ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი საავტომობილო გზაზე გადავიდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მდინარის დონის მატება „კირნათი ჰესს" უკავშირდება.
მოსახლეობის თქმით, დატბორილი გზის აღნიშნულ მონაკვეთთან სასაფლაოებია. ისინი „კირნათი ჰესის“ წარმომადგენლობას მომხდარზე რეგირებისკენ მოუწოდებენ.
"მდინარის დონის მატება დღეს დილით დაიწყო. წყალი გზის სავალ ნაწილზეა გადმოსული, სადაც სასაფლაოებია, ასევე გადაადგილდებიან სკოლის მოსწავლეები. ვფიქრობთ, რომ მდინარის წყლის დონის მატება „კირნათი ჰესს“ უკავშირდება",- აცხადებენ სოფელ მარადიდის მცხოვრებლები.
საკითხზე კომენტარს ხელვაჩაურის მერიაში ჯერჯერობით არ აკეთებენ.