პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის..." - ლადო აფხაზავა „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში გადასვლაზე
"ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის..." - ლადო აფხაზავა „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში გადასვლაზე

ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის რომ გა­მოვ­ხა­ტო და გად­მოგ­ცეთ ჩემი ემო­ცი­ე­ბი! 2017 წელს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი რომ გავ­ხდი, მა­შინ ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ვე­ტყო­დი მსოფ­ლი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის სათ­ქმელს, - ამ სი­ტყვე­ბით შე­ა­ფა­სა მას­წავ­ლე­ბელ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს 2017 წლის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ლადო აფხა­ზა­ვამ 2019 წლის „მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს“ ფი­ნალ­ში გა­დას­ვლა. იგი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო 10 მას­წავ­ლე­ბელს შო­რის მოხ­ვდა.

„ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ და ვუ­ლო­ცავ ლა­დოს ამ წარ­მა­ტე­ბას! იყო მსოფ­ლი­ოს ათ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ეს უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა, არამ­ხო­ლოდ ლა­დოს­თვის არა­მედ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის! – გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ და­არ­სე­ბის იდე­ის ავ­ტორ­მა, კო­ა­ლი­ცი­ის “გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის” გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ ირი­ნა ხან­თა­ძემ.

2019 წლის მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს ფი­ნალ­ში ლადო აფხა­ზა­ვას­თან ერ­თად არი­ან: დე­ბო­რა გუ­რაფ­ლო - ბრა­ზი­ლია; დე­ი­ზი მერ­ტენს - ნი­დერ­ლან­დე­ბი; ენ­დრიუ მო­ფეტ - დიდი ბრი­ტა­ნე­თი; სვა­რუპ რავა - ინ­დო­ე­თი; მე­ლი­სა სალ­გუ­ე­რო - აშშ; მარ­ტინ სალ­ვე­ტი - არ­გენ­ტი­ნა; ია­სო­დაი სელ­ვა­კუ­მა­რან - ავ­სტრა­ლია; ჰი­დი­კა­ზუ შოტო - ია­პო­ნია; პი­ტერ ტუ­ბი­ში - კე­ნია. ფი­ნა­ლის­ტე­ბი 179 ქვეყ­ნის 10 000 გა­ნა­ცხა­დი­დან შე­ირჩნენ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დუ­ბა­ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და უნა­რე­ბის გლო­ბა­ლურ ფო­რუმ­ზე 2019 წლის 24 მარტს გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

„მსურს მი­ვუ­ლო­ცო ლა­დოს, რომ ის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და თავ­და­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან შერ­ჩე­ულ ათ ფი­ნა­ლის­ტთა შო­რი­საა. იმე­დი მაქვს, მისი ამ­ბა­ვი შთა­ა­გო­ნებს მათ, ვი­საც სურს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა და ასე­ვე უფრო მე­ტად წარ­მო­ა­ჩენს საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეწე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთელს მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ვარ­კის ფონ­დის და მას­წავ­ლე­ბელ­თა გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, სანი ვარ­კმა.

ლადო აფხა­ზა­ვა ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლია. მის შთამ­ბეჭ­დავ საქ­მი­ა­ნო­ბას შო­რი­საა პროგ­რა­მა „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცია“ , რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სკო­ლის მე­ნე­ჯმენ­ტის გარ­დაქ­მნას, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზით. პროგ­რა­მა უკვე 14 სკო­ლა­ში და­ი­ნერ­გა. ასე­ვე, ლადო 2012 წლი­დან არის მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სახ­ლის მე­ნე­ჯე­რი, სა­დაც რვა ბავ­შვი ცხოვ­რობს. მისი მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რე­ბად აღ­ზარ­დოს, რათა ისი­ნი ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ და­მო­უ­კი­დე­ბელ, კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბე­ბად, შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა, იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა და სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

“მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო” 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი ჯილ­დოა, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მა გა­მორ­ჩე­ულ მას­წავ­ლე­ბელს პრო­ფე­სი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნი­სათ­ვის. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და აღი­ა­რე­ბა, სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის გა­მოვ­ლე­ნა და და­ფა­სე­ბა. ჯილ­დო მოქ­მე­დებს 2015 წლი­დან.

ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "კო­ა­ლი­ცი­ი­დან გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის“ აც­ნო­ბეს.

ავტორი:

"ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის..." - ლადო აფხაზავა „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში გადასვლაზე

"ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის..." - ლადო აფხაზავა „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში გადასვლაზე

ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს, - ამ სიტყვებით შეაფასა მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულმა ლადო აფხაზავამ 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში გადასვლა. იგი მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.

„ძალიან გახარებული ვარ და ვულოცავ ლადოს ამ წარმატებას! იყო მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის ეს უკვე გამარჯვებაა, არამხოლოდ ლადოსთვის არამედ სრულიად საქართველოსთვის! – განაცხადა საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაარსების იდეის ავტორმა, კოალიციის “განათლება ყველასათვის” გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენს - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტ - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარან - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება.

„მსურს მივულოცო ლადოს, რომ ის მრავალრიცხოვანი, ნიჭიერი და თავდადებული მასწავლებლებიდან შერჩეულ ათ ფინალისტთა შორისაა. იმედი მაქვს, მისი ამბავი შთააგონებს მათ, ვისაც სურს მასწავლებლის პროფესიის დაუფლება და ასევე უფრო მეტად წარმოაჩენს საქმიანობას, რომელსაც მასწავლებლები ეწევიან საქართველოში და მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად“, - განაცხადა ვარკის ფონდის და მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს დამფუძნებელმა, სანი ვარკმა.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. მის შთამბეჭდავ საქმიანობას შორისაა პროგრამა „დემოკრატიული რევოლუცია“ , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ლადო 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება.

“მასწავლებლის გლობალური ჯილდო” 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.

ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ "კოალიციიდან განათლება ყველასათვის“ აცნობეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ