კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაბები იღებენ სერიალს, რომელშიც ქართული მაფიაა ნაჩვენები" - ვინ არის პიროტექნიკოსი, რომელიც უამრავ ქართულ ფილმში სპეცეფექტებს ქმნის
"არაბები იღებენ სერიალს, რომელშიც ქართული მაფიაა ნაჩვენები" - ვინ არის პიროტექნიკოსი, რომელიც უამრავ ქართულ ფილმში სპეცეფექტებს ქმნის

მის ცხოვ­რე­ბა­ში კი­ნო­სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვის­თა­ვად მოხ­და. ფიქ­რობს, რომ იქ აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც სა­ჭი­რო იყო. რამ­დე­ნი­მე ფილმში, მათ შო­რის "მა­ი­ტა ნა­სო­სი 1" და "მა­ი­ტა ნა­სო­სი 2" პა­ტა­რა ეპი­ზო­დებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. მისი მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა კა­მე­რის უკან დგო­მა და სპე­ცე­ფექ­ტე­ბის მარ­თვაა. "პი­რო­ტექ­ნი­კო­სო­ბა იმ­დე­ნად სენ­სი­ტი­უ­რი პრო­ფე­სი­აა, თავს ვი­კა­ვებ, რომ ახალ­გაზ­რდებს ვას­წავ­ლო, ვერ ვენ­დო­ბი. შე­იძ­ლე­ბა მათ რა­ღაც და­ვა­ვა­ლო, მაგ­რამ სწავ­ლა ნა­ად­რე­ვი მგო­ნია. პა­ტა­რა ასაკ­ში ფან­ტა­ზია ჯერ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლია და რა ვიცი, რას გა­ა­კე­თე­ბენ? სა­ში­შია, მერე თავი გექ­ნე­ბა მო­საკ­ლა­ვი. ამ პრო­ფე­სი­ას დიდი პრაქ­ტი­კა და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს სოსო გვა­სა­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მუ­შა­ობს და მო­სა­ყო­ლიც ბევ­რი აქვს.

- პირ­ველ კი­ნო­გა­და­ღე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის ასაკ­ში და­ვეს­წა­რი. ბი­ძა­ჩე­მი ალექ­სან­დრე გვა­სა­ლია არის კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც იღებ­და ფილ­მს "ქარ­თვე­ლე­ბი ცაში". პლე­ხა­ნოვ­ზე, ძვე­ლი კი­ნოს­ტუ­დი­ის დიდ პა­ვი­ლი­ონ­ში იდგა თვითმფრი­ნა­ვი, შუა ნა­წი­ლი ამო­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და და სა­ლონ­ში მი­დი­ო­და გა­და­ღე­ბე­ბი. მახ­სოვს მე­უბ­ნე­ბო­და, აქ დიდ­ხანს არ დად­გე, ორ­პი­რი­აო. სა­ლო­ნი მი­ლი­ვით იყო და ორი­ვე მხრი­დან უბე­რავ­და. ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს აფრ­თხი­ლებ­და, არ გავ­ცივ­დე­თო. სხვა­თა შო­რის, ბი­ძა­ჩემს არ უნ­დო­და კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მე­მუ­შა­ვა. როცა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე, ერ­თმა კი­ნომ­ხატ­ვარ­მა უთხრა: გა­მა­ტა­ნე შენი ბიჭი, წა­ვიყ­ვან და ერთ-ორ კა­პიკს "გა­ვა­კე­თე­ბი­ნე­ბო", მან კი უპა­სუ­ხა: ამას თა­ვი­სი საქ­მე აქვს, კი­ნოს­ტუ­დია ჭა­ო­ბია, მანდ ადა­მი­ა­ნი არ უნდა შე­უშ­ვაო. მა­შინ 90-იანი წლე­ბი იყო... მარ­თლაც, კი­ნოს­ტუ­დი­ას თა­ვი­სე­ბუ­რი მაგ­ნი­ტი აქვს.

- მხატ­ვრის პრო­ფე­სი­ით არ გი­მუ­შა­ვი­ათ?

- ჩვენ­მა თა­ო­ბამ ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ის, რაც გვინ­დო­და. 90-იანი წლე­ბი იდგა. ხისა და ლი­თო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი, მერე მი­ნან­ქა­რი შე­ვის­წავ­ლე და­მო­უ­კი­დებ­ლად. სარ­დაფ­ში მქონ­და სა­ხე­ლოს­ნო და შეკ­ვე­თებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. იუ­ვე­ლი­რო­ბით ბევ­რი ვირ­ჩენ­დით თავს. სა­დიპ­ლო­მო მი­ნან­ქარ­ზე და­ვი­ცა­ვი, მქონ­და პა­ტა­რა კომ­პო­ზი­ცია 2-3 სმ-ზე (იცი­ნის). სხვა და­ვა­ლე­ბაც შე­ვას­რუ­ლე, ხისა და ლი­თო­ნის მხატ­ვრულ და­მუ­შა­ვე­ბას რაც ეხე­ბო­და.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი ფილ­მი "ყავა და ლუდი" იყო. რას გა­იხ­სე­ნებთ?

- თვით­გა­დარ­ჩე­ნა­ზე როცა მუ­შა­ობ, კა­ლა­ტო­ზიც ხარ, შემ­დუ­ღე­ბე­ლიც... ხან რას მო­ე­დე­ბი და ხან რას. ადა­მი­ა­ნი არ უნდა გა­ჩერ­დე. ამ ფილმზე თა­ვი­დან "ბუ­მე­რად" გა­მიშ­ვეს, მერე ცოტა და­მა­წი­ნა­უ­რეს და ა.შ. "ყავა და ლუდი" სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი იყო. ზაზა ბუ­ა­ძე კომ­ფორ­ტუ­ლი რე­ჟი­სო­რია. ასეთ რე­ჟი­სორ­თან ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­დის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას მი­ლი­ო­ნი სა­ფიქ­რა­ლი აქვს. ზა­ზას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ სე­რი­ა­ლი იყო ლაღი, გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით სა­უბ­რობ­დნენ, ბა­ბუ­ას და შვი­ლიშ­ვილს ერ­თად შე­ეძ­ლოთ ყუ­რე­ბა და არ ის­მო­და უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბი. დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის სე­რი­ალ­ში, ერთ ფილმში ერთი ის­ტო­რია მთავ­რდე­ბო­და. მე­ო­რე სე­ზონ­ზე, უკვე ორ სე­რი­ა­ში იყო ერთი ამ­ბა­ვი ნაჩ­ვე­ნე­ბი. ზაზა არის უნი­ჭი­ე­რე­სი კაცი-ბულ­დო­ზე­რი, ყვე­ლა­ფერს ას­წრებ­და: სცე­ნა­რის და­წე­რა, პურ­მა­რი­ლი ჯგუფ­თან ერ­თად, მონ­ტა­ჟი, ხმის გას­წო­რე­ბა და ა.შ. იწყე­ბო­და შემ­დე­გი სე­რია და ყვე­ლა­ფე­რი ისევ მე­ორ­დე­ბო­და. სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ, "ორ კა­პი­კად" ვმუ­შა­ობ­დით, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო და ხა­ლა­სი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. კი­ნოს­ტუ­დი­ას სხვა პეწი აქვს, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვუვ­ლი­დით და ერთი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით. მა­შინ და­ვი­წყე პირ­ველ სპე­ცე­ფექ­ტზე მუ­შა­ო­ბა.

- ვინ და­გეხ­მა­რათ პირ­ველ სპე­ცე­ფექ­ტზე და რა დრო სჭირ­დე­ბა მის მომ­ზა­დე­ბას?

- არა­ვინ მომ­ხმა­რე­ბია, ჯერ პა­ტარ-პა­ტა­რა რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ­დი და თან­და­თან პრაქ­ტი­კა­ში ვის­წავ­ლე. მომ­ზა­დე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეპი­ზოდს გა­აჩ­ნია. ახ­ლა­ხან გერ­მა­ნე­ლე­ბი საკ­ვე­ბის თე­მა­ზე რეკ­ლა­მას იღებ­დნენ. ერთი დღით ადრე მო­ვიდ­ნენ და გვი­თხრეს, რომ უნ­დო­დათ ქვა­ბი­დან ორ­თქლის გად­მოს­ვლის გა­და­ღე­ბა. იმის იმი­ტა­ცია, რომ მო­თუხ­თუ­ხე ქვა­ბი­დან ცხე­ლი კი არა, ცივი ორ­თქლი ამო­დის, ისე­თი უბ­რა­ლო რა­ღა­ცის­გან გა­ვა­კე­თეთ, რომ გა­გიჟ­დნენ. ამას იქ სხვა­ნა­ი­რად, და­ლა­გე­ბუ­ლად და აპა­რა­ტუ­რით აღ­წე­ვენ. ჩვენ­თან უცხო­ე­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იაფი უჯ­დე­ბათ. ფრან­გებ­მა აქ გა­და­ი­ღეს "მზის გო­გო­ე­ბი", ფილ­მი კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე წა­რად­გი­ნეს, რაც ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. იმათ სპე­ცე­ფექ­ტე­ბის სუ­პერ­ვა­ი­ზე­რი ჰყავ­დათ ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი.

ყვე­ლა­ფერს მე ვა­კე­თებ­დი, ოღონდ მას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლად. ჩემ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრაქ­ტი­კა იყო ფილ­მი "აგ­ვის­ტოს 5 დღე", სა­დაც რუ­სებ­თან ერ­თად დიდი სა­მუ­შაო შე­ვას­რუ­ლეთ. კომ­ფორ­ტი იყო ტეს­ტე­ბის კე­თე­ბა, რისი ფუ­ფუ­ნე­ბაც ჩვენ არ გვაქვს. ყვე­ლა­ფერს გა­მოც­დი­ლე­ბის ხარ­ჯზე ვა­კე­თებთ, არა­და ტეს­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამ ფილმზე ომის სცე­ნე­ბის დროს სამ­ხედ­რო კონ­სულ­ტან­ტე­ბი და ინ­ჟინ­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. ისი­ნი იმი­ტომ მოგ­ვყავს, რომ მა­სა­ლა მო­აქვთ. აბა, ჩვენ ხელი არ მიგ­ვიწ­ვდე­ბა. ერთ-ერთი გა­და­ღე­ბი­სას, როცა ჩვენ სხვა­გან ვი­ღებ­დით კად­რებს, თურ­მე ინ­ჟინ­რებ­მა ავ­ტო­ბუ­სი ისე აა­ფეთ­ქეს, რომ სულ და­იფ­ლი­თა, კადრში აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა. ბი­ჭე­ბი ხუმ­რობ­დნენ: ლა­მის დაგ­ვხო­ცეს, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ნა­წი­ლე­ბი ცვი­ო­დაო. ისი­ნი მარ­თლა აფეთ­ქე­ბენ, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბას ათ­მა­გად იცა­ვენ. ბევ­რჯერ შემ­და­ვე­ბი­ან, კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე არა­ვინ უნდა იდ­გე­სო. ვი­ცო­დი, რომ უსაფრ­თხო იყო და არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც ჩემს თავ­ზე ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ისი­ნი მა­ინც ფრთხი­ლობ­დნენ. მა­გათ სამ­ხედ­რო ხედ­ვა აქვთ და ისე აფეთ­ქე­ბენ, მე აფეთ­ქე­ბა არ ვიცი, მაგ­რამ რაც ვიცი, იმა­ში ვერ შე­მე­ჯიბ­რე­ბი­ან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"არაბები იღებენ სერიალს, რომელშიც ქართული მაფიაა ნაჩვენები" - ვინ არის პიროტექნიკოსი, რომელიც უამრავ ქართულ ფილმში სპეცეფექტებს ქმნის

"არაბები იღებენ სერიალს, რომელშიც ქართული მაფიაა ნაჩვენები" - ვინ არის პიროტექნიკოსი, რომელიც უამრავ ქართულ ფილმში სპეცეფექტებს ქმნის

მის ცხოვრებაში კინოსამყაროსთან ურთიერთობა თავისთავად მოხდა. ფიქრობს, რომ იქ აღმოჩნდა, სადაც საჭირო იყო. რამდენიმე ფილმში, მათ შორის "მაიტა ნასოსი 1" და "მაიტა ნასოსი 2" პატარა ეპიზოდებშია გადაღებული. მისი მთავარი მოვალეობა კამერის უკან დგომა და სპეცეფექტების მართვაა. "პიროტექნიკოსობა იმდენად სენსიტიური პროფესიაა, თავს ვიკავებ, რომ ახალგაზრდებს ვასწავლო, ვერ ვენდობი. შეიძლება მათ რაღაც დავავალო, მაგრამ სწავლა ნაადრევი მგონია. პატარა ასაკში ფანტაზია ჯერ ჩამოუყალიბებელია და რა ვიცი, რას გააკეთებენ? საშიშია, მერე თავი გექნება მოსაკლავი. ამ პროფესიას დიდი პრაქტიკა და დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება", - ამბობს სოსო გვასალია, რომელიც წლებია კინოსტუდიაში მუშაობს და მოსაყოლიც ბევრი აქვს.

- პირველ კინოგადაღებას დაახლოებით 10 წლის ასაკში დავესწარი. ბიძაჩემი ალექსანდრე გვასალია არის კინოოპერატორი, რომელიც იღებდა ფილმს "ქართველები ცაში". პლეხანოვზე, ძველი კინოსტუდიის დიდ პავილიონში იდგა თვითმფრინავი, შუა ნაწილი ამოღებული ჰქონდა და სალონში მიდიოდა გადაღებები. მახსოვს მეუბნებოდა, აქ დიდხანს არ დადგე, ორპირიაო. სალონი მილივით იყო და ორივე მხრიდან უბერავდა. ყველა ერთმანეთს აფრთხილებდა, არ გავცივდეთო. სხვათა შორის, ბიძაჩემს არ უნდოდა კინოსტუდიაში მემუშავა. როცა სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ერთმა კინომხატვარმა უთხრა: გამატანე შენი ბიჭი, წავიყვან და ერთ-ორ კაპიკს "გავაკეთებინებო", მან კი უპასუხა: ამას თავისი საქმე აქვს, კინოსტუდია ჭაობია, მანდ ადამიანი არ უნდა შეუშვაო. მაშინ 90-იანი წლები იყო... მართლაც, კინოსტუდიას თავისებური მაგნიტი აქვს.

- მხატვრის პროფესიით არ გიმუშავიათ?

- ჩვენმა თაობამ ვერ განახორციელა ის, რაც გვინდოდა. 90-იანი წლები იდგა. ხისა და ლითონის გამოყენებით ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მერე მინანქარი შევისწავლე დამოუკიდებლად. სარდაფში მქონდა სახელოსნო და შეკვეთებზე ვმუშაობდი. იუველირობით ბევრი ვირჩენდით თავს. სადიპლომო მინანქარზე დავიცავი, მქონდა პატარა კომპოზიცია 2-3 სმ-ზე (იცინის). სხვა დავალებაც შევასრულე, ხისა და ლითონის მხატვრულ დამუშავებას რაც ეხებოდა.

- თქვენი პირველი ფილმი "ყავა და ლუდი" იყო. რას გაიხსენებთ?

- თვითგადარჩენაზე როცა მუშაობ, კალატოზიც ხარ, შემდუღებელიც... ხან რას მოედები და ხან რას. ადამიანი არ უნდა გაჩერდე. ამ ფილმზე თავიდან "ბუმერად" გამიშვეს, მერე ცოტა დამაწინაურეს და ა.შ. "ყავა და ლუდი" საინტერესო პროექტი იყო. ზაზა ბუაძე კომფორტული რეჟისორია. ასეთ რეჟისორთან ყველაფერი გამოგდის, მიუხედავად იმისა, რომ მას მილიონი საფიქრალი აქვს. ზაზას დამსახურებაა, რომ სერიალი იყო ლაღი, გამართული ქართულით საუბრობდნენ, ბაბუას და შვილიშვილს ერთად შეეძლოთ ყურება და არ ისმოდა უწმაწური სიტყვები. დეტექტიური ჟანრის სერიალში, ერთ ფილმში ერთი ისტორია მთავრდებოდა. მეორე სეზონზე, უკვე ორ სერიაში იყო ერთი ამბავი ნაჩვენები. ზაზა არის უნიჭიერესი კაცი-ბულდოზერი, ყველაფერს ასწრებდა: სცენარის დაწერა, პურმარილი ჯგუფთან ერთად, მონტაჟი, ხმის გასწორება და ა.შ. იწყებოდა შემდეგი სერია და ყველაფერი ისევ მეორდებოდა. საშინელი პერიოდი გავიარეთ, "ორ კაპიკად" ვმუშაობდით, მაგრამ საინტერესო და ხალასი ურთიერთობა გვქონდა. კინოსტუდიას სხვა პეწი აქვს, ყველა ერთმანეთს ვუვლიდით და ერთი ოჯახი ვიყავით. მაშინ დავიწყე პირველ სპეცეფექტზე მუშაობა.

- ვინ დაგეხმარათ პირველ სპეცეფექტზე და რა დრო სჭირდება მის მომზადებას?

- არავინ მომხმარებია, ჯერ პატარ-პატარა რაღაცებს ვაკეთებდი და თანდათან პრაქტიკაში ვისწავლე. მომზადებას რაც შეეხება, ეპიზოდს გააჩნია. ახლახან გერმანელები საკვების თემაზე რეკლამას იღებდნენ. ერთი დღით ადრე მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უნდოდათ ქვაბიდან ორთქლის გადმოსვლის გადაღება. იმის იმიტაცია, რომ მოთუხთუხე ქვაბიდან ცხელი კი არა, ცივი ორთქლი ამოდის, ისეთი უბრალო რაღაცისგან გავაკეთეთ, რომ გაგიჟდნენ. ამას იქ სხვანაირად, დალაგებულად და აპარატურით აღწევენ. ჩვენთან უცხოელები ჩამოდიან იმიტომ, რომ ყველაფერი იაფი უჯდებათ. ფრანგებმა აქ გადაიღეს "მზის გოგოები", ფილმი კანის ფესტივალზე წარადგინეს, რაც ძალიან გამიხარდა. იმათ სპეცეფექტების სუპერვაიზერი ჰყავდათ ჩამოყვანილი.

ყველაფერს მე ვაკეთებდი, ოღონდ მასთან შეთანხმებულად. ჩემთვის სერიოზული პრაქტიკა იყო ფილმი "აგვისტოს 5 დღე", სადაც რუსებთან ერთად დიდი სამუშაო შევასრულეთ. კომფორტი იყო ტესტების კეთება, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს. ყველაფერს გამოცდილების ხარჯზე ვაკეთებთ, არადა ტესტი აუცილებელია. ამ ფილმზე ომის სცენების დროს სამხედრო კონსულტანტები და ინჟინრები მუშაობდნენ. ისინი იმიტომ მოგვყავს, რომ მასალა მოაქვთ. აბა, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. ერთ-ერთი გადაღებისას, როცა ჩვენ სხვაგან ვიღებდით კადრებს, თურმე ინჟინრებმა ავტობუსი ისე ააფეთქეს, რომ სულ დაიფლითა, კადრში აღარაფერი დარჩა. ბიჭები ხუმრობდნენ: ლამის დაგვხოცეს, ნახევარი საათი ნაწილები ცვიოდაო. ისინი მართლა აფეთქებენ, თუმცა უსაფრთხოებას ათმაგად იცავენ. ბევრჯერ შემდავებიან, კონკრეტულ ადგილზე არავინ უნდა იდგესო. ვიცოდი, რომ უსაფრთხო იყო და არაფერი მოხდებოდა, პასუხისმგებლობასაც ჩემს თავზე ვიღებდი, მაგრამ ისინი მაინც ფრთხილობდნენ. მაგათ სამხედრო ხედვა აქვთ და ისე აფეთქებენ, მე აფეთქება არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, იმაში ვერ შემეჯიბრებიან...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი