ავტორი:

საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო PechaKucha Night-ის მე-6 ღონისძიებას მასპინძლობს

საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო PechaKucha Night-ის მე-6 ღონისძიებას მასპინძლობს

23 თებერვალს კიდევ ერთხელ გექნებათ საშულება, ცნობილ იაპონურ ღონისძიებაში თბილისშიც მიიღოთ მონაწილეობა. ის რამდენიმე თემატიკასა და სპიკერს მოიცავს, რომლებიც პრეზენტაციას სულ რაღაც 20 წამის განმავლობაში ატარებენ და მხოლოდ 20 სლაიდის წარმოდგენის უფლება აქვთ. რაც მთავარია, ამ მცირე დროში ძირითადი სათქმელის გადმოცემა უნდა მოასწრონ.

PechaKucha-ს ეს წესი ღონისძიებას უფრო დინამიურს და სახალისოს ხდის. უკვე მსოფლიოს 1000 ქალაქში, საიდანაც ერთ-ერთი თბილისია, PechaKucha ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ღონისძიებაა. Pechakucha როგორც სახალისო, ისე საკმაოდ ინფორმაციულია, რადგან აუდიტორიას ინფორმაციას კრეატიული ადამიანები, ინოვატორები, ანტერპრენერები და სხვადასხვა გავლენიანი პირი აწვდის. ისინი საკუთარ იდეებს, გამოცდილებასა და მოსაზრებებს გამოხატავენ, რაც შეიძლება თქვენს ახლანდელ თუ სამომავლო საქმიანობის განხორციელებაში დაგეხმაროთ.

რაც შეეხება PechaKucha Nights-ის მე-6 ღონისძიების სპიკერებსა და თემებს, მათი ჩამონათვალი ასეთია: ნატალი ხიზანიშვილი - Wolt Georgia, თემა - „შეუძლებელი შესაძლებლობები“, დავით ღვაბერიძე - მუსიკის პროდუსერი - „გაჯანსაღება მუსიკის საშუალებით“; დიმიტრი გოდერძიშვილი - „დაკვირვებიდან ობსერვატორიამდე“; გიორგი შერმაზანაშვილი - ფოტოგრაფი (ჩრდილები თბილისში); ლევან გომშიაშვილი - დეგუსტატორი - „პიცა, რომელსაც ქალაქი იმსახურებს“ და ნანა დიხამინჯია - კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი - „უძილო STEM-ის მოყვარულები“.

როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, დანარჩენი სპიკერების შესახებ აუდიტორია უშუალოდ ღონისძიებაზე შეიტყობს.

სად და რომელ საათზე?

ღონისძიება ზუსტად 23 თებერვალს, 20:20 საათზე იწყება და 22:00 საათამდე გრძელდება. PechaKucha Night ტექნოპარკში ჩატარდება, რომელიც ინოვაციების ქუჩაზე, ოქროყანაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ, რომლებიც ტექნოპარკში 19:00 საათზე გადიან. ავტობუსები თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს წინ გაჩერდება.

გასათვალისწინებელია, PechaKucha Night-ზე შესასვლელად კარი 19:19 საათზე გაიღება.

გასათვალისწინებელია, რომ ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია.

ბილეთების შეძენა შემდეგ ბმულებზეა შესაძლებელი:

Eventer.ge: https://eventer.ge/event/pk/1163/en;

Biletebi.ge: https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/pechakucha-nigh-tbilisi-vol-6-tbilisi-pechakucha-nigh-tbilisi-vol-6-tbilisi;

TKT.ge: https://tkt.ge/Event/180871/pechakucha-night-tbilisi-vol.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიებაზე დასასწრებად მხოლოდ 150 ბილეთია გამოყოფილი, შესაბამისად, PechaKucha Night-ზე დამსწრეები ლიმიტირებული რაოდენობით დაიშვებიან.

ტრადიციულად, PechaKucha Night Tbilisi Startup Bureau-ს მიერ არის ორგანიზებული. ასევე, მისი ორგანიზატორები არიან თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy-ს განვითარების პროექტი, ხოლო მასპინძელია ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia.

ასევე, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA.

როგორც ყოველთვის, PechaKucha Night მედიის ყურადრების ცენტრში მოექცა და მისი პარტნიორები არიან

ინდიგო • Indigo,

AT.ge,

bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი,

ambebi.ge • ამბები.ge და

Radio Shokoladi (რადიო შოკოლადი).