„საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“-მა გერმანული ავეჯისა და აქსესუარების მაღაზია „კარე“-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიება 2019 წლის 13 თებერვალს გამართა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ-ის" დამფუძნებელი ბატონი კახა ხაზარაძე და ბრენდ „კარეს“ დამფუძნებელი პიტერ შონჰოფენი. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ და შეეფასებინათ „კარეს“ უახლესი კოლექცია, რომელიც უკვე გაყიდვაშია.
"დღეს გვაქვს ოფიციალური გახსნის ღონისძიება თბილისში და ძალიან გვიხარია, რომ ბრენდის "კარე" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აი სი არ ჯგუფი გახდა. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, გავაფართოვოთ ჩვენი მაღაზიები და "კარეს" შოურუმები სხვადასხვა ადგილას წარმოვადგინოთ. ყოველთვის დიდი სიხარულით დაველოდებით მომხმარებელს ჩვენთან." - განაცხადა მარკეტინგის დეპარტამნტის ხელმძღვანელმა, მარიამ ტყაბლაძემ.
„კარე“ წარმოადგენს ავეჯის, განათებისა და აქსესუარების გერმანულ ბრენდს, რომელიც 1981 წელს დაარსდა და დღეს უკვე 200-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაში.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და ჩვენი ბრენდის უახლეს კოლექციას წარმოგიდგენთ. ეტაპობრივად ქართველ მომხმარებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ. დახვეწილი დიზაინის ავეჯი და აქსესუარები ხელმისაწვდომ ფასად - ეს "კარეს" მთავარი მიმართულებაა." აღნიშნა „კარეს“ დამფუძნებელმა, პიტერ შონჰოფენმა.
„კარე“-ს კონცეფცია გამორჩეული, განსხვავებული, თანამედროვე და არაორდინალური დიზაინის ავეჯსა და აქსესუარებში გამოიხატება.
აღსანიშნავია, საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ-ის ავეჯის მიმართულებას ბრენდი „კარე“ 2018 წლის დეკემბრიდან დაემატა და პირველი შოურუმი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე გაიხსნა.
R
თეკლე ჯანელიძე