საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცენტრ პოინტი" დაზარალებულების დასახმარებლად მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან აწარმოებს - M2-თან შეთანხმება ვერ შედგა
"ცენტრ პოინტი" დაზარალებულების დასახმარებლად მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან აწარმოებს - M2-თან შეთანხმება ვერ შედგა

„ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად კერ­ძო დე­ვე­ლო­პე­რებს აღარ ეძებს და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს­თან აწარ­მო­ებს. ამის შე­სა­ხებ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

„მო­ლა­პა­რა­კე­ბა სხვა კომ­პა­ნი­ას­თან არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რით მივ­დი­ვართ. კომ­პა­ნი­ე­ბი ჩარ­თუ­ლი არ არი­ან. „ცენ­ტრ პო­ინ­ტსა“ და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის მი­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან იმ მი­ზე­ზებ­ზეც ისა­უბ­რა, რის გა­მოც სა­ბო­ლო­ოდ, M2-თან შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა.

„ჩვენ­სა და M2-ს შო­რის ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი იყო, ყვე­ლა პი­რო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, უბ­რა­ლოდ, M2-ს ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე წი­ნა­პი­რო­ბა წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. იქი­დან სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა შე­ას­რუ­ლა ორი წი­ნა­პი­რო­ბის გარ­და. ერთი ეხე­ბა ფი­ნან­სურ ინი­ცი­ა­ტი­ვებს სა­გა­და­სა­ხა­დო კუ­თხით. მე­ო­რე, ნი­ნოშ­ვი­ლის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გეგ­მის დამ­ტკი­ცე­ბას. ამ ორ სა­კი­თხზე ვერ შე­თან­ხმდნენ, ამი­ტომ ჩა­ი­შა­ლა M2-ის სცე­ნა­რი, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სხვა სცე­ნა­რე­ბი არ გვი­დევს მა­გი­და­ზე. უკვე ბო­ლო­ში ვართ გა­სუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე. ალ­ბათ, მარ­ტის და­სა­წყის­ში ამას სა­ჯა­როს გავ­ხდით“, - აღ­ნიშ­ნა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

რო­გორც „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გან­მარ­ტა, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში აქ­ტი­ვე­ბის რამ­დე­ნი­მე მყიდ­ვე­ლიც ჩარ­თო.

„ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იხ­დის „ცენ­ტრ პო­ინ­ტი“. არც M2-ის შემ­თხვე­ვა­ში, არც სხვა შემ­თხვე­ვა­ში ფულს არა­ვინ იხ­დის. ეს ფული ჩვენ გვაქვს აქ­ტი­ვე­ბის სა­ხით, რო­მე­ლიც და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. ჩვენ ვე­უბ­ნე­ბით, ეს აქ­ტი­ვე­ბი იყი­დე­თო. მხო­ლოდ ჩვე­ნი აქ­ტი­ვე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან, და­ნარ­ჩე­ნი კომ­პა­ნი­ას აქვს იმ­დე­ნი აქ­ტი­ვე­ბი, რომ ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჰყოფ­ნის, რო­გორც ამას ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ძახ­დით. ასე­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩავ­რთე ამ აქ­ტი­ვე­ბის რა­დე­ნი­მე მყიდ­ვე­ლი, რო­მე­ლი ფუ­ლიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს მოხ­მარ­დე­ბა. ახა­ლი დე­ვო­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია არ შე­მოგ­ვყავს.

საპ­რო­ცე­სო მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­ფორმ­დე­ბა, როცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­კონ­ტრაქ­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან რა სის­წრა­ფით მოხ­დე­ბა ამის დამ­თავ­რე­ბა, ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩემი საქ­მე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მაქვს, ვე­ლო­დე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს“, - გა­ნა­ცხა­და რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ დამ­ფუძ­ნებ­ლებს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს 4-4 წლით თა­ვი­სუ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა დებს 11 მი­ლი­ო­ნი ლარ­ზე მე­ტის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბა.

ავტორი:

"ცენტრ პოინტი" დაზარალებულების დასახმარებლად მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან აწარმოებს - M2-თან შეთანხმება ვერ შედგა

"ცენტრ პოინტი" დაზარალებულების დასახმარებლად მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან აწარმოებს - M2-თან შეთანხმება ვერ შედგა

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, კომპანია დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად კერძო დეველოპერებს აღარ ეძებს და მოლაპარაკებებს უშუალოდ სახელმწიფოსთან აწარმოებს. ამის შესახებ რჩეულიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან არ მიმდინარეობს, განსხვავებული სცენარით მივდივართ. კომპანიები ჩართული არ არიან. „ცენტრ პოინტსა“ და სახელმწიფოს შორის მიდის მოლაპარაკება“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

ამასთან, მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც საბოლოოდ, M2-თან შეთანხმება ვერ შედგა.

„ჩვენსა და M2-ს შორის ყველაფერი დალაგებული იყო, ყველა პირობაზე შეთანხმებული ვიყავით, უბრალოდ, M2-ს ჰქონდა რამდენიმე წინაპირობა წამოყენებული, რომელიც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა. იქიდან სახელმწიფომ ყველა შეასრულა ორი წინაპირობის გარდა. ერთი ეხება ფინანსურ ინიციატივებს საგადასახადო კუთხით. მეორე, ნინოშვილის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას. ამ ორ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ჩაიშალა M2-ის სცენარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სცენარები არ გვიდევს მაგიდაზე. უკვე ბოლოში ვართ გასული მოლაპარაკებებზე. ალბათ, მარტის დასაწყისში ამას საჯაროს გავხდით“, - აღნიშნა რჩეულიშვილმა.

როგორც „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განმარტა, მოლაპარაკებებში აქტივების რამდენიმე მყიდველიც ჩართო.

„ყველა ვალდებულებას იხდის „ცენტრ პოინტი“. არც M2-ის შემთხვევაში, არც სხვა შემთხვევაში ფულს არავინ იხდის. ეს ფული ჩვენ გვაქვს აქტივების სახით, რომელიც დაყადაღებულია. ჩვენ ვეუბნებით, ეს აქტივები იყიდეთო. მხოლოდ ჩვენი აქტივების რეალიზაციაში გვეხმარებიან, დანარჩენი კომპანიას აქვს იმდენი აქტივები, რომ ჩვენს ვალდებულებებს აბსოლუტურად ჰყოფნის, როგორც ამას ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიძახდით. ასევე მოლაპარაკებებში ჩავრთე ამ აქტივების რადენიმე მყიდველი, რომელი ფულიც დაზარალებულებს მოხმარდება. ახალი დევოლოპერული კომპანია არ შემოგვყავს.

საპროცესო მხოლოდ იმ შემთხვევაში გაფორმდება, როცა დაზარალებულების მიმართ არსებული ვალდებულება დაკონტრაქტებული იქნება. რეალურად, სახელმწიფოს მხრიდან რა სისწრაფით მოხდება ამის დამთავრება, ამაზეა დამოკიდებული. ჩემი საქმე შესრულებული მაქვს, ველოდებით სახელმწიფოს“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისულების აღკვეთა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება დებს 11 მილიონი ლარზე მეტის მითვისებას ედავება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი