სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ ფინანსურ დახმარებას გვიზრდის - რას ითვალისწინებს საქართველოსთვის ამერიკის ბიუჯეტი
აშშ ფინანსურ დახმარებას გვიზრდის - რას ითვალისწინებს საქართველოსთვის ამერიკის ბიუჯეტი

2019 წლის აშშ-ის ბი­უ­ჯეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბე­ბი გაზ­რდი­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბის აქტი მნიშ­ვნე­ლო­ვან ჩა­ნა­წე­რებს შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ი­სა და არა­ღი­ა­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

„ტექ­სტის თა­ნახ­მად, ხსე­ნე­ბუ­ლი კა­ნო­ნით გა­მო­ყო­ფი­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ვერ ისარ­გებ­ლებს ვერც ერთი ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბა, თუ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი და­ად­გენს და ასიგ­ნე­ბე­ბის კო­მი­ტეტს წა­რუდ­გენს ან­გა­რიშს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ქვე­ყა­ნამ აღი­ა­რა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ან მათ­თან და­ამ­ყა­რა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. აგ­რეთ­ვე ხსე­ნე­ბუ­ლი კა­ნო­ნით გა­მო­ყო­ფი­ლი რა­ი­მე და­ფი­ნან­სე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პა­ცი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი მო­უ­წო­დებს აშშ-ის ხა­ზი­ნის დე­პარ­ტა­მენტს, შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცია მის­ცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის აშშ-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რებს, რათა მათ მხა­რი არ და­უ­ჭი­რონ ნე­ბის­მი­ე­რი იმ პროგ­რა­მის და­ფი­ნან­სე­ბას (სეს­ხის, კრე­დი­ტი­სა და გა­რან­ტი­ის ჩათ­ვლით), რო­მე­ლიც არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ის კონ­გრესს მე­სა­მე წე­ლია შე­აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი აშშ-ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტში, რაც აშშ-ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი დიდ ყუ­რა­დღე­ბა­სა და მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

ამას გარ­და, ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ აქტი “რუ­სე­თის ზე­გავ­ლე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ფონ­დის” ფარ­გლებ­ში, ით­ვა­ლის­წი­ნებს არა­ნაკ­ლებ 275 მლნ აშშ დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფას ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი და უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში აშშ-სა და ნატო-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით. აქვე, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­ფი­ნან­სე­ბის ნა­წი­ლი უნდა მოხ­მარ­დეს აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის მიერ ევ­რო­კავ­შირ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, ასე­ვე, სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლის შემ­ცი­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მო­ყო­ფილ და­ფი­ნან­სე­ბას, აშშ-ის ბი­უ­ჯე­ტის სა­ხელ­მწი­ფო, სა­გა­რეო ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი (FY19 SFOPs) ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გაზ­რდილ დახ­მა­რე­ბას და შე­ად­გენს $127, 025,000 მლნ დო­ლარს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს თან­ხა 22 მლნ. აშშ დო­ლა­რით აღე­მა­ტე­ბა 2018 ფის­კა­ლუ­რი წლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ფი­ნან­სე­ბას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

აშშ ფინანსურ დახმარებას გვიზრდის - რას ითვალისწინებს საქართველოსთვის ამერიკის ბიუჯეტი

აშშ ფინანსურ დახმარებას გვიზრდის - რას ითვალისწინებს საქართველოსთვის ამერიკის ბიუჯეტი

2019 წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებები გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით.

„ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესს მესამე წელია შეაქვს აღნიშნული ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც აშშ-ის მიერ საქართველოსადმი დიდ ყურადღებასა და მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს.

ამას გარდა, ხაზგასასმელია, რომ აქტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის” ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 275 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. აქვე, აღნიშნულია, რომ დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას, აშშ-ის ბიუჯეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამები (FY19 SFOPs) ითვალისწინებს საქართველოსთვის გაზრდილ დახმარებას და შეადგენს $127, 025,000 მლნ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 22 მლნ. აშშ დოლარით აღემატება 2018 ფისკალური წლით გათვალისწინებულ დაფინანსებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები