პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძე - "მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე"
მამუკა ხაზარაძე - "მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე"

"თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც წერს რომ ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან მი­დის:

"მე­გობ­რე­ბო, თი­ბი­სე­ლე­ბო, ჩემი და თი­ბი­სი გუნ­დის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო!

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი მე­გობ­რო­ბის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის და ერ­თად გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ეტა­პე­ბი, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ, მეც ბევ­რჯერ მქო­ნია ასე­თი, ახ­ლაც ამ შემ­თხვე­ვას­თან მაქვს საქ­მე.

აღარ გან­ვმე­ორ­დე­ბი, თუ რო­გო­რი შე­ტე­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა ჩვე­ნი ჯუფი, ბან­კი. შე­დე­გად, ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ო­ნე­რებ­მა ერთ თვე­ში 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ზა­რა­ლი მი­ი­ღეს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნა­მაც სე­რი­ო­ზუ­ლად იზა­რა­ლა. ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე მოგ­ვა­ყე­ნეს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის აბ­სურ­დულ სა­კი­თხთან ვი­თომ­და კავ­შირ­ში, რომ­ლის არარ­სე­ბო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს არ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რის და მისი მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით, შეგ­ვხვედ­როდ­ნენ და პი­რა­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მით, რო­გორც ჩვე­ნი გუნ­დის­თვის, ისე ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­განს პი­რა­დად მივ­წე­რე და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც გა­და­ვუგ­ზავ­ნე გა­საც­ნო­ბად, პა­სუ­ხი არა­ვის­გან მო­სუ­ლა. სა­მა­გი­ე­როდ მო­ვის­მი­ნე მათი ბევ­რი კო­მენ­ტა­რი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე "თი­ბი­სი ბან­კი­დან" მი­დის - "ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ეტა­პე­ბი, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ"

მე მივ­ხვდი, რომ მი­ზა­ნი ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცი­აა, იმა­საც მივ­ხვდი, რომ აქ, ჩვენ­თან, წარ­მა­ტე­ბას ებ­რძვი­ან, მივ­ხვდი, რომ კომ­პა­ნი­ის ზრდას სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­მი­ტი უნდა ჰქონ­დეს და­წე­სე­ბუ­ლი. ჩემ­ზე ასე­თი თავ­დას­ხმა პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ჩვე­ნი ბან­კის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე. ბან­კი კი არ შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლივ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში იყოს თა­ვის რე­გუ­ლა­ტორ­თან, მი­თუ­მე­ტეს თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი არაა თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად მისი კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა.

დღეს ლონ­დონ­ში ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა ეროვ­ნულ ბანკთან სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბან­კის, მისი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის და დე­პო­ზი­ტა­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­სა­ბა­მი­სად, მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წა­ვი­დე ბან­კი­დან, სა­დაც ჩემი ცხოვ­რე­ბის 27 წელი გა­ვა­ტა­რე, ბან­კი­დან, რო­მე­ლიც 500 დო­ლა­რი­დან რე­გი­ო­ნის უმ­სხვი­ლეს მო­თა­მა­შედ ვაქ­ციე ჩემს გუნდთან ერ­თად.

იმე­დია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს ბან­კის მო­მა­ვალ სტა­ბი­ლურ და მშვიდ გა­რე­მო­ში გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მე კი მთელ ჩემს ენერ­გი­ას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს - ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მი­ვუ­ძღვნი. იმე­დია, დამ­ცალ­დე­ბა საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა.

სამ­შა­ბათს, რო­გორც დავ­პირ­დი პარ­ლა­მენტს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვიქ­ნე­ბი კო­მი­ტე­ტის მოს­მე­ნა­ზე, რათა მშვი­დად გან­ვი­ხი­ლო და გა­ვაც­ნო საქ­მის დე­ტა­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტა­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამა­ვე დროს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემი უფ­ლე­ბე­ბის სა­მარ­თლებ­რივ დაც­ვას სა­სა­მარ­თლო წე­სით, რო­გორც კერ­ძო პირი სა­ქარ­თვე­ლო­ში და უცხო­ეთ­ში.

პა­ტი­ვის­ცე­მით, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე" - წერს ბიზ­ნეს­მე­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

მამუკა ხაზარაძე - "მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე"

მამუკა ხაზარაძე - "მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე"

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან მიდის:

"მეგობრებო, თიბისელებო, ჩემი და თიბისი გუნდის გულშემატკივრებო!

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის. ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე.

აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.

სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ხაზარაძე "თიბისი ბანკიდან" მიდის - "ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ"

მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა.

დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.

სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში.

პატივისცემით, მამუკა ხაზარაძე" - წერს ბიზნესმენი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს