში ექსტრადაციის შემთხვევაში გრემ ბრაუნის თანამდებობის გამო, მათი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

თავად შეფერდი კი, რომელიც გლდანში, მერვე საპყრობილეშია მოთავსებული, ამბობს, რომ ექსტრადაციასთან დაკავშირებით დეტალებს ადვოკატებთან ერთად განიხილავს.

მუქარის მიუხედავად, ბრიტანელი პატიმარი ამბობს, რომ საქართველოს ციხეში თავს ცუდად არ გრძნობს.

„ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი ციხეში და უამრავი დრო მაქვს კითხვისთვის, ვკითხულობ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესახებ ლიტერატურას. საკნის ფანჯრიდან კი ჩიტებს ვაჭმევ,“ - განაცხადა შეფერდმა.

ბრიტანელი ძებნილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იანვრის ბოლოს ჩაბარდა, შსს-ს განცხადებით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა.

"ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა. 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შარლოტა ბრაუნი

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ