ავტორი:

რა ეტაპზეა სინჯიკაშვილი-ბაღდავაძის დავა - მხარეების კომენტარები "წითელი ცხვირების" საქმეზე გამართული პროცესის შემდეგ

რა ეტაპზეა სინჯიკაშვილი-ბაღდავაძის დავა - მხარეების კომენტარები "წითელი ცხვირების" საქმეზე გამართული პროცესის შემდეგ

თეონა ბაღდავაძისა და აკა სინჯიკაშვილის სამართლო დავის პირვლი პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს ჩატრადა. პიარ მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ მისი და კომპანია RedNose-ს სახელით რამდენიმე თვის წინ შესაძლო რეპუტაციის შელახვის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე მხარეების მორიგებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა შეთანხმება არ შედგა და შემდეგი პროცესი მიმდინარე წლის 14 აპრილს ჩაინიშნა.

"ვითხოვთ, რომ აკა სინჯიკაშილმა უარყოს ის ცილისმწამებლური განცხადება, რაც მან რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ასევე დაზუსტდეს, რაში გამოიყენა ის თანხა, რომელიც ჩვენ მას მივეცით საქველმოქმედო მიზნებისთვის და ამ თანხების კვალი ჯერ კიდევ უცნობია. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მორიგება შემოგვთავაზა, თუმცა მორიგებაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის ადამიანი ისაუბრებს იმაზე, რომ ის ცილისმწამებლური დამოკიდებულება, რაც მას ჩემი და ფონდის მიმართ ჰქონდა, არასწორი იყო" - აღნიშნა თეონა ბაღდავაძემ პროცესის დასრულების შემდეგ.

VIDEO: რა მოხდა დღეს სინჯიკაშვილი-ბაღდავაძის სასამართლო პროცესზე - დავა "წითელი ცხვირების" საქმეზე გრძელდება

დღევანდელი სასამრთლო პროცესი აკა სინჯიკასვილმა საკუთარ "ფეისბუქ" სტატუსში შეაჯამა და აღნიშნა, რომ მან სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ თეონა ბაღდავაძემ საქველმოქმედო კამპანიის შედეგად შემოსული თანხები მიითვისა.

"პირველ რიგში წერილი გავგზავნე Red Nose Day - ს სათაო ოფისში და მომივიდა პასუხი რომ საქართველოში არანაირი წარმომადგენლობა არ აქვთ. არ აქვთ გაფორმებული არანაირი კონტრაქტი არც თეონასთან არც სხვა საქართველოს მოქალაქესთან და საერთოდ არ აქვთ კავშირი ჩვენს ქვეყანასთან . გაყიდული წითელი ცხვირები არ არის ოფიციალური Red Nose Day -ს პროდუქტი, ცხვირები გამოწერილია ჩინეთიდან, თითო სულ რამდენიმე ცენტად ღირებული და ჩამოტანილია რაღაცა შპს "ქეი ეიჯენსი" - დან. თეონას ნახსენები აუდიტი კი ჩატარებულია Red Nose Day Georgia - ში, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია არაა, თუ ნახავთ, ფეიჯს ვერიფიკაციაც არ აქვს მინიჭებული ამ ორ წელიწადში. რომელსაც საერთოდ არ უყიდია ცხვირები და რა დათვალეს რა საინტერესოა" - წერს აკა სინჯიკაშვილი.

მისი მტკიცებით, საქველმოქმედო მიზნით გაცილებით მეტი წითელი ცხვირი გაიყიდა, ვიდრე თეონა ბაღდავაძე ამბობს.

"თეონას თქმით სულ გაიყიდა მხოლოდ 15000 ცალი ცხვირი, თითო ღირდა 5 ლარი და შემოვიდა ზუსტად 75000 ლარი. ეს ნიშნავს, რომ არცერთ თქვენგანს, ვინც ცხვირები იყიდეთ, არცერთი ლარით მეტი არ გადაგიხდიათ და არცერთი ლარით ზედმეტი არ ჩაგიგდიათ ქაღალდის ხელნაკეთ დახურულ ყუთებში, არც ანგარიშზე ჩაგირიცხავთ და არც სხვა რამე ფორმით, ამ სქრინში არსად ჩანს მაისურებიდან შემოსული ფული, რომლებზეც თვითონ დაპრინტა წითელი ცხვირები და იმასაც ყიდდა პარალელურად" - წერს აკა.

თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილის განცხადებას ცილისმწამებულურს უწოდებს. მისი თქმით, მის უდანაშაულობაზე ფინანსური პოლიციის გამოძიების შედეგები მოწმობს.

როგორც ცნობილია, აკა სინჯიკაშვილის განცხადების საფუძველზე ფინანსურმა პოლიციამ Red Nose Day Georgia- ს საქმიანობა შეისწავლა და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმის წარმოება შეწყვიტა.

აკა სინჯიკაშვილმა საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ე.წ. წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების მითვისებაში ამ კამპანიის ორგანიზატორი და მისი პარტნიორი თეონა ბაღდავაძე 2017 წლის ივნისში დაადანაშაულა. ორივე მხარე საქმის გამოძიებას ითხოვდა – აკა სინჯიკაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა, ხოლო ბაღდავაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს. უთანხმოება ე.წ. წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების რაოდენობის სიზუსტესა და განაწილებას ეხება. თითოეული "ცხვირი" 5 ლარად იყიდებოდა და შემოსული თანხა, rednose.ge-ზე გამოცხადებული მიზნების თანახმად, უნდა მოხმარებოდა თავშესაფრის აშენებას და ლეიკემიით დაავადებული პირის მკურნალობას.თანხებთან დაკავშირებით გაუგებრობების შესახებ საზოგადოებამ აკა სინჯიკაშვილის მიერ 2017 წლის 16 ივნისს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტიდან გაიგო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს