საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილიიდან ამანათით გამოგზავნილი 1 კილოგრამი "კოკაინი" და ნარკოტიკი ფოსტით - შს სამინისტრომ ბრალდებულები დააკავა
ბრაზილიიდან ამანათით გამოგზავნილი 1 კილოგრამი "კოკაინი" და ნარკოტიკი ფოსტით - შს სამინისტრომ ბრალდებულები დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით "კო­კა­ი­ნის", "ჰე­რო­ი­ნის" და "სუ­ბუ­ტექ­სის" გავ­რცე­ლე­ბა აღ­კვე­თა.

უწყე­ბამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ქო­ბუ­ლეთ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 2 პირი და­ა­კა­ვა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კო­კა­ი­ნი ამო­ი­ღო.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე - ა.ჯ. და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე - ნ.კ. და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბათ ბრა­ლი. და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პო­ლი­ცი­ამ, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 კი­ლოგ­რა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "კო­კა­ი­ნი" ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კი ბრა­ზი­ლი­ი­დან ნ.კ.-ს სა­ხელ­ზე ამა­ნა­თით გა­მო­იგ­ზავ­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის და მე-6 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასე­ვე, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ბრალ­დე­ბით, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ვ. და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის" შემ­ცვე­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის 274 აბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 262-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გარ­და ამი­სა, პო­ლი­ცი­ამ, "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტას­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი - წარ­სულ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი 2 პირი - დ.კ. და ზ.შ. რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იტა­ლი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლის სა­ხით გა­მოგ­ზავ­ნეს. და­ნა­შა­უ­ლი 15-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, იტა­ლი­ა­ში ვე­ლო­სი­პე­დი შე­ი­ძი­ნეს, მას­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სა­მა­ლავ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „სუ­ბუ­ტექ­სი“ მო­ა­თავ­სეს და ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოგ­ზავ­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის - დ.კ.-ს და­კა­ვე­ბი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ფოს­ტი­დან ახ­ლად გა­მო­ტა­ნი­ლი ვე­ლო­სი­პე­დი, რო­მელ­შიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „სუ­ბუ­ტექ­სის“ 268 აბი და 10 ნა­ტე­ხი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" და მე-6 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით, ასე­ვე, 262-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" და მე-4 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნას ან ტრან­ზი­ტით სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვას გუ­ლის­ხმობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ჰე­რო­ი­ნის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვა. ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, რუს­თავ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე - გ.ჯ. პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, 48 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი და ასე­ვე, და­სა­ფა­სო­ებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“ ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მიმ­დი­ნა­რე წელს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია: 10 კი­ლოგ­რა­მამ­დე „ჰე­რო­ი­ნი", 1 კი­ლოგ­რა­მი და 200 გრა­მი „კო­კა­ი­ნი", 650 აბი „სუ­ბუ­ტექ­სი" და „სუ­ბოქ­სი­ნი", 1000 აბზე მეტი „ექ­სტა­ზი“, 150 გრა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა და 100 გრა­მი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი. 2019 წლის 1 იან­ვრი­დან დღემ­დე, პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 275 პირი მის­ცა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

ბრაზილიიდან ამანათით გამოგზავნილი 1 კილოგრამი "კოკაინი" და ნარკოტიკი ფოსტით - შს სამინისტრომ ბრალდებულები დააკავა

ბრაზილიიდან ამანათით გამოგზავნილი 1 კილოგრამი "კოკაინი" და ნარკოტიკი ფოსტით - შს სამინისტრომ ბრალდებულები დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "კოკაინის", "ჰეროინის" და "სუბუტექსის" გავრცელება აღკვეთა.

უწყებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო.

"სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ა.ჯ. და 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე - ნ.კ. დააკავეს, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, თურქეთის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიიდან ნ.კ.-ს სახელზე ამანათით გამოიგზავნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ვ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალების 274 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, პოლიციამ, "საქართველოს ფოსტასთან" თანამშრომლობით, თბილისში დააკავა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი - დ.კ. და ზ.შ. რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება იტალიიდან საქართველოში, საფოსტო გზავნილის სახით გამოგზავნეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ს დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ფოსტიდან ახლად გამოტანილი ველოსიპედი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 268 აბი და 10 ნატეხი იყო მოთავსებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის კიდევ ერთი პირი დააკავა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსთავში დაკავებულია 1996 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე - გ.ჯ. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 48 შეკვრად დაფასოებული და ასევე, დასაფასოებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 10 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილოგრამი და 200 გრამი „კოკაინი", 650 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1000 აბზე მეტი „ექსტაზი“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 275 პირი მისცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახო სანაიას თავს დაესხნენ - დაკავებულია 3 პირი

"იმედია, აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება ოჯახში..." - რას ამბობენ შატილის ავარიისას დაზარალებულები ბრალდებულების დაკავებაზე

"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე