მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა უყურადღებობით ნადგურდება" - რატომ ტეხს განგაშს ეთნოგრაფი
"საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა უყურადღებობით ნადგურდება" - რატომ ტეხს განგაშს ეთნოგრაფი

შე­საძ­ლოა მეც­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვამ მსოფ­ლიო დამ­წერ­ლო­ბის ის­ტო­რი­ის გარ­კვე­უ­ლი ეტა­პი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლოს. გრაკ­ლი­ა­ნის გო­რა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სია... 2016 წელს ქარ­თულ მე­დი­ა­ში გრაკ­ლი­ა­ნის გო­რა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რი­სად­მი ასე­თი უამ­რა­ვი ით­ქვა.

თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს წარ­წე­რა, ამის შე­სა­ხებ ეთ­ნოგ­რა­ფი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ის­ტო­რიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი გი­ორ­გი გი­გა­უ­რი სა­უბ­რობს:

- გრაკ­ლი­ან­ზე სა­მუ­შა­ოდ კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბია სა­ჭი­რო. უცხო­ე­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ კარ­გე­ბი, მაგ­რამ საქ­მეს ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არ უნდა მი­უდ­გნენ... რო­გორც კი წარ­წე­რა გა­მოჩ­ნდა, ად­გილ­ზე ჩა­ვე­დით და არ­ქე­ო­ლო­გებს ვურ­ჩი­ეთ, ყო­ვე­ლი ნიშ­ნის გა­მო­ჩე­ნი­სას ყა­ლი­ბი აღე­ბუ­ლი­ყო. ნიშ­ნე­ბი გო­რე­ლი­ე­ფუ­რია და ალი­ზის, თი­ხის ბუ­ნებ­რი­ვად გა­მაგ­რე­ბულ მა­სა­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და შლა­დია. მიწა რამ­დენ­ჯერ­მე მი­ა­ყა­რეს, მო­ა­ცი­ლეს, მი­ა­ყა­რეს, მო­ა­ცი­ლეს და ასე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და... ამ­დენ მი­წის მიყ­რის და მო­ცი­ლე­ბის მერე ნიშ­ნე­ბის ქვე­და ნა­წი­ლე­ბი დღეს ჩა­მოშ­ლი­ლია. ქარი, სი­ნეს­ტე, მოძ­რა­ო­ბა. ასეთ უძ­ვე­ლეს არ­ტე­ფაქ­ტზე ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს.

ბო­ლოს, როცა წინა სა­კურ­თხევ­ლის დიდი წარ­წე­რა ბო­ლომ­დე გა­მოჩ­ნდა, რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩა­ვე­დით - მე, პა­ლე­ოგ­რა­ფი ბა­ტო­ნი რა­მა­ზი პა­ტა­რი­ძე, ის­ტო­რი­კო­სი და დამ­წერ­ლო­ბამ­ცოდ­ნე გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი და სამ­ხა­რა­უ­ლის ერთ-ერთი ექ­სპერ­ტი, რო­მე­ლიც ნაკ­ვა­ლე­ვის ამოც­ნო­ბა­ზე მუ­შა­ობს... ჩვენ ერ­თად ჩავ­ხა­ზეთ წარ­წე­რის ნიშ­ნე­ბის ფირ­მე­ბიც. ზო­გან დე­ტა­ლი ჩა­მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და, ხოლო ზო­გან დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ღეთ და ჩა­ვი­ხა­ზეთ.

შემ­დეგ ერთი წელი მიწა ჰქონ­დათ მიყ­რი­ლი და კონ­სერ­ვა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად იტა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. ახლა როცა ვნა­ხეთ, სულ სხვა სუ­რა­თი წარ­მოგ­ვიდ­გა. ნიშ­ნე­ბის ქვე­და ზოლი ჩა­მოშ­ლი­ლია. ძველ ფო­ტო­ებ­თან შე­და­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა!

- რა არის ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი, რომ წარ­წე­რა სა­ბო­ლო­ოდ არ გა­ნად­გურ­დეს?

- არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ფაქ­ტია, ბევ­რს ვა­ფუ­ჭებთ... წარ­წე­რას წა­კი­თხვა და სწო­რი ვერ­სი­ის წარ­მო­ჩე­ნა უნდა. ფან­ტა­ზი­ებს და მე­ზღაპ­რე­ო­ბას რომ არ გავ­ყვეთ, ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ ენათ­მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად რა­ღაც რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა მოგ­ვე­ძებ­ნა. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნივ­თე­ბის ხა­სი­ა­თით, სა­ბეჭ­და­ვე­ბის სიმ­ბო­ლო­ე­ბით, ად­გი­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბით, გარ­შე­მო ად­გი­ლის ტო­პო­ნი­მე­ბით და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნიშ­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ვი­ღეთ დას­კვნა, რომ ად­გი­ლი ეკუთ­ვნის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ანუ ჰი­ე­რო­გა­მი­ულ წარ­მარ­თულ ტა­ძარს. აქე­დან წარ­წე­რის ნიშ­ნე­ბის ხა­სი­ა­თი და ზოგი ნიშ­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა გვაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რაც დავ­წე­რეთ წე­რილ­შიც "რას გვი­ამ­ბობს გრაკ­ლი­ა­ნის წარ­წე­რა".

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი კე­რა­მი­კო­სე­ბის, პა­ლე­ოგ­რა­ფე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბის კვლე­ვა­ში ჩარ­თვა. ამ წარ­წე­რას მარ­ტო პა­ლე­ოგ­რა­ფი კი არა, კარ­გი კე­რა­მი­კო­სიც სჭირ­დე­ბა, ვი­საც ერთხელ მა­ინც თი­ხის­გან გა­მო­უ­ძერ­წია გო­რე­ლი­ე­ფი და მა­სა­ლის დე­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა იცის, მის ხა­სი­ათს შე­იც­ნობს!

წარ­წე­რის გო­რე­ლი­ე­ფე­ბი გა­დამ­რგვა­ლე­ბუ­ლია და ჩა­მო­ტე­ხილს, ანუ წა­მახ­ვი­ლე­ბულ დე­ტალს სპე­ცი­ა­ლის­ტი ად­ვი­ლად გა­მო­არ­ჩევს. პრობ­ლე­მა ისი­ცაა, რომ თა­ვი­დან­ვე, როცა გა­მო­ძერ­წეს და მი­ად­გეს სა­კურ­თხე­ველს ნა­წი­ლი, მა­შინ­ვე და­იზ­ნი­ქა და და­იბ­რი­ცა. ამა­საც და­ნახ­ვა უნდა! ახლა გა­თხრე­ბის პე­რი­ოდ­ში მიწა მი­ა­ყა­რეს. მიწა ინა­ხავს, მაგ­რამ როცა ნეს­ტი­ა­ნი მიწა მოხ­ვდა ძვე­ლი ნიშ­ნის გი­რე­ლი­ე­ფის ად­გილს, ეს უკა­ნას­კნე­ლიც და­შა­ლა. ახლა იმ ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და ად­გილ­ზე დე­ტა­ლე­ბის მო­ძებ­ნით წარ­წე­რის აღ­მო­ჩე­ნის თავ­და­პირ­ვე­ლი სახე შე­საძ­ლოა კი­დევ აღ­დგეს.

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თუ მი­მარ­თეთ?

- დიახ, ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რით, მაგ­რამ ფი­ნან­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო გა­თხრე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე შე­ჩერ­და, გა­ი­ძარ­ცვა კი­დეც და ბო­ლოს იტა­ლი­ე­ლებ­მა კონ­სერ­ვა­ცი­ა­ზე იმუ­შა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი უძ­ვე­ლე­სი დამ­წერ­ლო­ბა, ასეთ ფორ­მა­ში არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა! მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­ზე ყვე­ლაფ­რის და­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არა მგო­ნია სწო­რი. ასე­თი ნიშ­ნე­ბი ქარ­თულ ეთ­ნო­კულ­ტუ­რა­შიც გვაქვს და წე­რი­ლიც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ! მა­ინც მთლი­ა­ნო­ბა­ში და­ნახ­ვა გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა უყურადღებობით ნადგურდება" - რატომ ტეხს განგაშს ეთნოგრაფი

"საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა უყურადღებობით ნადგურდება" - რატომ ტეხს განგაშს ეთნოგრაფი

შესაძლოა მეცნიერების კვლევამ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეული ეტაპი მნიშვნელოვნად შეცვალოს. გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა, რადგან სავარაუდოდ იგი საქართველოში უძველესია... 2016 წელს ქართულ მედიაში გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერისადმი ასეთი უამრავი ითქვა.

თუ რა მდგომარეობაშია დღეს წარწერა, ამის შესახებ ეთნოგრაფი, ხელოვნებათმცოდნე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი გიორგი გიგაური საუბრობს:

- გრაკლიანზე სამუშაოდ კარგი სპეციალისტებია საჭირო. უცხოელებიც შეიძლება იყვნენ კარგები, მაგრამ საქმეს ზერელე დამოკიდებულებით არ უნდა მიუდგნენ... როგორც კი წარწერა გამოჩნდა, ადგილზე ჩავედით და არქეოლოგებს ვურჩიეთ, ყოველი ნიშნის გამოჩენისას ყალიბი აღებულიყო. ნიშნები გორელიეფურია და ალიზის, თიხის ბუნებრივად გამაგრებულ მასაშია შესრულებული, დეფორმირებული და შლადია. მიწა რამდენჯერმე მიაყარეს, მოაცილეს, მიაყარეს, მოაცილეს და ასე მიმდინარეობდა... ამდენ მიწის მიყრის და მოცილების მერე ნიშნების ქვედა ნაწილები დღეს ჩამოშლილია. ქარი, სინესტე, მოძრაობა. ასეთ უძველეს არტეფაქტზე ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს.

ბოლოს, როცა წინა საკურთხევლის დიდი წარწერა ბოლომდე გამოჩნდა, რამდენიმე სპეციალისტი ჩავედით - მე, პალეოგრაფი ბატონი რამაზი პატარიძე, ისტორიკოსი და დამწერლობამცოდნე გიორგი ოთხმეზური და სამხარაულის ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც ნაკვალევის ამოცნობაზე მუშაობს... ჩვენ ერთად ჩავხაზეთ წარწერის ნიშნების ფირმებიც. ზოგან დეტალი ჩამოტეხილი ჰქონდა, ხოლო ზოგან დეფორმირებული იყო. ყველაფერი გადავიღეთ და ჩავიხაზეთ.

შემდეგ ერთი წელი მიწა ჰქონდათ მიყრილი და კონსერვაციის ჩასატარებლად იტალიელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. ახლა როცა ვნახეთ, სულ სხვა სურათი წარმოგვიდგა. ნიშნების ქვედა ზოლი ჩამოშლილია. ძველ ფოტოებთან შედარებაც არ შეიძლება!

- რა არის ყველაზე სწორი გამოსავალი, რომ წარწერა საბოლოოდ არ განადგურდეს?

- არასწორი დამოკიდებულებით, ფაქტია, ბევრს ვაფუჭებთ... წარწერას წაკითხვა და სწორი ვერსიის წარმოჩენა უნდა. ფანტაზიებს და მეზღაპრეობას რომ არ გავყვეთ, ჩვენ შევეცადეთ ენათმეცნიერებთან ერთად რაღაც რაციონალური ახსნა მოგვეძებნა. არქეოლოგიური ნივთების ხასიათით, საბეჭდავების სიმბოლოებით, ადგილის თავისებურებით, გარშემო ადგილის ტოპონიმებით და ეთნოგრაფიული ნიშნების ერთობლივი გათვალისწინებით, მივიღეთ დასკვნა, რომ ადგილი ეკუთვნის ნაყოფიერების ანუ ჰიეროგამიულ წარმართულ ტაძარს. აქედან წარწერის ნიშნების ხასიათი და ზოგი ნიშნის განსაკუთრებულობა გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რაც დავწერეთ წერილშიც "რას გვიამბობს გრაკლიანის წარწერა".

აუცილებელია ძლიერი კერამიკოსების, პალეოგრაფების, ექსპერტების კვლევაში ჩართვა. ამ წარწერას მარტო პალეოგრაფი კი არა, კარგი კერამიკოსიც სჭირდება, ვისაც ერთხელ მაინც თიხისგან გამოუძერწია გორელიეფი და მასალის დეფორმაციის თავისებურება იცის, მის ხასიათს შეიცნობს!

წარწერის გორელიეფები გადამრგვალებულია და ჩამოტეხილს, ანუ წამახვილებულ დეტალს სპეციალისტი ადვილად გამოარჩევს. პრობლემა ისიცაა, რომ თავიდანვე, როცა გამოძერწეს და მიადგეს საკურთხეველს ნაწილი, მაშინვე დაიზნიქა და დაიბრიცა. ამასაც დანახვა უნდა! ახლა გათხრების პერიოდში მიწა მიაყარეს. მიწა ინახავს, მაგრამ როცა ნესტიანი მიწა მოხვდა ძველი ნიშნის გირელიეფის ადგილს, ეს უკანასკნელიც დაშალა. ახლა იმ ძველი ფოტოების გამოყენებით და ადგილზე დეტალების მოძებნით წარწერის აღმოჩენის თავდაპირველი სახე შესაძლოა კიდევ აღდგეს.

- კულტურის სამინისტროს თუ მიმართეთ?

- დიახ, ყველაფერი ვუთხარით, მაგრამ ფინანსების ნაკლებობის გამო გათხრები რამდენჯერმე შეჩერდა, გაიძარცვა კიდეც და ბოლოს იტალიელებმა კონსერვაციაზე იმუშავეს. საქართველოში ასეთი უძველესი დამწერლობა, ასეთ ფორმაში არ აღმოჩენილა და საზოგადოება მოუმზადებელი აღმოჩნდა! მხოლოდ ერთ ადამიანზე ყველაფრის დავალდებულება არა მგონია სწორი. ასეთი ნიშნები ქართულ ეთნოკულტურაშიც გვაქვს და წერილიც გამოვაქვეყნეთ! მაინც მთლიანობაში დანახვა გაძნელებულია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ