პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა "ბონუს" სისტემით ისარგებლებენ მძღოლები, რომლებსაც არც ერთი ავარია დაუფიქსირდებათ და ვინ გადაიხდის 100 ლარზე ნაკლებს მანქანის დაზღვევაში
რა "ბონუს" სისტემით ისარგებლებენ მძღოლები, რომლებსაც არც ერთი ავარია დაუფიქსირდებათ და ვინ გადაიხდის 100 ლარზე ნაკლებს მანქანის დაზღვევაში

იმ ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას გა­მო­იწ­ვე­ვენ, მე­სა­მე პი­რის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტის შე­ძე­ნა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ და­ზღვე­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი თუ­თა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ამოქ­მე­დე­ბი­დან სამი წლის შემ­დეგ ე.წ. „ბო­ნუს-მა­ლუს“ სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში სამი წლის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია „ბო­ნუს-მა­ლუს“ სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ თუ მძღო­ლი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იწ­ვევს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას და არის ე.წ. კარ­გი მძღო­ლი, მას მო­უ­წევს ბევ­რად ნაკ­ლე­ბი სა­და­ზღვე­ვო პრე­მი­ის გა­დახ­და, ვიდ­რე იმ მძღოლს, რო­მე­ლიც ხში­რად ხვდე­ბა ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში. რო­გორც იცით, კა­ნონპ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტის წლი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქვე­და და ზედა ზღვა­რი, რო­მე­ლიც არ შე­იც­ვლე­ბა. „ბო­ნუს-მა­ლუს“ სის­ტე­მის მი­ხედ­ვით კი, თუ მა­გა­ლი­თად, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის­თვის სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტის წლი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100-დან 150-ლა­რამ­დეა, კა­ნონ­მორ­ჩილ­მა მძღოლ­მა შე­საძ­ლოა, 100 ლარ­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბი გა­და­ი­ხა­დოს, ე.წ. ცუდი მძღო­ლე­ბის სა­და­ზღვე­ვო პრე­მია კი 150 ლარ­ზე ძვი­რი ეღი­რე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და bpn.ge-ს ირაკ­ლი თუ­თა­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­სა­მე პი­რის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, 1-ელი ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტით დად­გე­ნი­ლია წლი­უ­რი და­ზღვე­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი ფა­სე­ბი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით: მო­ტო­ციკ­ლის­თვის, რომ­ლის ძრა­ვის მუშა მო­ცუ­ლო­ბა 50 სმ3-ზე მე­ტია – 75.00 – 110.00 ლარი;

მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის, რომ­ლის ნე­ბა­დარ­თუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი მასა 3 500 კგ-ს, ხოლო და­სას­ხდო­მი ად­გი­ლე­ბის (გარ­და მძღო­ლის ად­გი­ლი­სა) რა­ო­დე­ნო­ბა 8-ს არ აღე­მა­ტე­ბა – 100.00 – 150.00 ლარი;

ავ­ტო­ბუ­სი­სათ­ვის, რომ­ლის და­სას­ხდო­მი ად­გი­ლე­ბის (გარ­და მძღო­ლის ად­გი­ლი­სა) რა­ო­დე­ნო­ბა 8-ს აღე­მა­ტე­ბა –160.00 – 240.00 ლარი;

სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი­სათ­ვის, რომ­ლის ნე­ბა­დარ­თუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი მასა 3 500 კგ-ს აღე­მა­ტე­ბა–210.00-310.00 ლარი;

მი­საბ­მე­ლი­სათ­ვის – 50.00-75.00 ლარი;

სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მან­ქა­ნის­თვის, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი თვით­მა­ვა­ლი მან­ქა­ნის­თვის – 60.00-90.00 ლარი.

იხი­ლეთ ვი­დეო: მძღო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არც ერთი ავა­რია არ და­უ­ფიქ­სირ­დე­ბათ, "ბო­ნუს" სის­ტე­მით ისარ­გებ­ლე­ბენ და მან­ქა­ნის და­ზღვე­ვა­ში 100 ლარ­ზე ნაკ­ლებს გა­და­იხ­დი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რა "ბონუს" სისტემით ისარგებლებენ მძღოლები, რომლებსაც არც ერთი ავარია დაუფიქსირდებათ და ვინ გადაიხდის 100 ლარზე ნაკლებს მანქანის დაზღვევაში

რა "ბონუს" სისტემით ისარგებლებენ მძღოლები, რომლებსაც არც ერთი ავარია დაუფიქსირდებათ და ვინ გადაიხდის 100 ლარზე ნაკლებს მანქანის დაზღვევაში

იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება, - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ ე.წ. „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

„კანონით განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში სამი წლის შემდეგ შესაძლებელია „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ. კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდრე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში. როგორც იცით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, რომელიც არ შეიცვლება. „ბონუს-მალუს“ სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება“, - განუცხადა bpn.ge-ს ირაკლი თუთარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა საქართველოში სავარაუდოდ, 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. კანონპროექტით დადგენილია წლიური დაზღვევის მინიმალური და მაქსიმალური ფასები ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით: მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;

მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;

ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება –160.00 – 240.00 ლარი;

სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00 ლარი;

მისაბმელისათვის – 50.00-75.00 ლარი;

სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00-90.00 ლარი.

იხილეთ ვიდეო: მძღოლები, რომლებსაც არც ერთი ავარია არ დაუფიქსირდებათ, "ბონუს" სისტემით ისარგებლებენ და მანქანის დაზღვევაში 100 ლარზე ნაკლებს გადაიხდიან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"