Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ ერთი პირია დაჭრილი
ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ ერთი პირია დაჭრილი

თბი­ლის­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე სრო­ლი­სას, რო­მელ­საც გუ­შინ ზვი­ად ჯა­ფა­რი­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­უ­დას­ტუ­რეს. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გან­მარ­ტა­ვენ, მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც გუ­შინ მათ­თან შე­იყ­ვა­ნეს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. დაჭ­რი­ლი პირი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე სრო­ლი­სას, ერთი პირი, ზვი­ად ჯა­ფა­რი­ძე და­ი­ღუ­პა, ერთი მა­მა­კა­ცი კი და­იჭ­რა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვი­ად ჯა­ფა­რი­ძეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. ის წარ­სულ­ში არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

საქ­მის ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დე­ქის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე სრო­ლის შე­დე­გად, შუა ხნის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის გარ­და, კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ ერთი პირია დაჭრილი

ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ ერთი პირია დაჭრილი

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომელსაც გუშინ ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცს, რომელიც გუშინ მათთან შეიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, ერთი პირი, ზვიად ჯაფარიძე დაიღუპა, ერთი მამაკაცი კი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი იყო, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ვერცხლის ქუჩაზე სროლის შედეგად, შუა ხნის მამაკაცის მკვლელობის გარდა, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს