პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბიჭი, რომელიც ევროპაში სკუტერით მოგზაურობს - რას წერს Boredpanda ჯაბაზე
ქართველი ბიჭი, რომელიც ევროპაში სკუტერით მოგზაურობს - რას წერს Boredpanda ჯაბაზე

ქარ­თველ მა­მა­კაც­ზე, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი სკუ­ტე­რი­თა და რამ­დე­ნი­მე ჩან­თით ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რობს, უცხო­უ­რო პორ­ტა­ლე­ბი წე­რენ. Bored Panda აღ­ნიშ­ნავს, რომ 28 წლის თბი­ლი­სელ ჯაბა ჩარ­გა­ზი­ამ კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა, სა­ბო­ლო­ოდ კი რუ­ტი­ნა მო­ბეზ­რდა და გა­და­წყვი­ტა, ცხოვ­რე­ბა შე­ეც­ვა­ლა. სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გით სკუ­ტე­რი შე­ი­ძი­ნა, სპონ­სო­რიც მო­ძებ­ნა და ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცია.

ჯაბა მოგ­ზა­უ­რობს Honda Navi-თ, რომ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე მხო­ლოდ 81 კმ/სთ-ა. ის თბი­ლი­სი­დან ლი­სა­ბონ­ში და შემ­დეგ უკან, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავს.

ჩარ­გა­ზია 21 ქვეყ­ნის 44 ქა­ლაქს ეს­ტუმ­რე­ბა, ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, ვინც ევ­რო­პას სკუ­ტე­რით შე­მო­ივ­ლის. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მას 16 000 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა მო­უ­წევს. მოგ­ზა­უ­რო­ბა 10 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო და 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

„ყო­ველ­თვის ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე ვცხოვ­რობ­დი, არა­სო­დეს მქო­ნია მოგ­ზა­უ­რო­ბის შან­სი. წე­ლი­წად­ში ერთხელ შვე­ბუ­ლე­ბის დროს კი ზუს­ტად ვი­ცო­დი, ვე­რა­სო­დეს შევ­ძლებ­დი მე­ნა­ხა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ნახ­ვაც მინ­დო­და,“ - ამ­ბობს ჯაბა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ბერ­ძნე­თი­დან ალ­ბა­ნე­თის­კენ მი­ემ­გზავ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ქართველი ბიჭი, რომელიც ევროპაში სკუტერით მოგზაურობს - რას წერს Boredpanda ჯაბაზე

ქართველი ბიჭი, რომელიც ევროპაში სკუტერით მოგზაურობს - რას წერს Boredpanda ჯაბაზე

ქართველ მამაკაცზე, რომელიც საკუთარი სკუტერითა და რამდენიმე ჩანთით ევროპაში მოგზაურობს, უცხოურო პორტალები წერენ. Bored Panda აღნიშნავს, რომ 28 წლის თბილისელ ჯაბა ჩარგაზიამ კარიერის განმავლობაში უამრავი სამსახური გამოიცვალა, საბოლოოდ კი რუტინა მობეზრდა და გადაწყვიტა, ცხოვრება შეეცვალა. საკუთარი დანაზოგით სკუტერი შეიძინა, სპონსორიც მოძებნა და ოცნება რეალობად აქცია.

ჯაბა მოგზაურობს Honda Navi-თ, რომლის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 81 კმ/სთ-ა. ის თბილისიდან ლისაბონში და შემდეგ უკან, საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

ჩარგაზია 21 ქვეყნის 44 ქალაქს ესტუმრება, ის პირველი ქართველია, ვინც ევროპას სკუტერით შემოივლის. საბოლოო ჯამში, მას 16 000 კილომეტრის გავლა მოუწევს. მოგზაურობა 10 თებერვალს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ყოველთვის ხელფასიდან ხელფასამდე ვცხოვრობდი, არასოდეს მქონია მოგზაურობის შანსი. წელიწადში ერთხელ შვებულების დროს კი ზუსტად ვიცოდი, ვერასოდეს შევძლებდი მენახა ყველა ქვეყანა, რომლის ნახვაც მინდოდა,“ - ამბობს ჯაბა, რომელიც ამჟამად საბერძნეთიდან ალბანეთისკენ მიემგზავრება.

ასტრონომებმა კოსმოსში "თოვლის ბაბუა" იპოვეს

რა აღჭურვილობით გადიან სასწრაფოს ექიმები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებზე

როგორ უნდა დაიბანოთ ხელები სწორად - ფოტო-ინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან