ავტორი:

დღეს "სუპერმთვარეობაა" - დედამიწის მაცხოვრებლები ყველაზე ლამაზი სანახაობის მოწმეები გახდებიან

დღეს "სუპერმთვარეობაა" - დედამიწის მაცხოვრებლები ყველაზე ლამაზი სანახაობის მოწმეები გახდებიან

დღეს ღამით დედამიწის მაცხოვრებლები მიმდინარე წლის ყველაზე დიდ სუპერმთვარეს ნახავენ. ამ დღეს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს მოვა.

"სუპერმთვარეობას" უწოდებენ მოვლენას, როდესაც მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილში გავლიდან ან გავლამდე, სულ მცირე სამი დღე-ღამით ადრე ან გვიან სავსეა. ამ დროს ის დედამიწასთან 362 ათას კილომეტრზე უფრო ახლოსაა.

დედამიწასთან უახლოესი წერტილის გავლისას სავსე მთვარის დისკი 14%-ით დიდი ჩანს და 30%-ით უფრო ნათელია. აქვე უნდა ითქვას, რომ მთვარე დედამიწის ირგვლივ ელექტრონულ ორბიტაზე მოძრაობს. ბუნებრივი თანამგზავრი ჩვენს პლანეტას წრეს ერთ თვეში არტყამს და ამ დროს დედამიწიდან მთვარემდე მანძილი 354,4 ათასი კილომეტრიდან 406,7 ათასი კილომეტრის ფარგლებში იცვლება.

ასტრონომები ასევე აღნიშნავენ, რომ "სუპერმთვარეობის" წინა და შემდეგ ღამეს თანამგზავრის დისკის ზომა ჩვეულებრივზე გაცილებით დიდი იქნება. 2019 წლის ერთ-ერთი სუპერმთვარეობის მოწმე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლები 21 იანვარს უკვე გახდნენ. მაშინ "სუპემთვარეობა" მთვარის სრულ დაბნელებას დაემთხვა და იშვიათი ასტრონომიული მოვლენისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელი იყო.

კიდევ ერთი "სუპერმთვარეობა" დედამიწის მაცხოვრებლებს მიმდინარე წლის 20 მარტს ელით.

BBC.com-ის მიხედვით მოამზადა სალომე აბულაშვილმა

მთავარი ფოტო: ლევან ვერძეული

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ