პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გეგონა, ბევრი იცოდი შენი ქვეყნის შესახებ? - უახლესი გამოცემა საქართველოს გეოგრაფიის შესახებ, რომელიც უამრავ უცნობ ფაქტს აერთიანებს
გეგონა, ბევრი იცოდი შენი ქვეყნის შესახებ? - უახლესი გამოცემა საქართველოს გეოგრაფიის შესახებ, რომელიც უამრავ უცნობ ფაქტს აერთიანებს

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა და „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ გა­მო­ი­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის „სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ატ­ლა­სი“. ეს არის რუ­კე­ბის, ვრცე­ლი ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ი­სა და კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მთლი­ა­ნო­ბა. ატ­ლა­სი გვიჩ­ვე­ნებს, რო­გო­რია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის; რო­გო­რია მისი როლი სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ, პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ში.

ატ­ლა­სი შედ­გე­ნი­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ.

კარ­ტოგ­რა­ფი და გე­ოგ­რა­ფი­ის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, გუ­ლი­კო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ატ­ლა­სით“ მკი­თხვე­ლი გა­ეც­ნო­ბა ისეთ თე­მებს, რომ­ლე­ბიც ადრე გა­მო­ცე­მულ ატ­ლა­სებ­ში არას­დროს შე­სუ­ლა და გრა­ფი­კუ­ლი სა­ხით არ­სა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მისი თქმით, სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს გა­მო­ცე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

გარ­და რუ­კე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბი­სა, ატ­ლას­ში მრავ­ლა­დაა დი­აგ­რა­მე­ბი და გრა­ფი­კე­ბიც; გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. რო­გორც გუ­ლი­კო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს ატ­ლა­სის შედ­გე­ნი­სას, ისარ­გებ­ლეს რო­გორც საქსტა­ტის, ისე ცალ­კე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით. დი­აგ­რა­მე­ბი და გრა­ფი­კე­ბი კი ატ­ლა­სის დი­ზა­ი­ნე­რის, მა­ნა­ნა ქურ­თუ­ბა­ძის შექ­მნი­ლია.

ატ­ლა­სი არ არის გათ­ვლი­ლი რო­მე­ლი­მე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ზე. წიგნ­ში რუ­კებ­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი ში­ნა­არ­სის ტექ­სტი. ასე­ვე, ვხვდე­ბით ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა კარ­ტოგ­რა­ფი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას. გარ­და ამი­სა, იგი ქარ­თველ და უცხო­ელ მოყ­ვა­რულ ფო­ტოგ­რაფ­თა მიერ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც მო­ი­ცავს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს გა­მო­ცე­მა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ვლად.

„ჩვენ არა ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ატ­ლა­სე­ბით. ამი­ტომ, მიღ­წე­ვად უნდა ჩავ­თვა­ლოთ მისი შექ­მნა და გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ატ­ლა­სი, ერთი მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შრო­მაა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნია მთე­ლი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის,“ - ამ­ბობს გუ­ლი­კო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

გეგონა, ბევრი იცოდი შენი ქვეყნის შესახებ? - უახლესი გამოცემა საქართველოს გეოგრაფიის შესახებ, რომელიც უამრავ უცნობ ფაქტს აერთიანებს

გეგონა, ბევრი იცოდი შენი ქვეყნის შესახებ? - უახლესი გამოცემა საქართველოს გეოგრაფიის შესახებ, რომელიც უამრავ უცნობ ფაქტს აერთიანებს

პირველად საქართველოში შეიქმნა და „პალიტრა L-ის“ მიერ გამოიცა თანამედროვე ტიპის „საქართველოს გეოგრაფიული ატლასი“. ეს არის რუკების, ვრცელი ბიბლიოგრაფიისა და კარტოგრაფიული მემკვიდრეობის მთლიანობა. ატლასი გვიჩვენებს, როგორია ჩვენი ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსათვის; როგორია მისი როლი სოციალურ-კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში.

ატლასი შედგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ.

კარტოგრაფი და გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გულიკო ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ “საქართველოს გეოგრაფიული ატლასით“ მკითხველი გაეცნობა ისეთ თემებს, რომლებიც ადრე გამოცემულ ატლასებში არასდროს შესულა და გრაფიკული სახით არსადაა წარმოდგენილი. მისი თქმით, სწორედ ეს განაპირობებს გამოცემის მნიშვნელობას.

გარდა რუკებისა და ფოტოებისა, ატლასში მრავლადაა დიაგრამები და გრაფიკებიც; გამოყენებულია სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები. როგორც გულიკო ლიპარტელიანი აღნიშნავს ატლასის შედგენისას, ისარგებლეს როგორც საქსტატის, ისე ცალკეული ორგანიზაციებიდან მიღებული რაოდენობრივი მაჩვენებლებით. დიაგრამები და გრაფიკები კი ატლასის დიზაინერის, მანანა ქურთუბაძის შექმნილია.

ატლასი არ არის გათვლილი რომელიმე ასაკობრივ ჯგუფზე. წიგნში რუკებთან ერთად წარმოდგენილია შესაბამისი შინაარსის ტექსტი. ასევე, ვხვდებით ქართველ მეცნიერთა კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას. გარდა ამისა, იგი ქართველ და უცხოელ მოყვარულ ფოტოგრაფთა მიერ გადაღებულ ფოტოებსაც მოიცავს. შესაბამისად, ეს გამოცემა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის შეიძლება იქცეს დამოუკიდებელი კვლევის საფუძვლად.

„ჩვენ არა ვართ განებივრებული ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ატლასებით. ამიტომ, მიღწევად უნდა ჩავთვალოთ მისი შექმნა და გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით. ეს ატლასი, ერთი მხრივ, საინტერესო და მნიშვნელოვანი შრომაა პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის და მეორე მხრივ, ძალიან ღირებული შენაძენია მთელი ქართველი საზოგადოებისთვის,“ - ამბობს გულიკო ლიპარტელიანი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა