პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს - სამგლოვიარო პროცესია, რომელიც მავთულხლართებმა გაყო
აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს - სამგლოვიარო პროცესია, რომელიც მავთულხლართებმა გაყო

აფხა­ზეთ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლი სა­მეგ­რე­ლო­დან და­ი­ტი­რეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას radioatinati.ge ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოტო­ბა­ია-ორ­სან­ტი­ას ხიდ­თან სამ­გლო­ვი­ა­რო პრო­ცე­სი­ას 50-მდე ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბო­და, რათა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­ღუ­პუ­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ტი­რე­ბა შეძ­ლე­ბო­დათ.

ხი­დის ორი­ვე მხა­რეს გალ­ში გარ­დაც­ვლილ 53 წლის გოჩა ტუ­ფუ­რი­ას გლო­ვობ­დნენ. ნა­თე­სა­ვებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა, ვინც აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა, სამ­ძი­მა­რი ოჯახს ამ ფორ­მით, შო­რი­დან გა­მო­უ­ცხა­და და შე­სან­დო­ბა­რი თქვა. ელი­სო ფა­რუ­ლა­ვა, რო­მე­ლიც ხო­ბი­დან ჩა­მო­ვი­და, გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია.

"ექ­ვსი წე­ლია, არ მი­ნა­ხავს. ბო­ლოს მა­მა­ჩე­მის გას­ვე­ნე­ბა­ზე ვნა­ხე. მა­შინ მო­ვა­ხერ­ხე და გა­და­ვე­დი. ამის მერე არც აქეთ გად­მო­სუ­ლა და ვერც მე მო­ვა­ხერ­ხე იქით გა­დას­ვლა. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რომ გვი­წევს ახ­ლობ­ლის და­ტი­რე­ბა. ჩვე­ნი ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი ცხოვ­რობს იქით. ახ­ლა­ხან ბი­ცო­ლა გარ­და­მეც­ვა­ლა და ვერ და­ვი­ტი­რე. სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ან რო­გორ გა­და­ვი­დო­დი. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის დროს მა­ინც, ხომ უნდა შეგ­ვეძ­ლოს რომ გა­და­ვი­დეთ" - ამ­ბობს ფა­რუ­ლა­ვა "რა­დიო ათი­ნათ­თან" სა­უ­ბარ­ში.

ორ­სან­ტი­ე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის შო­რი­დან და­ტი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. გოჩა ტუ­ფუ­რი­ას ახ­ლო­ბე­ლი, ფე­რი­დე ქვა­რა­ია ყვე­ბა, რომ ვინც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვერ გა­და­დის, სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მყოფ ნა­თე­სა­ვებს სწო­რედ ამ სა­ხით, ხიდ­თან დას­ტი­რის...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი ად­გი­ლი­დან

ფოტო: რა­დიო ათი­ნა­თი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს - სამგლოვიარო პროცესია, რომელიც მავთულხლართებმა გაყო

აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს - სამგლოვიარო პროცესია, რომელიც მავთულხლართებმა გაყო

აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს. ამის შესახებ ინფორმაციას radioatinati.ge ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესიას 50-მდე ადამიანი ელოდებოდა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთში დაღუპული მიცვალებულის დატირება შეძლებოდათ.

ხიდის ორივე მხარეს გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას გლოვობდნენ. ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა და შესანდობარი თქვა. ელისო ფარულავა, რომელიც ხობიდან ჩამოვიდა, გარდაცვლილის ბიძაშვილია.

"ექვსი წელია, არ მინახავს. ბოლოს მამაჩემის გასვენებაზე ვნახე. მაშინ მოვახერხე და გადავედი. ამის მერე არც აქეთ გადმოსულა და ვერც მე მოვახერხე იქით გადასვლა. ეს ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში, რომ გვიწევს ახლობლის დატირება. ჩვენი ბევრი ახლობელი ცხოვრობს იქით. ახლახან ბიცოლა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. სად უნდა წავსულიყავი, ან როგორ გადავიდოდი. ასეთი შემთხვევების დროს მაინც, ხომ უნდა შეგვეძლოს რომ გადავიდეთ" - ამბობს ფარულავა "რადიო ათინათთან" საუბარში.

ორსანტიელები ამბობენ, რომ ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის. გოჩა ტუფურიას ახლობელი, ფერიდე ქვარაია ყვება, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ამ სახით, ხიდთან დასტირის...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები ადგილიდან

ფოტო: რადიო ათინათი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ