პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი სკოლის მოსწავლე Washington Post-ს უჩივის ცილისწამებისთვის - თინეიჯერი 250 მლნ დოლარს ითხოვს
ამერიკელი სკოლის მოსწავლე Washington Post-ს უჩივის ცილისწამებისთვის - თინეიჯერი 250 მლნ დოლარს ითხოვს

ამე­რი­კელ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლემ ნი­კო­ლას სენდმენ­მა გა­ზეთ Washington Post-ის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის 250 მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვს.

სა­უ­ბა­რია გა­ზეთ Washington Post-ის სტა­ტი­ა­ზე, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ნი­კო­ლას სენდმენ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ერთ-ერთ დე­მონ­სტრან­ტთან და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ინ­ცი­დენ­ტი 18 იან­ვარს აბორ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ტინ­გის დროს მოხ­და, რო­მელ­შიც სენდმე­ნი და მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. გა­ზეთ Washington Post-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე ჩანს თუ რო­გორ დგას ნი­კო­ლას სენდმე­ნი, „ამე­რი­კა კვლავ დი­ა­დი გავ­ხა­დოთ“ წარ­წე­რი­ა­ნი ქუ­დით ამე­რი­კე­ლი ინ­დი­ე­ლის ნე­ი­ტან ფი­ლიპ­სის პი­რის­პირ. ფო­ტოს ქვეშ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ სენდმე­ნი აგ­რე­სი­უ­ლად მო­ექ­ცა ფი­ლიპს და ამ­გვა­რად, რა­სის­ტუ­ლი საქ­ცი­ე­ლი გა­მო­ამ­ჟღავ­ნა.

ნე­ი­ტან ფი­ლიპ­სის გან­ცხა­დე­ბით, სენდმე­ნი თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყვი­როდa „ავა­შე­ნოთ კე­დე­ლი“, რა­შიც მექ­სი­კას­თან სა­ზღვარ­ზე კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­და. თვი­თონ სკო­ლის მოს­წავ­ლე უარ­ყოფს ამ ბრალ­დე­ბებს და ამ­ბობს, რომ მსგავ­სი რამ არც ერთ ჩა­ნა­წერ­ში არ ის­მის.

სა­სარ­ჩე­ლო გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ Washington Post-მა ცილი დას­წა­მა სკო­ლის მოს­წავ­ლეს, რი­თაც დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა წინა პლან­ზე გა­მო­ი­ტა­ნა. ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო-მა­სა­ლის გამო ნი­კო­ლას სენდმე­ნი დევ­ნის ობი­ექ­ტი გახ­და.

„რათა ნი­კო­ლასს სრუ­ლად აუ­ნა­ზღა­ურ­დეს ზი­ა­ნი და დავ­სა­ჯოთ გა­ზე­თი Washington Post, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე მო­ი­თხოვს 250 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია სა­სარ­ჩე­ლო გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ამერიკელი სკოლის მოსწავლე Washington Post-ს უჩივის ცილისწამებისთვის - თინეიჯერი 250 მლნ დოლარს ითხოვს

ამერიკელი სკოლის მოსწავლე Washington Post-ს უჩივის ცილისწამებისთვის - თინეიჯერი 250 მლნ დოლარს ითხოვს

ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ ნიკოლას სენდმენმა გაზეთ Washington Post-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ცილისწამებისთვის 250 მილიონ დოლარს ითხოვს.

საუბარია გაზეთ Washington Post-ის სტატიაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკოლას სენდმენმა საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთ დემონსტრანტთან დაპირისპირება გამოიწვია.

ინციდენტი 18 იანვარს აბორტების წინააღმდეგ მიტინგის დროს მოხდა, რომელშიც სენდმენი და მისი თანაკლასელები მონაწილეობდნენ. გაზეთ Washington Post-ში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს თუ როგორ დგას ნიკოლას სენდმენი, „ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“ წარწერიანი ქუდით ამერიკელი ინდიელის ნეიტან ფილიპსის პირისპირ. ფოტოს ქვეშ აღნიშნულ ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სენდმენი აგრესიულად მოექცა ფილიპს და ამგვარად, რასისტული საქციელი გამოამჟღავნა.

ნეიტან ფილიპსის განცხადებით, სენდმენი თავის მეგობრებთან ერთად ყვიროდa „ავაშენოთ კედელი“, რაშიც მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა იგულისხმებოდა. თვითონ სკოლის მოსწავლე უარყოფს ამ ბრალდებებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ არც ერთ ჩანაწერში არ ისმის.

სასარჩელო განცხადებაში ნათქვამია, რომ Washington Post-მა ცილი დასწამა სკოლის მოსწავლეს, რითაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული სარედაქციო პოლიტიკა წინა პლანზე გამოიტანა. ადვოკატების თქმით, გაზეთში გამოქვეყნებული ფოტო-მასალის გამო ნიკოლას სენდმენი დევნის ობიექტი გახდა.

„რათა ნიკოლასს სრულად აუნაზღაურდეს ზიანი და დავსაჯოთ გაზეთი Washington Post, აღნიშნული საქმე მოითხოვს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას“, - ნათქვამია სასარჩელო განცხადებაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე