კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხაზარაძეს წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, ეს უნდა გავიგოთ და დავსვათ დიაგნოზი, რა სჭირს ქვეყანას"- გია ხუხაშვილი
"ხაზარაძეს წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, ეს უნდა გავიგოთ და დავსვათ დიაგნოზი, რა სჭირს ქვეყანას"- გია ხუხაშვილი

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს „თი­ბი­სი ბან­კი­დან“ წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ მი­ა­ღე­ბი­ნა, რა გახ­და ბოლო წვე­თი, ეს უნდა გა­ვი­გოთ და უნდა დავ­სვათ დი­აგ­ნო­ზი - რა სჭირს ამ ქვე­ყა­ნას, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი „თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მიერ ბან­კი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექ­სპერ­ტმა გა­ნუ­ცხა­და, ხა­ზა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ის ბან­კი­დან მი­დის, ახლა უფრო მეტი კი­თხვა ჩნდე­ბა. ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ფაქ­ტია, რომ ხა­ზა­რა­ძეს რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბებ­მა აი­ძუ­ლა გა­და­ედ­გა ეს ნა­ბი­ჯი.

„სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ი­დან თუ შევ­ხე­დავთ, გა­სა­გე­ბია მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ჩვენ­თვის ბევ­რად მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა ის, რაც შეგ­ვიქ­მნია ცხოვ­რე­ბა­ში და ამ დროს, ჩვე­ნი სუ­ბი­ექ­ტუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი უკა­ნა პლან­ზე გა­და­დის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რად გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რა­ღაც კი­თხვის ნიშ­ნე­ბი მო­იხ­სნა, ვი­ნა­ი­დან ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ კი­თხვის ნიშ­ნე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­და მთლი­ა­ნო­ბა­ში, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. რამ მი­ა­ღე­ბი­ნა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა გახ­და ბოლო წვე­თი, ეს უნდა გა­ვი­გოთ და უნდა დავ­სვათ დი­აგ­ნო­ზი - რა სჭირს ამ ქვე­ყა­ნას, იმი­ტომ, რომ ეს უკვე აღარ არის პი­რა­დად მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის პრობ­ლე­მა. სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის, სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს, ინ­ტე­რესჯ­გუ­ფე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის და ზო­გა­დად, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს სის­ტე­მურ პრობ­ლე­მად იქცა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სად იქ­ნე­ბა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი უნდა დავ­სვათ ამ „და­ა­ვა­დე­ბის“, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა თუნ­დაც მისი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ანაკ­ლი­ის პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას, ხუ­ხაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვაა, ვი­ნა­ი­დან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ეჭვქეშ დგე­ბა ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვა.

„რო­დე­საც ასე­თი მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი ის­მის, თვი­თონ ანაკ­ლი­ის თემა წი­ნა­სა­კონ­ტრაქ­ტო ფა­ზა­შია და რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი ფა­ზაა, ამ ტი­პის ბრალ­დე­ბე­ბი ეჭვქვეშ აყე­ნებს იმ ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვას, ვის­თა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დი­ო­და. ანუ, რის­კი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და რო­გორ მო­ხერ­ხდე­ბა ამ რის­კის პრე­ვენ­ცია, ამას უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ და შევ­ხე­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე „თი­ბი­სი ბან­კი­დან“ მი­დის. ამის შე­სა­ხებ „თი­ბი­სი ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის გვერ­დზე და­წე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ხაზარაძეს წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, ეს უნდა გავიგოთ და დავსვათ დიაგნოზი, რა სჭირს ქვეყანას"- გია ხუხაშვილი

"ხაზარაძეს წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, ეს უნდა გავიგოთ და დავსვათ დიაგნოზი, რა სჭირს ქვეყანას"- გია ხუხაშვილი

მამუკა ხაზარაძეს „თიბისი ბანკიდან“ წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, რა გახდა ბოლო წვეთი, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი - რა სჭირს ამ ქვეყანას, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ ბანკიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა განუცხადა, ხაზარაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ის ბანკიდან მიდის, ახლა უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ხუხაშვილის განმარტებით, ფაქტია, რომ ხაზარაძეს რაღაც გარემოებებმა აიძულა გადაედგა ეს ნაბიჯი.

„სახელმწიფოებრივი პოზიციიდან თუ შევხედავთ, გასაგებია მისი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენთვის ბევრად მეტი ღირებულებაა ის, რაც შეგვიქმნია ცხოვრებაში და ამ დროს, ჩვენი სუბიექტური ინტერესები უკანა პლანზე გადადის. აქედან გამომდინარე, მისი ეს გადაწყვეტილება ადამიანურად გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც კითხვის ნიშნები მოიხსნა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების შემდეგ კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მთლიანობაში, ამ საქმესთან დაკავშირებით. რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, რა გახდა ბოლო წვეთი, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი - რა სჭირს ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ეს უკვე აღარ არის პირადად მამუკა ხაზარაძის პრობლემა. სახელმწიფოებრივი განვითარების, საინვესტიციო გარემოს, ინტერესჯგუფების აქტიურობის და ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს სისტემურ პრობლემად იქცა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, სად იქნება მამუკა ხაზარაძე, ზუსტი დიაგნოზი უნდა დავსვათ ამ „დაავადების“, რამაც განაპირობა თუნდაც მისი ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივას, ხუხაშვილის მოსაზრებით, ეს საკმაოდ რთული პერსპექტივაა, ვინაიდან განვითარებული მოვლენების ფონზე ეჭვქეშ დგება ინვესტორების მოზიდვა.

„როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის, თვითონ ანაკლიის თემა წინასაკონტრაქტო ფაზაშია და რომელიც თავისთავად ძალიან სენსიტიური ფაზაა, ამ ტიპის ბრალდებები ეჭვქვეშ აყენებს იმ ინვესტორების მოზიდვას, ვისთანაც მოლაპარაკებები მიდიოდა. ანუ, რისკი ძალიან მაღალია და როგორ მოხერხდება ამ რისკის პრევენცია, ამას უნდა დავაკვირდეთ და შევხედოთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის. ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე დაწერა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები